/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რეკლამა და ბავშვი

რეკლამა და ბავშვი
ჩვენ არ გვიყვარს სატელევიზიო რეკლამა და თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ბავშვებზე ცუდად მოქმედებს. მართლა ასეა თუ არა?

ბევრი ზრდასრული ადამიანი რეკლამას უარყოფითად აფასებს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინიც მოხიბლულნი უცქერენ, რა საოცრებებს ახდენს სარეცხი საშუალება, ტრენაჟორი, შამპუნი თუ სახეხი... გულის სიღრმეში ვფიქრობთ: "ურცხვად ხომ არ მოგვატყუებენ? ალბათ მართლაც ასეა!" რაც შეეხება ბავშვებს, ისინი რეკლამისთვის მართლაც იდეალურ აუდიტორიას წარმოადგენენ.

გულუბრყვილო და მიმნდობი პატარები ნებისმიერ რეკლამაზე რეაგირებენ და მათი დაპირებული სასწაულების გულწრფელად სჯერათ. თუმცა სასწაული არ ხდება - რამდენი იოგურტიც არ უნდა შეჭამო, არც ფერია მოფრინდება და არც დინოზავრი მოვა... მიუხედავად ამისა, ბავშვს სჯერა ეკრანზე ნანახი სასწაულების.

კარნავალის რიტმი

ბავშვები ხშირად ვერც კი განასხვავებენ ერთმანეთისგან რეკლამას და ჩვეულებრივ ტელეგადაცემებს. ამის გამო პატარას ყურადღება რეკლამის დაწყებისთანავე მაქსიმალურ მობილიზაციას განიცდის, მაშინ როცა ჩვენი ყურადღება რეკლამის მსვლელობისას დუნდება. ეს არ არის გასაკვირი - სარეკლამო სიუჟეტი კაშკაშა, მომხიბლავი, დასამახსოვრებელია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თითქოს რეკლამა სწორედ პატარა მაყურებელზეა გათვლილი, მაშინაც კი, როცა ის სულაც არ ეხება საბავშვო პროდუქტებსა თუ ნივთებს. სარეკლამო კლიპების პერსონაჟები მხიარულნი, ლამაზნი, კეთილგანწყობილნი არიან, მათი ბინები ნათელი და ფართოა, მუდამ ისმის მუსიკა... როგორ არ ჰგავს ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებას! პატარებიც მზად არიან, საყვარელი მულტფილმების მსგავსად მრავალჯერ ნახონ ერთი და იგივე სიუჟეტი. რატომ არ მოგვწონს ჩვენ, მოზრდილებს ეს ფაქტი? საამისოდ რამდენიმე მიზეზი გვაქვს.

მშვიდობით, სასარგებლო რჩევებო!

რეკლამა პატარებს აცდუნებს იმ პროდუქტებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო არ არის - შოკოლადით, კარამელით, საღეჭი რეზინით, გაზიანი სასმელებით... გონიერმა მშობლებმა კარგად იციან, რომ ეს ყოველივე პატარა ბავშვმა იშვიათად, მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს. ტელეეკრანიდან მიღებული რჩევები კი სრულიად ეწინააღმდეგება დედისა და ექიმის რჩევებს. გამოდის, რომ "მკაცრი" მშობლები პატარებს ამქვეყნიური სიამოვნებით დატკბობის საშუალებას არ აძლევენ, იმ სიამოვნების მიღებაში უშლიან ხელს, რასაც გულმოდგინედ სთავაზობს ტელეეკრანი. იქნებ დავრთოთ პატარას ნება, გაუსინჯოს გემო რეკლამირებულ პროდუქტებს? მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და მივესალმოთ კარიესს, ალერგიას, ჭარბ წონას!

ფულსასრუტი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ზოგჯერ სარეკლამო პროდუქტი სულაც არ არის ცუდი, მაგრამ მშობლებს შესაძლოა ფული არ ეყოთ მის შესაძენად. იმ მშობლებსაც კი, რომლებსაც ფინანსური პრობლემები არ აქვთ, შესაძლოა გაუჭირდეთ შვილის ყველა თხოვნის შესრულება. რეკლამის გავლენით კი პატარა ბავშვის მოთხოვნები იზრდება. პატარას სჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისეთივე იოლი და ხელმისაწვდომია, როგორიც ტელეეკრანზე. უცნაურია, აქამდე რატომ არ უყიდეს მშობლებმა?!

უხერხული მომენტები

უფროსი ასაკის ადამიანებს ძალიან უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ რეკლამა ღიად, თუნდაც დელიკატურად საუბრობს ჩვენი ცხოვრების ინტიმურ მხარეებზე. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ამგვარ რეკლამებთან დაკავშირებული შეკითხვები შესაძლოა ინტიმურ თემებზე ტაქტიანი დიალოგის საფუძვლად იქცეს.

უარყოფითი მაგალითი

როგორ მოვიქცეთ, როცა რეკლამა ბავშვებს ცუდ ყოფაქცევას ასწავლის? ზოგიერთი კლიპის სიუჟეტი აგებულია პრინციპით: რაც არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, ესე იგი შეიძლება. შეიძლება მშობლები მოვატყუოთ და აკრძალული პროდუქტები მივირთვათ, შეიძლება უფროსები გავამასხარაოთ... საბედნიეროდ, ასეთი რეკლამები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიუხედავად ამისა, საკუთარი შვილების აღზრდაზე თავად უნდა ვიზრუნოთ, ტელეცენზურის იმედად ვერ დავრჩებით.

თავდაცვა

ტელერეკლამასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია, საერთოდ არ ჩავრთოთ ტელევიზორი. საზოგადოდ, თუ ბავშვის განვითარებაზე სათანადოდ ვზრუნავთ, მას ტელეეკრანთან ჯდომის დრო არ უნდა ჰქონდეს. ეცადეთ ტლევიზორი ჩართოთ მკაცრად განსაზღვრულ დროს - უშუალოდ იმ გადაცემის წინ, რომელსაც უნდა უყუროთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთ-ორ სარეკლამო რგოლს ბავშვი ამ შემთხვევაშიც შეავლებს თვალს.

ყველაფერს ჯობს, ბავშვის დრო ეთმობოდეს სეირნობას, თამაშს, კითხვას, სპორტს და არა ტელევიზორს. რა თქმა უნდა, ტელევიზორში აჩვენებენ მულტფილმებს, საბავშვო ფილმებსა და გადაცემებს, მაგრამ უმჯობესია ეს ყოველივე დისკზე ჩავწეროთ და ისე ვუჩვენოთ პატარას. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ერთი საინტერესო ცდა ჩაატარეს. მისი მიზანი იყო, პატარებს რეკლამის კრიტიკული შეფასება ესწავლათ. თავდაპირველად ბავშვებს უჩვენეს კონსტრუქტორის რეკლამა. პატარები სულგანაბულნი ადევნებდნენ თვალს, როგორ შენდებოდა ქალაქები, სახლები, გზები... შემდეგ ბავშვებს სანატრელი სათამაშო მისცეს და სთხოვეს, ეკრანზე ნანახი შეექმნათ. პატარები მალე დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იყო, როგორც ტელეეკრანზე ჩანდა. გარდა ამისა, რეალური ქმნილებები სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მომხიბლავი, როგორიც რეკლამაში. ასეთი გამოცდილება ეხმარება ბავშვს, კრიტიკულად განეწყოს რეკლამის მიმართ.

მსგავსი ექსპერიმენტი სახლშიც შეიძლება ჩავატაროთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული სათამაშოს შეძენა. შეგიძლიათ შეიძინოთ ორცხობილა და პატარა დარწმუნდება, რომ ის განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე იუმორით უნდა ვაკეთოთ, რათა პატარამ არ იფიქროს, რომ მას ყველა ატყუებს.

ვიტრინებს შორის

წუთით დაფიქრდით, წარმოგიდგენიათ თუ არა ცხოვრება რეკლამის გარეშე. ალბათ არა. ეს ჩვენი არჩევანია. ხოლო თუ ჩვენი არჩევანი ჩვენთვის ძვირფასია, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება რეკლამის გარემოცვაში და ეს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ. ჩვენ შეგვიძლია დავაწესოთ მიჯნა, რომელსაც ყველაზე მომხიბლავი რეკლამის გავლენითაც კი ვერ გადავლახავთ. მაგალითად, შეგვიძლია სამუდამოდ უარი ვთქვათ ჩიპსებსა და გაზიან სასმელებზე. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ბავშვს ბევრი შეკითხვა გაუჩნდება: "რატომ შეიძლება სხვისთვის, ჩემთვის კი არა?", "თუ ეს ყველაფერი ცუდია, მაშინ რატომ იყიდება?" თუმცა ბავშვს, რომელსაც ასეთი შეკითხვის დასმა შეუძლია, შეუძლია, მშობლების ახსნა-განმარტებაც სათანადოდ აღიქვას. მაგალითად, პასუხად შეიძლება ვუთხრათ, რომ მაღაზიაში ბევრი რამ იყიდება: სიგარეტი, არაყი, კონიაკი, კონსერვები, - მაგრამ ისინი სულაც არ არის სასარგებლო. უბრალოდ, ასეთ პროდუქტებს ვიღაც ქმნის და ყიდის. მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმას ვყიდულობთ, რაც სასარგებლოა.

არიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, მიეჩვივნენ არასწორ კვებას და სხვანაირად არსებობა უკვე აღარ შეუძლიათ, მაგრამ ეს არის ავადმყოფური მიდრეკილება. საბედნიეროდ, რეკლამირებული პროდუქტების დიდი ნაწილი არ არის მავნებელი, ისე რომ, საჭიროა მათი არა აკრძალვა, არამედ გონივრული შეზღუდვა.

ყველაფერთან ერთად, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი სარეკლამო რგოლი დადებით მაგალითსაც გვაძლევს. ისინი მოგვიწოდებენ დავიცვათ ჰიგიენა, ვიზრუნოთ გარეგნობაზე, სისუფთავეზე; როცა ტელეეკრანზე მოღიმარ და ბედნიერ ოჯახს ვხედავთ, გვიჩნდება ბუნებრივი სურვილი, ასეთივე სურათი ჩვენს ცხოვრებაშიც დავინახოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რეკლამა და ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები