როგორ გადავურჩეთ ისტერიკას ბაღში წასვლისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ გადავურჩეთ ისტერიკას ბაღში წასვლისას

როგორ გადავურჩეთ ისტერიკას ბაღში წასვლისას
ბაღში წასვლა პატარას სტრესის მიზეზად რომ არ ექცეს, ამისთვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის საბავშვო ბაღში პირველი დღე. თუნდაც მშობლებმა ყველაფერი სწორად გააკეთონ, არ არსებობს გარანტია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, ხელები გულზე დავიკრიფოთ და არაფერი ვიღონოთ. თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, შესაძლოა, სპეციალისტის დახმარებაც დაგვჭირდეს.


დავუბრუნდეთ პირველ დღეს. პატარა ჭირვეულობის გარეშე მოგყვებათ ბაღში? შესანიშნავია, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა, წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია - ახალ გარემოში სოციალური ადაპტაცია. უპირველეს ყოვლისა, მოდი,
პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის საბავშვო ბაღში სოციალური ადაპტაცია. ეს არის ბავშვის უნარი, შეეთვისოს თანატოლების ჯგუფს და ადგილი დაიმკვიდროს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც ამაში დაგეხმ
არებათ.


1. ისწავლეთ ბავშვში პიროვნების დანახვა. გააცნობიერეთ, რომ ბავშვი მშობლების ნაწილი კი არ არის, არამედ სულ სხვა პიროვნება, რომელიც შეიძლება სულაც არ გგავდეთ.
2. ასწავლეთ პატარას დამოუკიდებლობა, წაახალისეთ მისი ინიციატივა. ბუნებრივია, მაშინ, როცა ამას სახიფათო შედეგი არ მოჰყვება.
3. აუხსენით ბავშვს, როგორ მოიქცეს კონფლიქტურ ვითარებაში. ბავშვების ჯგუფში კამათი და კინკლაობა გარდაუვალია და პატარა ამისთვის მზად უნდა იყოს. ესმოდეს, რომ ირგვლივ მყოფებს მისი ქმედება ყოველთვის არ მოეწონებათ და არ არის გამორიცხული, წინააღმდეგობა გაუწიონ. სწორედ ამ დროს უნდა შეეძლოს ბავშვს თავისი პოზიციისა და ინტერესების დაცვა.
4. ეცადეთ, ბევრი რამ აკეთოთ ერთად - ისეირნოთ, ითამაშოთ, სახლი დაალაგოთ... ეს საგრძნობლად დააჩქარებს ბავშვის სოციალურ ადაპტაციას საბავშვო ბაღში, რადგან ის იქ გუნდური მუშაობის ჩვევებით მივა.
5. არ შეაშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით. პირიქით, ეცადეთ, მასზე ყოველთვის დადებითად ილაპარაკოთ, მით უფრო, რომ საბავშვო ბაღს მართლად დიდი სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით - სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით.


დაბოლოს, თავადაც უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი პატარა საბავშვო ბაღში ავადაც გახდება, განსაკუთრებით - პირველ წელს. მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღს დიდი როლი აკისრია ბავშვის ცხოვრებაში. ის პატარას აძლევს უნიკალურ საშუალებას, იპოვოს სოციუმში თავისი ადგილი და დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი,
ამერიკის პედიატრიის აკადემია ოფიციალურად აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ბავშვების
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად