/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ითვალისწინებს მიზეზის კუპირებას, ორგანიზმის რკინის მარაგის შევსებას და რეციდივის აღკვეთას.

რკინით მდიდარი საკვები რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. საკვების მეშვეობით ადამიანმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ცხოველმყოფელობისთვის საჭირო რკინის ყოველდღიური ულუფა. ხორციდან რკინის 10-20% შეიწოვება, მცენარეული საკვებიდან - მხოლოდ 1-5%. გარდა ამისა, რკინის შეწოვა დამოკიდებულია საკვებში ხელშემწყობი და ხელშემშლელი ნივთიერებების (ინჰიბიტორების) შემცველობაზეც.

რკინის ბიოათვისებადობა შეიძლება გაუმჯობესდეს რაციონის ისეთი ცვლილებით, რომელიც ითვალისწინებს შეწოვის ხელშემწყობ ნივთიერებათა ოდენობის მომატებას, ინჰიბიტორების შემცირებას ან ორივეს ერთად.

რკინის შეწოვას აფერხებს:

  • ფიტატები - მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
  • კალციუმი - რძე, რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი).

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:

  • ჰემური რკინა, რომელსაც შეიცავს საქონლისა და შინაური ფრინველიც (ქათმის, ინდაურის) ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი, რომელიც მოიპოვება ხილში, კარტოფილსა და ზოგიერთ გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე - პარკოსნებსა და კომბოსტოში;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული სურსათი.

კვების სტილის ცვლილებები, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს:

  • ჩაის, ყავის დალევა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ - ამ დროს საკვები კუჭში აღარ არის და ეს პროდუქტები რკინის შეწოვას ვეღარ შეაფერხებს;
  • რძის, ყველის მიღება ჭამიდან ჭამამდე, შუალედში;
  • სხვა საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
  • რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიღება.

კომენტარები (2)
David N
ალტერნატიულ მედიცინაში ცნობილია რომ ანემიას პარაზიტი იწვევს. ჩვენი სისხლით იკვებება და ორგანიზმს არ რჩება საკმარისი კომპონენტები. როგორც ყოველთვის - ოფიციალური მედიცინა მიზეზების მაგივრად სიმპტომებს ებრძვის.
თარიღი : 15-09-2019
მირანდა
ჩ ვიტამინი რომელია ?????
თარიღი : 06-07-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

რკინით მდიდარი საკვები რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. საკვების მეშვეობით ადამიანმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ცხოველმყოფელობისთვის საჭირო რკინის ყოველდღიური ულუფა. ხორციდან რკინის 10-20% შეიწოვება, მცენარეული საკვებიდან - მხოლოდ 1-5%. გარდა ამისა, რკინის შეწოვა დამოკიდებულია საკვებში ხელშემწყობი და ხელშემშლელი ნივთიერებების (ინჰიბიტორების) შემცველობაზეც.

რკინის ბიოათვისებადობა შეიძლება გაუმჯობესდეს რაციონის ისეთი ცვლილებით, რომელიც ითვალისწინებს შეწოვის ხელშემწყობ ნივთიერებათა ოდენობის მომატებას, ინჰიბიტორების შემცირებას ან ორივეს ერთად.

რკინის შეწოვას აფერხებს:

  • ფიტატები - მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
  • კალციუმი - რძე, რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი).

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:

  • ჰემური რკინა, რომელსაც შეიცავს საქონლისა და შინაური ფრინველიც (ქათმის, ინდაურის) ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი, რომელიც მოიპოვება ხილში, კარტოფილსა და ზოგიერთ გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე - პარკოსნებსა და კომბოსტოში;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული სურსათი.

კვების სტილის ცვლილებები, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს:

  • ჩაის, ყავის დალევა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ - ამ დროს საკვები კუჭში აღარ არის და ეს პროდუქტები რკინის შეწოვას ვეღარ შეაფერხებს;
  • რძის, ყველის მიღება ჭამიდან ჭამამდე, შუალედში;
  • სხვა საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
  • რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიღება.


ბავშვის კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი უნდა გავამდიდროთ სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება. ასეთია ძროხის ხორცი, ენა, ღვიძლი. ხორცსა და ღვიძლთან ერთად რაციონში უნდა ჩავრთოთ ხილ-ბოსტნეულიც - ის არაორგანული რკინის შეწოვას აუმჯობესებს.

არაორგანული რკინის ათვისებას ასევე ხელს უწყობს:

ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი);

  • რძემჟავა ნაწარმი - მაწონი, იოგურტი, კეფირი, ხაჭო.

არაორგანული რკინის ათვისებას აფერხებს:

  • სოიის ცილა;
  • ჩაი;
  • ყავა;
  • პარკოსნები.

ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ვაშლი, ბროწეულის წვენი, წიწიბურა და სხვა ამგვარი საკვები, რამდენიც არ უნდა მივიღოთ, ამაოა.

საზოგადოდ კი ანემიის (არა რკინადეფიციტურის) დროს მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად რეკომენდებულია დიეტოთერაპიაც. სასურველია ცხიმის ზომიერად - 70-80 გრამამდე - შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე - ძვლის ტვინის გაცხიმოვნება, ცხიმები კი, ჩვეულებრივ, სისხლწარმოქმნას თრგუნავს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს - რძისას, მზესუმზირასას და, საზოგადოდ, მცენარეულს.

საკვები რაციონი უნდა გავამდიდროთ ლიპოტროპული (ცხიმისმაგვარი) მოქმედების პროდუქტებით, რომლებიც გაცხიმოვნებისგან დაიცავს ღვიძლსა და ძვლის ტვინს.

ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მივირთვათ 100 გრამი ღვიძლი, რაციონს უნდა დავუმატოთ საფუვრიანი კერძები. ვსვათ საფუვრის სასმელი (ავიღოთ 50-100 გ საფუარი, გავხსნათ 500-700 მლ წყალში და წამოვადუღოთ).

სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები - რკინა, კობალტი, თუთია, მანგანუმი - ორგანიზმში ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით აღწევენ.

ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმები ხშირად ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშებს ურჩევენ პაციენტს. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი, თევზი, ღვიძლი, ფილტვები, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები.

სასურველია შეიზღუდოს: ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა.

ანემიის დროს აუცილებელია რაციონის გაჯერება კალორიული, რკინითა და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით. რეკომენდებულია ბევრი კარაქი, ნაღები და რძე. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით - ბოცვრისა). რაციონში უნდა შედიოდეს აგრეთვე კარტოფილი და პარკოსნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი.