/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

სასარგებლოა თუ არა მარმელადი

სასარგებლოა თუ არა მარმელადი
მაღაზიის თაროებზე მრავლად არის წითელ-ყვითელი, ხილის ფორმისა თუ რულეტივით დახვეული, შაქარში ამოვლებული თუ შოკოლადით მოჭიქული მარმელადი.

ეს ტკბილეული უმალვე იტაცებს თვალს და დაგემოვნების სურვილს გვიჩენს. მაგრამ სასარგებლოა თუ არა იგი ბავშვის ორგანიზმისთვის? ამ კითხვით პედიატრ მანანა ანდღულაძეს მივმართეთ.

- მარმელადი - ეს ტკბილეული დიდი ხანია ცნობილია. კვების მრეწველობის განვითარებამ, ახალი გემოვნებისა და არომატული ნივთიერებების შექმნამ მისი რეცეპტის ცვლილებაც განაპირობა. დანამატები აძლიერებს პროდუქტის გემოს, არომატს, მატებს მას ახალ-ახალ შეფერილობას, დაბოლოს, ზრდის მისი შენახვისა და გამოყენების ვადას.

  • უვნებელია ასეთი დანამატები?

- ამ დანამატებს ბევრი ძნელად იტანს, განსაკუთრებით - ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვები. შესაძლოა, განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, რომლებიც მხოლოდ გამონაყარით არ შემოიფარგლება.

  • რისგან მზადდება მარმელადი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- მარმელადი, ფაქტობრივად, შესქელებული და არომატიზებული სიროფია. შემასქელებლად, უწინარეს ყოვლისა, იყენებენ მცენარეულ ჟელატინს - პექტინს. ეს არის ხსნადი უჯრედისი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ხილი და კენკრა. განსაკუთრებით ბევრია იგი ვაშლში, ალუბალში.

პექტინი აგებულებით კოლოიდია, შესწევს უნარი, შეიკავშიროს წყალი და გაჯირჯვდეს, ამიტომ მარმელადი თითქოს შედედებულ-შესქელებულია მყარ ჟელესავით და შესაძლებელია მისი დაჭრა დანით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

შემდეგი ჟელესებური ნივთიერებებია აგარი და ალგინი (ალგინის მჟავა ან ნატრიუმის ალგინატი), რომელიც მიიღება ზღვის წყალმცენარეებისგან. აგარი ფიზიკური თვისებებით ცხოველური ჟელატინის მსგავსია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების დროსაც კი მყარი, მაგარი რჩება. აგარს იყენებენ რბილი კანფეტებისა და მურაბების, ასევე ხორცისა და თევზის ჟელირებული კონსერვების დამზადებისას.

ალგინატებს აქვს არაჩვეულებრივი მწებავი თვისებები. მათ ამატებენ საკვებს, ასევე მათგან ამზადებენ ქირურგიულ, ადვილად ხსნად ძაფებს.

  • გამოდის, რომ მარმელადი ჟელესებრი დანამატებით სასარგებლოა...

- სასარგებლოა, მაგრამ არა ყველასათვის. უწინარესად, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. 1 კგ მარმელადში დაახლოებით 60 გრამი შაქარია, ამიტომ ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის იგი არ შეიძლება, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია შეზღუდული ოდენობით. ეკრძალებათ იგი სიმსუქნისადმი მიდრეკილ ბავშვებსაც. და ეს ყველაფერი არ არის.

ალგინი ნამდვილად უსაფრთხოა, მაგრამ არა მომავალი და მეძუძური დედებისთვის. მედიცინის განვითარების შედეგად გაირკვა, რომ წყალმცენარეების დანამატებმა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მანკები, ასევე - რეპროდუქციული ორგანოების (მაგალითად, საკვერცხეების) მუშაობის გაუარესება.

თუ ქალს აქვს თუნდაც მინიმალური რისკი, ეს ნივთიერება უნდა გამოირიცხოს რაციონიდან. ამრიგად, გირჩევთ: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, თავი არიდეთ ალგინატების შემცველ პროდუქტებს. საკვების ეტიკეტზე ეს დანამატები აღნიშნულია E ინდექსით - E400-დან E405-ის ჩათვლით.

სურსათის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, ხოლო თუ პროდუქტს ეტიკეტი არ აქვს ან მასზე ნომრები ვერ ამოკითხეთ, საერთოდ ნუ შეიძენთ მას.

  • შეიძლება თუ არა შინ მოვუმზადოთ ეს ტკბილეული ოჯახის წევრებს?

- თუ გსურთ, სადღესასწაულო სუფრა განსხვავებული დესერტით გაალამაზოთ, შეგიძლიათ შინაც მოამზადოთ იგი, ყოველგვარი დანამატის გარეშე, გემრიელი და ძალიან სასარგებლო. მერწმუნეთ, ნაყიდი მარმელადი მას ნამდვილად ვერ შეედრება. ბავშვებისთვის ძალზე სასარგებლოა შინ მომზადებული მარმელადი. იგი დიეტური დესერტია - შედარებით დაბალკალორიულია და არ შეიცავს ცხიმს. მასში ბევრია ნატურალური პექტინი, რომელიც წიდისგან, ტოქსინებისა და რადიონუკლიდებისგან ორგანიზმის გამწმენდ ბუნებრივ საშუალებად მიიჩნევა.

შინ მომზადებული მარმელადი შეიცავს ბევრ საჭირო მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს, დადებით გავლენას ახდენს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე, ითვლება არაჩვეულებრივ ანტიდეპრესიულ საშუალებად, შეუძლია მოგიხსნათ სტრესი.

გთავაზობთ ვაშლის მარმელადის რეცეპტს.

  • საჭიროა 500გ ვაშლი, უმჯობესია ანტონოვკა. გარეცხეთ ვაშლი ცივ, გამდინარე წყალში, გაჭერით შუაზე და ამოჭერით გული (კურკები), შეაწყვეთ ღუმელში 7-10 წუთით. გაგრილებული, გახეხეთ სახეხზე, მიღებულ ფაფას დაამატეთ შაქარი, კარგად ამოურიეთ ხის კოვზით და კვლავ გახეხეთ. შემდეგ შედგით დაბალ ცეცხლზე და სანამ შესქელდება, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. ცხელ-ცხელი ჩაასხით წინასწარ მომზადებულ გასტერილებულ, ცხელ ქილებში.

შინ მომზადებული მარმელადი შეიძლება მივცეთ პატარებს 8-9 თვიდან ფაფასთან, ხაჭოსთან, პუდინგსა და სხვა კერძებთან ერთად. ვაშლის მარმელადი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პატარებისთვის. მისი გამოყენების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პედიატრთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასარგებლოა თუ არა მარმელადი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები