/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

ეჭვიანობა სხვადასხვა ასაკში

ეჭვიანობა სხვადასხვა ასაკში
ფსიქოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, რაც უფრო ნაკლებია ასაკობრივი განსხვავება და-ძმებს შორის, მით უფრო ხშირად და ძლიერად ვლინდება ეჭვიანობა.

სამ წლამდე ასაკის ბავშვები აშკარად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინი ცდილობენ, გააბრაზონ პატარა, არ აძლევენ დაძინების საშუალებას, ხმაურობენ, როცა ჩვილი ჭამს... ზოგჯერ რეგრესიის ნიშნებსაც ამჟღავნებენ, თითქოს დაუბრუნდნენ ცხოვრების ადრეულ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ არ შეეძლოთ საკუთარი თავის მომსახურება, ჩვილებივით იქცევიან, ითხოვენ საწოვარას, წყლის ბოთლიდან სმას, ცდილობენ, მოირგონ პამპერსი, შესაძლოა, განზრახ ჩაისვარონ კიდეც ან შუა ოთახში მოშარდონ...

ზოგჯერ პატარას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილიც უჩნდებათ. ამისთვის მშობლები მათ მკაცრად სჯიან, მაგრამ სასჯელი სულაც არ ამცირებს, პირიქით, აძლიერებს კიდეც ეჭვიანობას და მასთან დაკავშირებულ ახირებებს.

ამ უცნაურობას მარტივი და გასაგები მიზეზი აქვს - ბავშვი ცდილობს, კვლავ მოექცეს მშობლების და, საზოგადოდ, ოჯახის წევრების ყურადღებისა და მზრუნველობის ცენტრში.

თავის მხრივ, მშობლებსაც მიუძღვით ბრალი. ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვს “დიდად”. ახალშობილთან შედარებით ის მართლაც დიდია, მაგრამ რეალურად - ძალიან პატარა.

მშობლები უფროსი შვილისგან მოითხოვენ უფრო მეტ გაგებასა და თანადგომას, ვიდრე პატარას შეუძლია. ხშირად გაიგონებთ ჩივილს, რომ უფროსი შვილი “უკვე დიდია”, მაგრამ დედისა არ ესმის, არ ეხმარება მას. ბავშვი კი ვერ ხვდება, რატომ აღარ უთმობენ სათანადო ყურადღებას.

მას ძალიან უნდა, იმედი არ გაუცრუოს უფროსებს, მაგრამ ეს არ გამოსდის და ისიც იოლ გზას პოულობს - ცდილობს, ისევ პატარა და უმწეო გახდეს. ეს ერთადერთი გზაა მშობლების ყურადღების დასაბრუნებლად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყურადღება პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური - მთავარია, უფროსის მზერა მისკენ იყოს მიმართული და დაე, იყოს ის მკაცრიც, გაბრაზებულიც.

მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე. ის კი არ “გაფუჭდა”, არამედ ჯერ ვერ შეეგუა ცხოვრების ახალ წესს, ვერ იგრძნო დაძმური სიყვარული.

  • როცა ბავშვი რეგრესიის სიმპტომებს ამჟღავნებს, ნუ უსაყვედურებთ და ნუ დასცინებთ. აუხსენით, რომ ახალშობილს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ამიტომ დედის მეტი ყურადღება სჭირდება.
  • ხაზი გაუსვით, რომ ის უკვე დიდია, ბევრი რამ იცის, ბევრ რამეს აკეთებს თავისი ხელით, მაგრამ თუ პატარობანას თამაში უნდა, დედა მზადაა ეთამაშოს.
  • ნუ გაბრაზდებით; ჯობია, სერიოზული სახით ჩააცვათ პამპერსი თუნდაც 4 წლის ბავშვს, გაახვიოთ საფენებში, მისცეთ საწოვარიანი ბოთლი. ბავშვს ეს ყველაფერი მალე მობეზრდება.

მაშინაც კი, როცა უფროსი ბავშვი სისტემატურად უშლის ხელს ახალშობილს, ხმაურობს, აღვიძებს პატარას, მას სულაც არ ამოძრავებს ბოროტი განზრახვა - შესაძლოა, მას მიაჩნდეს, რომ ეს არის მშობლების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ხერხი. ბავშვი ვერ ხვდება, რომ ასე დედას უფრო მეტ დროს ართმევს და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც აკლებს მშობლის ყურადღებას. ასეთ დროს დედამ პატარას უნდა აუხსნას, რომ როცა ჩვილი დაიძინებს, ერთად ითამაშებენ ან წიგნს წაიკითხავენ, ოღონდ დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შვილის ნდობას დაკარგავს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ეჭვიანობა სხვადასხვა ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები