/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30 პროცენტს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს:

დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური, არასრულფასოვანი კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის დეფიციტს სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა იწვევს. რკინადეფიციტური ანემია ქრონიკული დაავადებაა. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება.

შედარებით მოზრდილები ამასთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, ხშირად მისდით გული, უჭირთ გონების მოკრება, ყურადღების კონცენტრაცია, სწავლითა და ფიზიკური განვითარებით თანატოლებს ჩამორჩებიან. რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიეტოთერაპია საკმარისი არ არის, რადგან საკვებიდან რკინის შეწოვა შეზღუდულია - რამდენიც არ უნდა იყოს კერძში რკინა, ორგანიზმი დღე-ღამეში 2,5 მგ-ზე მეტს მაინც ვერ აითვისებს. შედარებისთვის მოვიყვანთ მაგალითს: ჯანმრთელი ბავშვი, ასაკის შესაბამისად, დღე-ღამეში 0,15-0,6 მგ რკინას კარგავს, მოზარდი გოგონა კი მენსტრუაციული ციკლის დროს 15-50 მგ-ს.

თანამედროვე პრეპარატები ორგანიზმს 20-ჯერ მეტ ამ ელემენტს აწვდის. ამრიგად, დიეტოთერაპია რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ერთადერთ გზად ვერ გამოდგება, თუმცა მისი ერთ-ერთი კომპონენტი ნამდვილად უნდა იყოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია არა რკინის შემცველობა სურსათში, არამედ მისი ფორმა. სწორედ რკინის ფორმაზეა დამოკიდებული, როგორ შეიწოვს და აითვისებს ამ ელემენტს ორგანიზმი და, ამის კვალობაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება მკურნალობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველაზე იოლად შეიწოვება ის ორგანული ნაერთი, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. მისი ათვისება არც მჟავიანობაზეა დამოკიდებული და არც ფერმენტებზე. არაორგანულ ნაერთს - რკინის მარილს - ორგანიზმი უფრო უარესად ითვისებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვანთ: ძროხის ხორცის მიღებისას (ორგანული რკინა) რკინის შეწოვის კოეფიციენტი 17-22%-ია, ხილის მიღებისას (არაორგანული რკინა) კი - მხოლოდ 3%. რკინის შეწოვა არც ცხოველური წარმოშობის სურსათიდან არის ერთგვაროვანი.

მაგალითად, ღვიძლიდან რკინა გაცილებით უარესად შეითვისება, ვიდრე საქონლის ხორციდან, თუმცა ღვიძლში ეს ელემენტი ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხორცში. ასე რომ, მცდარია შეხედულება, თითქოს რკინადეფიციტური ანემიის დროს ღვიძლი ხორცზე სასარგებლო იყოს. რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება. ასეთია ძროხის ხორცი, ძროხის ენა, კურდღლის ხორცი.

შეკითხვა ექიმს
<p>-ᲨეიᲫლება Თუ არა წლის და 8 Თვის ბავᲨვს დავალევინო ყოველ დᲦე იმუნიტეტის ასამაᲦლებლად Თაფლიანი და ლიმონიანი Თბილი წყალი? Თაფლი ნატურალური რაᲗქმაუნდა</p>

ხორცსა და ღვიძლთან ერთად რაციონში ხილ-ბოსტნეულიც უნდა ჩავრთოთ. ის ორგანიზმს არაორგანული რკინის ათვისებაში ეხმარება. არაორგანული რკინის შეწოვას ასევე უწყობს ხელს ასკორბინის მჟავა (ც ვიტამინი) და რძემჟავაშემცველი პროდუქტები - მაწონი, იოგურტი, კეფირი. არსებობს პროდუქტები, რომლებიც, პირიქით, აფერხებს არაორგანული რკინის ათვისებას. ასეთია სოია, ჩაი, ყავა, პარკოსნები.

ზიგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ მზარდი ორგანიზმის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს (როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზმი მცენარეულ რკინას ძნელად ითვისებს), ამიტომ ვაშლის, ბროწეულის წვენის, ჭარხლის წვენის, წიწიბურასა თუ რკინით მდიდარი სხვა სურსათის დიდი ოდენობით მიღება რკინადეფიციტური ანემიის დროს უსარგებლოა.

ასევე დაგაინტერესებთ
კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

დიეტოთერაპია რკინადეფიციტური ანემიის კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა გამოვიყენოთ. ის ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს. ძირითადი დატვირთვა რკინის პრეპარატებს ენიჭება. და კიდევ, მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. საჭიროა რკინის პრეპარატების რამდენიმე კურსი, ხოლო მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება, თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ იქნა დადგენილი და აღმოფხვრილი, მკურნალობის შემდეგ პრობლემა ისევ იჩენს თავს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები