/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ქვიშის კოშკები

ქვიშის კოშკები
ქვიშის კოშკების შენება მარტო გართობა კი არა, შესანიშნავი ფსიქოთერაპიაც არის. ქვიშაში თამაში სულაც არ მოითხოვს პარკში წასვლას ან რაიმე განსაკუთრებულ საშუალებებს.

პატარა ქვიშის მოედანი თითქმის ყველა ეზოშია. თუ არ არის, არც მისი მოწყობაა დიდი სირთულე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გამოდის ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალ-ახალი სათამაშოები და ჩნდება ნაირ-ნაირი გასართობი, ქვიშის მოედანი არასოდეს გავა მოდიდან. ქვიშაში სრულიად სხვადასხვა ასაკის ბავშვები თამაშობენ. ხშირად ქვიშით სასახლეების შენებით თუ "ნამცხვრების ცხობით" მშობლებიც არიან გატაცებულნი. ქვიშაში თამაში ძალზე სასარგებლოა.

ქვიშასთან შეხებისას ბავშვს უვითარდება წვრილი მოტორიკა, რადგან პატარა გამუდმებით განსაზღვრავს ქვიშის რაოდენობას, რომელიც საჭიროა მისი მორიგი ქმნილებისთვის, ეს კი თვალის ზომას, პროპორციის შეგრძნებას აყალიბებს. ქვიშა ავითარებს ბავშვის შემოქმედებით შესაძლებლობებს, აღვიძებს მის წარმოსახვას. პატარა ქვიშის სასახლეების შენების დროს თავის სამყაროს ქმნის, რაღაცებს იგონებს, ფანტაზიორობს. ამავე დროს ბავშვი სწავლობს მუშაობას და დასახული მიზნის მიღწევას. არსებობს შეხედულება, რომ ქვიშაში თამაში ანეიტრალებს ნეგატიურ ენერგიას, მასთან ურთიერთობისას ბავშვის ემოციური მდგომარეობა მყარი ხდება.

ასეა თუ ისე, დაკვირვება და გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქვიშაში თამაში პოზიტიურად მოქმედებს ბავშვისა და მოზრდილი ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე. შედეგად ასეთი გართობა გადაიქცევა შესანიშნავ საშუალებად "სულზე ზრუნვისთვის" - სწორედ ასე ითარგმნება ტერმინი "ფსიქოთერაპია", ამიტომ სერიოზული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ბავშვური თამაშის მიმართ და ის პატარას ქცევის კორექციისთვისაც უნდა გამოვიყენოთ.

რა ვითამაშოთ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამწუხაროდ, ქვიშის მოედანზე თამაში ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით მიმდინარეობს - დედა გადმოყრის ჩანთიდან ფორმებს და ნიჩაბს, მიიყვანს ბავშვს ქვიშასთან და თვად უმალვე გაერიდება, ის არ მონაწილეობს მიწის თხრასა და "მშენებლობაში". ბავშვი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით თამაშობს ქვიშაში, მაგრამ მას ნამდვილად არ შეუძლია, სრულად გამოიყენოს ეს არაჩვეულებრივი მასალა. აქ აუცილებელია დედის მონაწილეობა - მოყოლა, ახსნა, ჩვენება.

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ ქვიშაში ხელებით თამაში, ნიჩბით თხრა, სათლიდან ქვიშის გადმოყრა, სხვისი აშენებული სასახლეების დანგრევა. პატარა ბავშვს ჯერ არ გამოსდის ისე ლამაზად "გამოცხობა", როგორც სხვებს ან მის მშობლებს, მაგრამ სხვისი აშენებულის დანგრევა მისთვის დიდი სიამოვნებაა. ამისთვის ბავშვს არ უნდა გავუბრაზდეთ. თუ პატარა მთელი მონდომებით ანგრევს სხვის "ნამცხვრებს" და ეს სხვა ბავშვების ბუნებრივ წყრომას იწვევს, "გამოუცხვეთ" მას საკუთარი "ტორტი", რათა ქვიშის ქმნილებების განადგურების ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს.

მაინც რატომ სურს ბავშვს ქვიშის სასახლეების ნგრევა?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ამ მეთოდით პატარა სამყაროს შეიცნობს. ჯერ უბრალოდ ქვიშა ეყარა, მერე კოშკი გაჩნდა, ფეხი რომ დავაბიჯეთ, ყველაფერი გაქრა! რა უცნაურია?!

ორი წლიდან ბავშვი ცდილობს, დამოუკიდებლად გამოაცხოს "ნამცხვრები". აუხსენით პატარას, რომელი ქვიშაა მშრალი, რომელი - სველი, რომელი ჯობს სასახლის ასაშენებლად. ასწავლეთ ბავშვს, რომ ნიჩბით ქვიშა კარგად ჩატენოს სათლში, უჩვენეთ, როგორ შეიძლება გათხაროთ გვირაბი, მორთეთ თქვენი "ნამცხვარი" ყვავილებით. ერთი სიტყვით, ქვიშაში თამაში შემოქმედებით პროცესად გადააქციეთ.

თუ ცხელა და ქვიშა გამომშრალია, ბავშვს შეიძლება ნება დავრთოთ, სუფთა ქვიშაში იაროს ან მასში ხელით ითამაშოს. სხვათა შორის, ქვიშაში თამაში შეიძლება არა მარტო ნიჩბით, არამედ ფორმებით, ქილებით, ჯოხებით, პლასტიკის ბოთლისგან დამზადებული ნიჩბებით...

თამაშისათვის ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს სათამაშოებიც. მანქანები შეიძლება დადიოდნენ გვირაბებში, ქვიშის ტრასებზე, ქვიშის ქალაქის ბინადრები შეიძლება გახდნენ თოჯინები და ცხოველები. ერთად ვერთობით. პატარა ნიჩბით თხრის ქვიშას და სათამაშო. ცხოველებისთვის ბუნაგებს ამზადებს. დედა სათამაშოს ბუნაგში "სვამს" და მისი ხმით ლაპარაკობს, მადლობას უხდის ბავშვს კომფორტული ბინის მოწყობისათვის.

პატარა ქვიშისგან აცხობს ფუნთუშებს, ნამცხვრებს, ტორტებს. ამისთვის ის იყენებს ფორმებს, რომლებშიც ქვიშას ნიჩბით ყრის. ასეთი საკონდიტრო ნაწარმი ხელითაც შეიძლება შევქმნათ. ჩვენი ნახელავი შეიძლება თოჯინებს "ვაჭამოთ".

ნამიან და სწორ ქვიშის ზედაპირზე ჯოხით შეიძლება ვხატოთ. თუ ბავშვი დიდია, შეიძლება ასოებისა და ციფრების წერაში ვივარჯიშოთ. შეგიძლიათ, ქვიშაზე ხელის ანაბეჭდი შექმნათ. ამ თამაშში დედაც უნდა მონაწილეობდეს. ხელის ანაბეჭდები უნდა მორთოთ ბეჭდებით, სამაჯურებით. მართლაც სახალისო იქნება. ზემოთ მოყვანილი თამაშები 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა მიზანშეწონილი.

3-დან 6 წლამდე ასაკის პატარებს შეგიძლიათ სხვაგვარი გართობა შესთავაზოთ. შესთავაზეთ ბავშვს ააშენოს ყველაზე მაღალი სახლი, ამოთხაროს ყველაზე ღრმა ჭა, გათხაროს ყველაზე გრძელი არხი... თუ ხედავთ, რომ შეჯიბრება დაიწყო და ბავშვებიც უფრო და უფრო შედიან მშენებლობის ეშხში, დროზე ჩაერთეთ მათ აქტიურობაში, აუხსენით პატარებს, რომ მშენებლებმა აუცილებლად უნდა დაისვენონ, მუშაობა დროზე უნდა დაამთავრონ, რათა დაწყებული საქმე მეორე დღეს გააგრძელონ.

უფრო დიდი ბავშვი შეიძლება გრანდიოზული ფიგურების შექმნით გაერთოს - მანქანებისა, გემებისა, პირამიდებისა... ეს ყველაფერი შეიძლება მოვრთოთ ქვებით, ნიჟარებით, მძივებით.

მშობლებმა ამ დროს ბავშვები უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. შეგიძლიათ აიღოთ პლასტიკის ბოთლი, მოაჭრათ ძირი და შესანიშნავ ფორმას მიიღებთ გოთური სტილის ტაძრის ასაშენებლად. აავსეთ "ფორმა" სველი ქვიშით, ძირზე დააფარეთ მუყაო, ფრთხილად გადმოაბრუნეთ და მუყაო ნელა გამოაძვრეთ. რამდენიმე ასეთი ქონგური და ტაძარიც მზადაა.

იქნებ არასოდეს გიფიქრიათ, რომ ქვიშა შესანიშნავი სამიზნეა. ამოთხარეთ პატარა ორმოები და ბავშვები შიგ ბურთის ჩაგდებაში ერთმანეთს შეაჯიბრეთ. კიდევ ერთი შეჯიბრება - ქვიშაში გათხარეთ არხი და პატარას შესთავაზეთ, შიგ ბურთი გააგოროს. მონიშნეთ სხვადასხვა მონაწილის მიერ "დაძლეული" მანძილი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქვიშის კოშკები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები