/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ჰეპატოლოგია

გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭიდა მაინტერესებს რა ცვლილებებია ჩემს სისხლში დღეს გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ლეიკოციტები 5.89.. ჰემოგლობინი 160, ერითროციტები-5.59,ჰემატოკრიტი 44,67, ერითროციტების საშ.მოცულობა 80.00 , ჰემოგლობინის საშ.მოცულობა - 28.6 , ჰემოგლობინის საშ კონცენტრაცია -358 , ერითროციტების განაწილების ფართი - 12.2 , ედს ვესტერ-გრინით - 4. ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები- 1 . სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები -60 . ეიზონოფილები-2, ლიმფოციტები% -28 ,მონოციტების%-9 , და ასეევე რამდენჯერაც სისხლის ანალიზი ავიღე ასეთირამ არ შემხვედრია არასდროს >>>-- ანიციტოზის მაჩვენებლის განსაზღვრა სისხლში << -ამის შედეგი არის 31.00 და ზღვარი 35.0-56.0 და რა არის ეს საერთოდ პირველად შემხვდა ანალიზში მაქვს კუჭში ხშირი გასვლა და ხშირი შარდვა ესენი რაც მოგწერეთ წერია შედეგები მაგრამ ბევრი რამე არ წერია კიდე და გვერდზე პატარა ფურცელია მიკრული ალბად რაც იქ არ წერია ფურცელზე ესენი ცალკე გაკეთებულია . და არის დაბალ მაჩვენებლიანები ასევე მაღალმაჩვენებლიანები - MON% - 9.6% .MCHC - 358 . და RDWs - 31.00 ესენი რებია და რატომმაქვს დაბალ მაღალი რისი მანიშნებელია გთხოვათ მიპასუხოთ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მწყრის კვერცხი და მისი სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწყრის კვერცხი და მისი სასარგებლო თვისებები

ცნობებით მდიდარია ეგვიპტური პაპირუსები და ძველისძველი ჩინური რეცეპტები. მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხზე მოთხოვნილება წინათ რატომღაც უფრო ნაკლები იყო. მრავალ ქვეყანაში ის ეგზოტიკურ პროდუქტად მიიჩნეოდა. დღეს კი მწყრის კვერცხი განსაკუთრებით პოპულარულია და რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების ნებისმიერ სუპერმარკეტში თავისუფლად იყიდება.

ამბობენ, რომ იაპონელთა წყალობით მსოფლიომ ხელახლა შეიტყო მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ. იაპონელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ამ პროდუქტის თვისებები. მწყერი იაპონიაში ჩინეთიდან ჩაიყვანეს - ქვეყნიდან, სადაც სახალხო მკურნალები მის კვერცხებს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. იაპონელთა ყურადღება სწორედ ამან მიიპყრო, მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია.

დღესდღეობით მწყრის კვერცხი იაპონიის ყოველ კუთხე-კუნჭულში იყიდება. მოსწავლეთა რაციონში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მწყრის კვერცხის შემადგენლობა

სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები და მოზარდები არც ისე კარგად იცნობენ ამ პროდუქტს. არც მოზრდილები მიირთმევენ მას რეგულარულად, თუმცა ბევრმა იცის, რომ ეს პატარა დაწინწკლული კვერცხები გემრიელია. მართალია, ქიმიური შედგენილობით ქათმის კვერცხებისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და, რაც მთავარია, სამკურნალოა. 100 გრამი მწყრის კვერცხი დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს. ცხიმი მასში უფრო მეტია, ვიდრე ცილა, ხოლო ამ ცხიმის ნაწილი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა.

ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - ქოლინი, ასევე - რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი.

სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

მწყრის კვერცხი კარგია ძვლების გასამაგრებლად და განსამტკიცებლად, გულის, კუჭის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასისა და პროსტატის ფუნქციათა ნორმალიზებისათვის. პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება - მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება. მთავარია, პროდუქტი ახალი იყოს. კარგი იქნება, თუ უმ კვერცხს ერთ ჭიქა წყალს დააყოლებთ.

უმ მწყრის კვერცხს ხშირად ამატებენ კარტოფილის პიურეს, წვნიანს ან ფაფას, ოღონდ უკვე მომზადებულს, უშუალოდ ჭამის წინ, რადგან თერმული დამუშავებისას კვერცხში შემავალ სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი იშლება.

იაპონელთა გამოცდილება რადიაქტიური დასხივების შედეგებთან ბრძოლაში რუსმა მედიკოსებმაც წარმატებით გამოიყენეს - ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაქტიური ზონიდან გამოყვანილ ბავშვებს ისინი რეგულარულად კვებავდნენ მწყრის კვერცხით. შედეგად ბავშვები გამოკეთდნენ, გაუქრათ თავბრუხვევა, ცხვირიდან სისხლდენა და დაქანცულობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუძლიერდათ მადა. კვერცხის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბავშვებს არ გამოვლენიათ, იმათაც კი, ვისაც ალერგიული დაავადება ჰქონდა.

სამკურნალოდ მწყრის კვერცხი სხვადასხვა ოდენობით არის რეკომენდებული:

  • ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - დღეში 1-2 ცალი,
  • სამიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 3 ცალი,
  • 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის - 4 ცალი,
  • 18-დან 50 წლამდე ასაკის მოზრდილთათვის - 5-6 ცალი;
  • 50 წლიდან - 4-5 ცალი.

უკეთესობას ორ კვირაში იგრძნობთ. ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, ძლიერდება იმუნიტეტი და სქესობრივი პოტენცია.

მწყრის კვერცხის რეგულარული მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის: ამცირებს სახსრების ტკივილს, აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას. საუკეთესოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვისაც - ამცირებს ტოქსიკოზს, აბორტის ალბათობას, ხელს უწყობს ძალთა მოზღვავებას.

ხალხური რეცეპტები

ბრონქული ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხითა და თაფლით: კვერცხები უნდა ჩავტეხოთ ჭიქაში, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მივირთვათ ჭამამდე 3 საათით ადრე. დილით, საუზმემდე - ერთი კვერცხი, საღამოს, ვახშმამდე - ორი. ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

გაციების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ არაყი, 5 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს, ძილის წინ, მიირთვით. დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.