ბევრი ტკბილეულის მიღება ბავშვის ორგანიზმისათვის ერთგვარი გამოცდაა - რა უნდა იცოდნენ დედიკოებმა? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ბევრი ტკბილეულის მიღება ბავშვის ორგანიზმისათვის ერთგვარი გამოცდაა - რა უნდა იცოდნენ დედიკოებმა?

ბევრი ტკბილეულის მიღება ბავშვის ორგანიზმისათვის ერთგვარი გამოცდაა - რა უნდა იცოდნენ დედიკოებმა?
საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებულად ბავშვებს ახარებთ, რადგან ამ დღეებში ისინი, თამამად შეიძლება ითქვას, ტკბილეულის მორევში იძირებიან. უამრავი ნუგბარი, კანფეტები, ტკბილით აღსავსე საჩუქრები ყველა მხრიდან ცვივა და აბედნიერებს პატარებს.
თუმცა, ეს ხშირად ცუდად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე, ჭარბი ტკბილეული ერთგვარი გამოცდაა ხოლმე მათი ორგანიზმისათვის, როგორც კარიესის განვითარების კუთხით, ასევე ღვიძლსა და ნაწლავებზე სერიოზული დარტყმის საფრთხის გამო.

ამიტომაც პედიატრები გვირჩევენ, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულად გავუკონტროლოთ ბავშვებს ტკბილეულის მიღება.
სწრაფი ნახშირწყლები (ანუ კანფეტები, შოკოლადი, ვაფლი, სხვადასხვა ნამცხვარი) ძალზე სწრაფად და მარტივად აწვდის ქსოვილებს გლუკოზას. ზომიერების ფარგლებში
ისინი აუცილებელია ორგანიზმისათვის, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით იწვევს ალერგიას, ნერვულ აგზნებას, შაქრიან დიაბეტს, კარიესს, აქვეითებს იმუნიტეტს და სხვა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ სამ წლამდე ბავშვებისათვის საერთოდ არ არის რეკომენდებული ტკბილეულის მიღება ნებისმიერი ფორმით, რადგან ისინი საკმარის გლუკოზას იღებენ ფაფებით, მაკარონის ნაწარმითა და ხილით!

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსპერტები ამ თვალსაზრისით ყველაზე მავნედ მიიჩნევენ ე.წ. დასავლეთის დიეტას.
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ამიტომაც ექსპერტები რაციონის გადახედვას გვირჩევენ.
ანტიოქსიდანტების თემა სადღეისოდ ძალზედ პოპულარულია. ყველამ იცის, რომ ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უჯრედთა დაზიანებისაგან
ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინებისა და A ვიტამინის მიღება.
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად