/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

მიოკარდიტი - რა იწვევს მას

მიოკარდიტი - რა იწვევს მას
ვირუსების ყველაზე საშიში თვისება ქსოვილების დაზიანება და იმუნური სისტემის დასუსტებაა,

რასაც შედეგად ინფექციური პროცესის გართულება მოჰყვება.

ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი გართულებაა მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება.

მიოკარდიტი მიოკარდიუმის (მიოკარდიუმი, გულის კუნთოვანი, ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანი შრეა და პასუხისმგებელია ამ ორგანოს შეკუმშვა-მოდუნებაზე, რაც გულში და მასთან ერთად მთელ სხეულში სისხლის ცირკულაციას უზრუნველყოფს) ანთებაა. ამ დროს ანთება ორგანიზმის პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ანთებითი ცვლილებები კი გულის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს: დიდდება და სუსტდება გულის კუნთი, წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რაც შეკუმშვის უნარს ამცირებს და გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება სხეულში სისხლის ნორმალურად გადასროლისთვის.

მიოკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. ორგანიზმში პათოგენური აგენტის მოხვედრისას იმუნური სისტემა აქტიურდება და მის უვნებელსაყოფად წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გულის კუნთში ანთებით პროცესს იწვევს.

დაავადების გამომწვევი ვირუსებია:

  • ციტომეგალოვირუსი;
  • ენტეროვირუსი;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს);
  • ჰერპესვირუსი;
  • C ჰეპატიტის ვირუსი;
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
  • ექოვირუსები (იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციებს);
  • წითურას ვირუსი
შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

ვირუსული მიოკარდიტის სიმძიმე დამოკიდებულია ვირუსის სახეობაზე, მის ვირულენტობასა და ტროპიზმზე.

ვირუსების გარდა მიოკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმაც.

დაავადების გამომწვევი ბაქტერიებია:

  • სტრეპტოკოკები;
  • სტაფილოკოკი;
  • ბორელია (ლაიმის დაავადება);
  • მიკოპლაზმა (ფილტვის ინფექციები)

გულის კუნთის დაზიანება შეიძლია სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებსაც უკავშირდებოდეს, მათ შორის – ასპერგილოზს, კანდიდოზს, ჰისტოპლაზმოზს.

დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან სპეციფიკური სიმპტომატიკა არ გააჩნია, ზოგჯერ კი, შესაძლოა სულაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ხშირად მჟღავნდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით:

  • ქოშინით, თავდაპირველად – ფიზიკური დატვირთვისას, შემდეგ – მოსვენების დროსაც;
  • სწრაფად დაღლით;
  • ცხელებით;
  • სახსრების ტკივილით;
  • ქვედა კიდურების შეშუპებით;
  • გულმკერდის არეში მკვეთრი ტკივილით, რომელიც მხარში ან კისერში გადაეცემა;
  • კუნთების ტკივილით;
  • ყელის ტკივილით;
  • თავის ტკივილით;
  • დიარეით;
  • შარდის რაოდენობის შემცირებით

გულისმხრივი სიმპტომები ვირუსული ინფექციიდან 1-2 კვირის შემდეგ იჩენს თავს.

შესაძლოა დაირღვეს გულის რიტმი, იშვიათ შემთხვევაში მოსალოდნელია გონების დაკარგვა.

ზოგჯერ დაავადება თავისთავად უკუგანვითარდება, ზოგჯერ კი დიდხანს და შეუმჩნევლად გრძელდება, თუმცა გულის კუნთი ამ შემთხვევაშიც ზიანდება და მაინც იჩენს თავს გულის უკმარისობის სიმპტომები: სისუსტე, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ქვედა კიდურების შეშუპება, გულისცემის აჩქარება.

თუ ტკივილს გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას, მით უმეტეს – თუ მცირე ხნით ადრე ვირუსული ინფექცია გადაიტანეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტიკა მძიმე გართულებებისა და გულის კუნთის მძიმე დაზიანების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ანტირეფლუქს (AR) ნარევი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტირეფლუქს (AR) ნარევი

ახლა უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა პერიოდულად ისევ აღებინებს. რამდენი ხანი შეიძლება მივცეთ ეს ნარევი?

ჩვილ ბავშვებში სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები მაღალი ტემპერატურითა და პირღებინებით მიმდინარეობს. პირღებინება ხშირად ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგაც გრძელდება და ამის მიზეზი მხოლოდ კუჭში ლორწოს დაგროვება როდია. ასეთ დროს მდგომარეობის გამოსწორებამდე ინიშნება ანტირეფლუქსური ნარევი - AR.

AR ნარევი ინიშნება გასტროეზოფაგური რეფლექსის დროს ანუ მაშინ, როდესაც კუჭში მოხვედრილი საკვები ამა თუ იმ მიზეზით უკან, საყლაპავში ბრუნდება და პირღებინებას იწვევს.

გასტროეზოგაფური რეფლუქსი, რასაც უბრალო ენით წამოქაფებას ვუწოდებთ, ახალშობილებისა და პირველი თვეების ჩვილებისთვის არის დამახასიათებელი. ეს მოვლენა კუჭისა და ნერვ-კუნთოვანი აპარატის ასაკობრივი უმწიფრობით აიხსნება. წამოქაფების დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა შეუხაჭოებელი რძეა.

ბუნებრივი კვების დროს წამოქაფება შესაძლოა გამოიწვიოს კუთვნილზე მეტი საკვების მიღებამ, ასევე - საკვებთან ერთად ჰაერის ჩაყლაპვამ. ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში წამოქაფება ან თვით კვების დროს, ან მისი დასრულებისთანავე ხდება. ჰაერის ყლაპვა, აეროფაგია, ჩვილ ასაკში ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება პატარების 67%-ს აღენიშნება, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, ხოლო შვიდიდან ერთ წლამდე - 5%-ს.

თუ ბავშვს დღეში 2-3-ჯერ წამოაქაფებს და ამოღებული მასა უმნიშვნელო ოდენობისაა, საშიში არაფერია, თუმცა კვების კორექცია საჭიროა. ამაში თქვენი პედიატრი დაგეხმარებათ. როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის, ეს უკვე პათოლოგიური მდგომარეობაა. პატარა უკან აბრუნებს მიღებული ულუფის ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ შემთხვევაში საჭიროა მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა.

პათოლოგიური წამოქაფება

პათოლოგიური წამოქაფების დროს პატარა წონას იკლებს, ჭირვეულობს, აწუხებს უძილობა. პათოლოგიური წამოქაფების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • პილოროსტენოზი - კუჭის შესასვლელის შევიწროება. ეს პათოლოგია ვლინდება დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ჩვილს აქვს შეუპოვარი წამოქაფება. იკლებს წონას. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ბავშვთა ქირურგს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი ანომალია, რომლისთვისაც შეუპოვარ წამოქაფებასა და წონის კლებასთან ერთად დამახასიათებელია დამოუკიდებელი დეფეკაციის უქონლობა. უნდა მიმართოთ ბავშვთა ქირურგს.
  • მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციური დაავადება, ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება. ამ დროს ყურადღებას იპყრობს ხშირი წამოქაფება, მოდუნება, მონოტონური ხმით ტირილი, კანის მოყვითალო შეფერილობა, გამონაყარი. საჭიროა ბავშვთა ინფექციონისტის დახმარება.
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამ დროს წამოქაფება ხშირი და უხვია. თუ დედას ჰქონდა მძიმე ორსულობა, პათოლოგიური მშობიარობა, ხოლო ახალშობილს უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა სამშობიარო სახლში, საჭიროა მკურნალობის პროცესში ბავშვთა ნევროპათოლოგის ჩართვა.

თუ პათოლოგიური წამოქაფება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს აღენიშნება, ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად უნდა დაინიშნოს სამკურნალო რძე - ანტირეფლუქსი AR. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, ექიმი შეაფასებს მის მდგომარეობას და დედის რძესთან ერთად დაუნიშნავს AR-ს. გამოიყენება სხვა სპეციალური ნარევებიც, რომლებსაც დამატებული აქვს შემასქელებელი კომპონენტი, მაგალითად, ბრინჯის სახამებელი. ნარევის შესქელების ხარჯზე კუჭში მოხვედრილი საკვების ულუფა ორ ფრაქციად - სითხედ და სისქედ იყოფა. კუჭში წარმოიქმნება საკვების რბილი, ერთგვაროვანი, სქელი მასა, რომელიც მექანიკურად უშლის ხელს წამოქაფებას. ასეთი ნარევი პატარას შეიძლება ჩვეულებრივთან ერთად მივცეთ. პროპორციასა და ულუფას პედიატრი შეგირჩევთ.

რაციონში დამატებითი საკვების შეტანასთან ერთად წამოქაფება იშვიათდება. ამ შემთხვევაში პირველი დამატებითი საკვები უნდა იყოს არა ბოსტნეულის პიურე, არამედ ფაფა, თანაც რაც შეიძლება სქელი და კოვზით ადვილად მისაცემი; შემასქელებელი ნარევის მიცემა აღარ დაგჭირდებათ. ვირუსული ინფექციის დროს თუ მის შემდგომ წამოქაფება ერთხანს რჩება, ამიტომ თუ პატარა იმ ასაკისაა, რომ უკვე შეიძლება მენიუში ფაფის დამატებით შეტანა, გირჩევთ, ეს დროულად გააკეთოთ. გარდა ამისა:

  • ბავშვს საწოლი ისე მოუწყვეთ, რომ თავი ტანთან შედარებით მაღლა ედოს.
  • კვების შემდეგ ჩვილი ვერტიკალურად დაიჭირეთ, პირით თქვენკენ, ვიდრე კუჭიდან ჰაერს არ ამოუშვებს. ამასთანავე, ტანზე მეტისმეტად მჭიროდ ნუ მიიკრავთ, რათა საკვებით სავსე კუჭმა ჭარბი ზეწოლა არ განიცადოს.
  • ძილის დროს ბავშვი ხშირად დააწვინეთ გვერდზე.
  • ყოველი ჭამის წინ 1-2 წუთით პირქვე დაიწვინეთ მუხლებზე. შემდეგ გადმოაბრუნეთ და ჭიპის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით ხელისგულით გაუკეთეთ წრიული მასაჟი.

თუ ვირუსული ინფექციის შემდეგ პირღებინება ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ პედიატრს კუჭ-ნაწლავის დეტალური გამოკვლევისთვის (მუცლის ღრუს ექოსკოპია, გასტროდუოდენოთერაპია და სხვა).