/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება
როგორც ნებისმიერ მშობელს, მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე შვილის შესახებ

- რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს, რისი ეშინია, როგორ აფასებს საკუთარ თავს, დედას, მამას, ადვილად აგებს თუ არა ურთიერთობას თანატოლებთან... იქნებ არსებობს საბავშვო ტესტები, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხს გამცემს? ბევრი მშობელი ბავშვის ტესტირებას ისე უყურებს, როგორც გასართობს, თამაშს. დავუშვათ, ბავშვმა დახატა სახლი ან ხე - განა შეიძლება, ამის მიხედვით მის ხასიათზე ვიმსჯელოთ? - ეჭვით კითხულობენ ისინი.

სინამდვილეში კი ამ ნახატიდან მართლაც ბევრი რამის გაგება შეიძლება, არა მხოლოდ იმაზე, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი, არამედ იმაზეც, საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა მას მშობლები. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნახატი ყოველთვის გამოხატავს ბავშვის სათქმელს, რომელიც გარკვეულ ხატებად არის დაშიფრული. ამ შეტყობინებათა გაშიფვრა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილი ფსიქოლოგის დახმარებით უნდა მოხდეს, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ბავშვის ტესტირება თავადაც სცადოთ.

ნათესაური კავშირები

ამ ტესტის შესასრულებლად პატარას დასჭირდება თეთრი ფურცელი და ფერადი ფანქრები. უმჯობესია, თუ ბავშვს დავალებას მისცემს სხვა - თქვენი მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი. თქვენმა არჩეულმა ადამიანმა უნდა სთხოვოს ბავშვს, დახატოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა ისე, რომ უფროსები რამეს აკეთებდნენ. ტესტი აჩვენებს, როგორ წარმოუდგენია ბავშვს საკუთარი თავი ოჯახის შიდა ურთიერთობებში. გაშიფვრა: სანამ ბავშვი ხატავს, მიაქციეთ ყურადღება მოქმედებათა თანამიმდევრობას. ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას ბავშვი პირველად დახატავს. ხდება ხოლმე, რომ ბავშვები პირველად საკუთარ თავს ხატავენ.

ეს ნორმალურია. დააკვირდით, ვის დახატავს ამის შემდეგ. თუ ბავშვმა მთელი ოჯახი დახატა, ესე იგი ოჯახში ყველაფერი რიგზეა. თუ ოჯახის ყველა წევრი ხელიხელჩაკიდებული დგას, ეს ორმაგად სასიხარულოა - ეს ნიშნავს, რომ ოჯახი მტკიცეა და იქ სრული ურთიერთგაგება სუფევს. თუ ადამიანები ერთმანეთისგან შორიშორს არიან დახატულნი, იქვე გამოსახულია გაზეთი, გაზქურა, საუთოო მაგიდა, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ოჯახში საკმარისი ურთიერთგაგება არ არის. სინამდვილეში შესაძლოა ასე არც იყოს, მაგრამ ბავშვის წარმოდგენაში ვითარება სწორედ ასეთია.

იმ ადამიანს, ვინც ბავშვის ცხოვრებაში დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ბავშვი, როგორც წესი, დიდხანს და გულმოდგინედ ხატავს, ისეთი დეტალებიც კი არ ავიწყდება, როგორიცაა ღილები ტანსაცმელზე ან თმის სამაგრები. ”მეორეხარისხოვან” პიროვნებებს შეიძლება აკლდეთ ხელი ან ფეხი, ცხვირი, ყურები. ასეთი ფიგურები, ჩვეულებრივ, ზერელედ არის გაფერადებული. ყურადღება მიაქციეთ ”მხატვრის” ფიგურას. ის სხვებზე დიდია თუ სხვებთან თანასწორი?

გამორიცხული არ არის, ბავშვი მშობლების სიყვარულში ეჯიბრებოდეს დას ან ძმას. თუ ის სხვებთან შედარებით პატარაა, შესაძლოა აკლდეს მზრუნველობა ან ყურადღება. თუ ბავშვმა არ დახატა საკუთარი თავი ან მხოლოდ თავისი თავი დახატა, შესაძლოა თავს მარტოსულად გრძნობდეს. იგივე შეიძლება ვიფიქროთ, თუ ბავშვმა საკუთარი თავი სხვებისგან მოშორებით დახატა. ყურადღებით შეისწავლეთ ნახატის სიმბოლოები. თუ ბავშვმა დახატა ტალახი, ეს შინაგანი შფოთვის მანიშნებელია. წყალი, ყინული, წვიმა, ვარსკვლავები დეპრესიულ განწყობილებას გამოხატავს. საწოლი, გალია (ასოცირდება ტყვეობასთან), თოფი, რევოლვერი, ტყვიები, დანა და სხვა სასროლი ან მჭრელი საგნები აგრესიულობისა და სიფიცხის მანიშნებელია.

ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვის განვითარების თავისებურებები ადრეულ სასკოლო ასაკში
"ნუ გეშინია", "არ გეტკინება" - ამ სიტყვებით თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს - ბავშვი სტომატოლოგთან

ვხატავთ ცხოველებს

ეს ტესტი ბავშვის პიროვნული თვისებების ამოცნობაში დაგეხმარებათ. თქვენ თქვენს პირმშოზე ბევრ რამეს გაიგებთ: განვითარებულია თუ არა მასში შემოქმედებითი საწყისი, აქვს თუ არა აგრესიული დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ, ხომ არ აშფოთებს რამე და ა.შ. ტესტი შეიძლება გამოიყენოთ როგორც პატარებთან, ისე მოზარდებთანაც, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავება შედეგების ინტერპრეტაციაში (ეს დამოკიდებულია ტესტირებული ბავშვის ასაკზე). განვიხილოთ თვით ტესტირების პროცესი. დაგჭირდებათ თეთრი ფურცელი, უბრალო და ფერადი ფანქრები.

დავალება ასეთია: ბავშვმა უნდა დახატოს არარსებული ცხოველი და დაარქვას მას სახელი. გააფრთხილეთ, რომ არ შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმების ან ზღაპრული გმირების დახატვა - ისინი ხომ უკვე სხვის მიერ არიან მოგონილნი. გაშიფვრა: მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის განლაგებული ნახატი. ნორმაა ნახატი ცენტრში. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის მიახლოებული, ეს ”მხატვრის” მაღალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. შესაძლოა იგი აზვიადებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძალიან პატარა გამოსახულება ქვედა კიდესთან საკუთარი თავის წმენის ნაკლებობაზე მეტყველებს.

ასეთი ადამიანი დათრგუნულია და გაუბედავი. თუ ცხოველის თავი ან ფიგურის ცენტრალური ნაწილი მარჯვნივ არის შებრუნებული, ბავშვი ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ ფიგურა ან თავი მარცხნივ არის მიბრუნებული - პასიური და გაუბედავი. თუ ცხოველის თავი ანფასშია, ბავშვში ეგოიზმი ჭარბობს, დიდი ყურები ცნობისმოყვარეობას ამხელს, ღია პირი ლაპარაკის სიყვარულზე მეტყველებს, მრგვალი პირი შფოთვას, შიშს გამოხატავს. კბილებს ფსიქოლოგები ზედმეტი აგრესიულობის გამომხატველ სიმბოლოდ მიიჩნევენ. იმავეს თქმა შეიძლება რქებზე, ბრჭყალებზე, ეკლებსა და სხვა მჩხვლეტ თუ ბასრ ელემენტებზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები