პატარა მაუგლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა მაუგლი

ის მათაც უწილადოთ, ვისაც აკლია. არც ისე მნიშვნელოვანია, გყავთ თუ არა საკუთარი შვილი - ბავშვის აღზრდის გამოცდილება ამ საქმეში არაფერს ნიშნავს.

აი, მიხვედით ბავშვთა სახლში. პატარები თქვენკენ იწევენ და თვალებით გთხოვენ: "წამიყვანე!" ამის გამო მათ ვერავინ გაკიცხავს - მათ ხომ ოჯახური სითბო აკლიათ...

აი, დამთავრდა საბუთებით ხელში სირბილი, ყველა ფორმალობა მოგვარდა და გგონიათ, რომ ყველა სირთულე უკან დარჩა, მაგრამ მთავარი თურმე ჯერ კიდევ წინაა...

პატარა, რომელიც აქამდე თქვენი ყოველი გამოხედვისა თუ ჟესტის დაჭერას ცდილობდა, ნამდვილ გამოცდას უწყობს თქვენს ნერვებს. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ის განგებ ჭირვეულობს - გამოწმებთ, გიყვართ თუ არა ისე, როგორც ნამდვილ დედას ეყვარებოდა ანუ უპირობოდ. მან არ იცის, რომ თქვენც გაქვთ გრძნობები, თქვენც გჭირდებათ ალერსი, მადლიერება, ყურადღება... მაგრამ ამას ზოგჯერ ღვიძლი შვილიც კი ვერ ხვდება; რაღა ვთქვათ უცხო ბავშვზე, რომლის სულიც შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი საიდუმლოა?..

  • ბავშვური მეხსიერება

ბავშვის შვილად აყვანამდე, კარგი იქნება, შევიტყოთ მისი ისტორია: სად დაიბადა, ვინ ზრუნავდა მასზე სიცოცხლის პირველ თვეებში, ახსოვს თუ არა დედის ხელების სითბო, განცდა, რომ ის ვიღაცას სჭირდება, რომ მას გამოკვებავენ, არ დასჯიან, ყურს არ აუწევენ, უხეშად არ მოექცევიან - დიახ, ბავშვის მეხსიერება ასეთ გამოცდილებასაც შეიძლება ინახავდეს. სწორედ ეს უშლის ხელს, მაშინვე სძლიოს შიშს და მიენდოს ახალ მშობლებს. ბავშვის ნდობის მოპოვება არც ისე ადვილია. ბავშვთა სახლში ორიოდე პაემნის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია მიხვდე, გახდება თუ არა ეს პატარა "შენი", დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს თქვენი ტემპერამენტი, ჰგავს თუ არა თქვენი სახე, სუნი, სიარულისა და საუბრის მანერა იმას, რაც ღრმად აღბეჭდილა მის ბავშვურ მეხსიერებაში. ყველაფერ ამას კი ბავშვისა და მისი შეძენილი მშობლების მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია, ბავშვსა და მისი შვილად აყვანის მსურველს ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ. თუ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დაინახავთ, რომ ბავშვი ეძებს თქვენს თვალებს, რომ სახე თქვენი დანახვისას სიხარულით უბრწყინავს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მართლაც "თქვენია".

პირველ პერიოდს, რომელიც უნდა გაიაროს ნაშვილებმა ბავშვმა ახალ ოჯახში, თაფლობის თვეს უწოდებენ. ამის შემდეგ კი დგება მეორე - ახალი მშობლების შემოწმების ეტაპი, როცა უნდა გაირკვეს, რამდენად მტკიცეა მათი არჩევანი და რამდენად მზად არიან ისინი ასეთი სერიოზული გამოცდისათვის.

  • ზღაპრები დაგეხმარებათ

მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ პირველ ხანებში ბავშვი ერთგვარ მაშველ რგოლად აღგიქვამთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაიკავებთ თუ არა შვილის ცხოვრებაში უფრო დიდ, უფრო მნიშვნელოვან ადგილს. ამისთვის რამდენიმე წესის დამახსოვრება მოგიწევთ:

  1. არ მისცეთ თავს გაბრაზების უფლება.
  2. იყავით მომთმენი და გახსნილი. უკითხეთ ბავშვს კეთილი ზღაპრები, ნაზად ასწავლეთ კბილების გახეხვა და თეფშის გარეცხვა ჭამის შემდეგ.
  3. არ მისცეთ უფლება, თავისი წესებით თამაში გაიძულოთ, მაგრამ არც დასაჯოთ და არც დააშინოთ.
  4. თანდათანობით შეაჩვიეთ ახალ რეალობას. მასთან ერთად უყურეთ მულტფილმებს, საბავშვო ფილმებს, იმსჯელეთ ნანახზე. ეს საშუალებას მოგცემთ, გაამდიდროთ ბავშვის შინასამყარო იმ სახეებითა და ცნებებით, რომლებიც პატარა მაუგლის ადამიანად აქცევს.