/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

დროა, გავსინჯოთ კვერცხი და ხაჭო

დროა, გავსინჯოთ კვერცხი და ხაჭო
ჩვილის რაციონში დამატებითი საკვების შეტანა მხოლოდ ფაფებითა თუ ბოსტნეულის სუპებით მის გამრავალფეროვნებას როდი გულისხმობს;

უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახით დავამატოთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტები, მათ შორის - კვერცხი და ხაჭო. გვესაუბრება პედიატრი ლალი მახარაშვილი.

  • როდის და რა სახით გავასინჯოთ პატარას კვერცხი?

- კვერცხის მიცემა უნდა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად უნდა მივცეთ მხოლოდ გული, რადგან ალერგენები სწორედ ცილაშია. კვერცხის გული შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას:

ცხიმს - ადვილად ასათვისებელი სახით, ცილებს - სრულფასოვანი ამინმჟავების სახით, მინერალურ ნივთიერებათა ფართო ასორტიმენტს, მიკროელემენტების სრულ სპექტრს, 12 სახეობის ვიტამინს, მათ შორის - ჩვილის ორგანიზმისთვის ასე საჭირო D ვიტამინსაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კვერცხის გულში საკმაო ოდენობითაა A ვიტამინი, თანაც აქტიურ მდგომარეობაში, E ვიტამინი, ცნობილი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, PP და B9 - ფოლიუმის მჟავა.

ქოლინის მარაგით კვერცხის გულს ბადალი არ მოეპოვება. ეს არის ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის, მეხსიერების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ქოლინი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოძევებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

კვერცხის გულში არის კალციუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, სპილენძი, კობალტი და ბევრი სხვა მიკროელემენტი.

  • თუ კვერცხი ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რატომ არ შეიძლება მისი მიცემა უფრო ადრე, თუნდაც 6 თვიდან?

- სამეცნიერო კვლევებმა და პედიატრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვერცხის გულის რაციონში ნაადრევად შეტანა ალერგიულ რეაქციებს იწვევს. კვერცხში ისედაც უხვადაა ალერგენები. ბოლო ხანს ამას დაემატა მისი ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, რაც იმის ბრალია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და კვერცხის დების გასაზრდელად ქათმის საკვებს მედიკამენტებსა და სხვა ფარმაცევტულ პრეპარატებს ამატებენ. რისკის შესამცირებლად უმჯობესია გამოვიყენოთ მწყრის კვერცხი, რომელიც იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

კვერცხის მაგრად მოხარშვა კი უფრო მეტად ამცირებს ალერგიის განვითარების შესაძლებლობას. ამრიგად, ბავშვს თავდაპირველად ვაძლევთ მაგრად მოხარშული კვერცხის გულს, მცირე ულუფას, კოვზზე გასრესილს დედის რძესთან ერთად. თანდათან ულუფას ვზრდით მეოთხედამდე, რვა-ათი დღის შემდეგ - ნახევრამდე.

წლამდე დღეში ნახევარი კვერცხის გული საკმარისია. ეს რაოდენობა გათვლილია ქათმის კვერცხზე, მწყრისა კი დღეში ერთი ცალია საჭირო. კარგად გასრესილი კვერცხის გული შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნულის პიურესა და სუპს, ბურღულის ფაფაში გარევას კი არ გირჩევთ - ცილოვანი პროდუქტები ბოსტნეულს უკეთესად ეთავსება.

ერთი წლიდან შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი - ცილიან-გულიანად, ოღონდ კარგად მოხარშული.

  • როგორ შევარჩიოთ კვერცხი?

- სოფლის, ახალდადებული კვერცხი, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მაღაზიაში შეძენისას ყურადღებით დააკვირდით ნაჭუჭზე არსებულ მარკირებას. სასურველია, კვერცხი არ იყოს 7 დღეზე მეტის, 25 დღისა კი უკვე საშიშია.

საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი შენახვისას ცხიმები და ცილები ნაწილობრივ იცვლის სტრუქტურას, იშლება ნივთიერებებად, რომლებიც ბავშვის ღვიძლისთვის არცთუ უვნებელია. ბევრისგან გაიგონებთ, რომ ახალდადებული სოფლის კვერცხი უმი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული, ვინაიდან ხარშვისას მასში არსებული ვიტამინები იშლება.

არამც და არამც არ გირჩევთ ბავშვისთვის უმი კვერცხის მიცემას! არა მხოლოდ სალმონელოზისა და სხვა ინფექციების საფრთხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ უმი ცილის გადამუშავება ორგანიზმს უჭირს. გარდა ამისა, უმი ცილა შეიცავს ნივთიერება ავილინს, რომელიც უკავშირდება და ორგანიზმიდან გამოდევნის მნიშვნელოვან ვიტამინებს, მათ შორის - ბიოტინს, რომლის ნაკლებობა მადის დაქვეითებას იწვევს.

საბედნიეროდ, ხანმოკლე თერმული დამუშავებაც კი ავილინის არასასურველ თვისებებს ანეიტრალებს. ასევე საშიშია თოხლო კვერცხი, თვით მწყრისაც კი, და გოგლი-მოგლი. ბავშვს მოხარშული კვერცხი რომ არ მობეზრდეს, შეიძლება, დროდადრო ორთქლზე ომლეტი მოვუმზადოთ.

კომენტარები (1)
cira
ჩემა ექიმმა ხაჭო ხუთი თვიდან აჭამეო
თარიღი : 14-12-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დროა, გავსინჯოთ კვერცხი და ხაჭო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დროა, გავსინჯოთ კვერცხი და ხაჭო

უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახით დავამატოთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტები, მათ შორის - კვერცხი და ხაჭო. გვესაუბრება პედიატრი ლალი მახარაშვილი.

  • როდის და რა სახით გავასინჯოთ პატარას კვერცხი?

- კვერცხის მიცემა უნდა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად უნდა მივცეთ მხოლოდ გული, რადგან ალერგენები სწორედ ცილაშია. კვერცხის გული შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას:

ცხიმს - ადვილად ასათვისებელი სახით, ცილებს - სრულფასოვანი ამინმჟავების სახით, მინერალურ ნივთიერებათა ფართო ასორტიმენტს, მიკროელემენტების სრულ სპექტრს, 12 სახეობის ვიტამინს, მათ შორის - ჩვილის ორგანიზმისთვის ასე საჭირო D ვიტამინსაც.

კვერცხის გულში საკმაო ოდენობითაა A ვიტამინი, თანაც აქტიურ მდგომარეობაში, E ვიტამინი, ცნობილი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, PP და B9 - ფოლიუმის მჟავა.

ქოლინის მარაგით კვერცხის გულს ბადალი არ მოეპოვება. ეს არის ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის, მეხსიერების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ქოლინი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოძევებას.

კვერცხის გულში არის კალციუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, სპილენძი, კობალტი და ბევრი სხვა მიკროელემენტი.

  • თუ კვერცხი ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რატომ არ შეიძლება მისი მიცემა უფრო ადრე, თუნდაც 6 თვიდან?

- სამეცნიერო კვლევებმა და პედიატრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვერცხის გულის რაციონში ნაადრევად შეტანა ალერგიულ რეაქციებს იწვევს. კვერცხში ისედაც უხვადაა ალერგენები. ბოლო ხანს ამას დაემატა მისი ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, რაც იმის ბრალია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და კვერცხის დების გასაზრდელად ქათმის საკვებს მედიკამენტებსა და სხვა ფარმაცევტულ პრეპარატებს ამატებენ. რისკის შესამცირებლად უმჯობესია გამოვიყენოთ მწყრის კვერცხი, რომელიც იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

კვერცხის მაგრად მოხარშვა კი უფრო მეტად ამცირებს ალერგიის განვითარების შესაძლებლობას. ამრიგად, ბავშვს თავდაპირველად ვაძლევთ მაგრად მოხარშული კვერცხის გულს, მცირე ულუფას, კოვზზე გასრესილს დედის რძესთან ერთად. თანდათან ულუფას ვზრდით მეოთხედამდე, რვა-ათი დღის შემდეგ - ნახევრამდე.

წლამდე დღეში ნახევარი კვერცხის გული საკმარისია. ეს რაოდენობა გათვლილია ქათმის კვერცხზე, მწყრისა კი დღეში ერთი ცალია საჭირო. კარგად გასრესილი კვერცხის გული შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნულის პიურესა და სუპს, ბურღულის ფაფაში გარევას კი არ გირჩევთ - ცილოვანი პროდუქტები ბოსტნეულს უკეთესად ეთავსება.

ერთი წლიდან შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი - ცილიან-გულიანად, ოღონდ კარგად მოხარშული.

  • როგორ შევარჩიოთ კვერცხი?

- სოფლის, ახალდადებული კვერცხი, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მაღაზიაში შეძენისას ყურადღებით დააკვირდით ნაჭუჭზე არსებულ მარკირებას. სასურველია, კვერცხი არ იყოს 7 დღეზე მეტის, 25 დღისა კი უკვე საშიშია.

საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი შენახვისას ცხიმები და ცილები ნაწილობრივ იცვლის სტრუქტურას, იშლება ნივთიერებებად, რომლებიც ბავშვის ღვიძლისთვის არცთუ უვნებელია. ბევრისგან გაიგონებთ, რომ ახალდადებული სოფლის კვერცხი უმი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული, ვინაიდან ხარშვისას მასში არსებული ვიტამინები იშლება.

არამც და არამც არ გირჩევთ ბავშვისთვის უმი კვერცხის მიცემას! არა მხოლოდ სალმონელოზისა და სხვა ინფექციების საფრთხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ უმი ცილის გადამუშავება ორგანიზმს უჭირს. გარდა ამისა, უმი ცილა შეიცავს ნივთიერება ავილინს, რომელიც უკავშირდება და ორგანიზმიდან გამოდევნის მნიშვნელოვან ვიტამინებს, მათ შორის - ბიოტინს, რომლის ნაკლებობა მადის დაქვეითებას იწვევს.

საბედნიეროდ, ხანმოკლე თერმული დამუშავებაც კი ავილინის არასასურველ თვისებებს ანეიტრალებს. ასევე საშიშია თოხლო კვერცხი, თვით მწყრისაც კი, და გოგლი-მოგლი. ბავშვს მოხარშული კვერცხი რომ არ მობეზრდეს, შეიძლება, დროდადრო ორთქლზე ომლეტი მოვუმზადოთ.


  • რამდენი წუთი ვხარშოთ კვერცხი?

- თუ კვერცხს წყლის ადუღების შემდეგ კიდევ 2 წუთი დავტოვებთ ცეცხლზე, ვიტამინები და მიკროელემენტები მასში მაქსიმალური რაოდენობით დარჩება. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება დაიშლება, ხოლო 15 წუთში სრულიად დაკარგავს ვიტამინებს.

  • როდის გავასინჯოთ ბავშვს ხაჭო?

- ბავშვის რაციონში ხაჭოს შეტანაც 8 თვიდან შეიძლება, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ოჯახის ექიმმა ან პირადმა პედიატრმა უნდა მიიღოს მშობლებთან ერთად.

ხაჭო მიიღება რძის ცილის თერმული დენატურაციის, შედედების ხარჯზე. ამ დროს პროდუქტის ალერგიულობა მკვეთრად მცირდება, თანაც ამგვარად დამუშავებულ ცილას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს.

ხაჭოს სამკურნალო თვისებები განპირობებულია ამინმჟავების ოპტიმალური შემადგენლობით, მოქმედებს კომპლექსურად და უხდება ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით - ღვიძლის მუშაობასა და ცილოვან ცვლას.

თუმცა შეზღუდვებიც არსებობს. წლამდე ასაკის ბავშვისთვის კვირაში 150-170 გრამზე მეტი არ შეიძლება, მეტადრე - თუ ის ბუნებრივ კვებაზეა ანუ ძუძუს წოვს.

1 წლიდან ნებადართულია კვირაში 230 გრამი.

  • რომელი ხაჭოა უფრო სასარგებლო - მაღალი ცხიმიანობისა თუ დაბალი?

- ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ასაკთან შედარებით ჭარბწონიანი პატარებისთვის დაბალი ცხიმიანობისა ჯობია. არსებობს ასევე ძალიან ნაზი, თითქმის უცხიმო - 0,2-0,4%-იანი ცხიმიანობის სახეობებიც.

სახლის პირობებში ხაჭო შეიძლება მოამზადოთ 1-2,5%-იანი მაწვნისგან, კეფირისგან, რძისგან. თუ პატარას ასაკის შესაბამისად ნორმალური წონა აქვს, შეიძლება მივცეთ 9%-იანი და 11%-იანი ცხიმიანობის ხაჭო, უფრო მეტი ცხიმიანობისა კი საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან ბავშვის მოუმწიფებელ კუჭ-ნაწლავს მისი ათვისება გაუჭირდება. დღე-ღამეში 50 გრამი ხაჭო კალციუმზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილების მხოლოდ 25%-ს აკმაყოფილებს.

თუ პატარა უხალისოდ ჭამს ხაჭოს, მისი თანდასწრებით თავად მიირთვით და გამოხატეთ სიამოვნება. შეგიძლიათ, ხაჭოს შეურიოთ ხილი - ბანანი, ატამი, გარგარი, ათქვიფოთ ბლენდერით და საბავშვო ორცხობილასთან ერთად მისცეთ. თავდაპირველად ბავშვს მტკნარი, არამჟავე ხაჭო უნდა გავასინჯოთ.

აადუღეთ რძე, გადმოდგით ქურიდან და ფრთხილად შეურიეთ მაწონი. ურიეთ განუწყვეტლივ. შეხაჭოებას სწრაფად დაიწყებს. შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში. მიიღებთ მტკნარ ხაჭოს. დარჩენილი შრატი კი კალციუმით მდიდარი სასმელია და ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის წვენი და ისე მიირთვათ.