/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

"ნუ გეშინია", "არ გეტკინება" - ამ სიტყვებით თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს - ბავშვი სტომატოლოგთან

"ნუ გეშინია", "არ გეტკინება" - ამ სიტყვებით  თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს - ბავშვი სტომატოლოგთან
ვიცი, რომ კბილებზე ზრუნვა პატარაობიდანვე საჭიროა, ამიტომ მინდა ჩემი შვილი ამთავითვე შევაჩვიო კბილების მოვლას და სტომატოლოგთან სიარულს.

არ მინდა, ექიმის ეშინოდეს. როგორ მოვახერხო ეს? კბილის ექიმთან ვიზიტი არამცთუ პატარებს, უფროსებსაც კი აშინებთ. ვიდრე სტომატოლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ, მნიშვნელოვანია, ბავშვი ამისთვის მოამზადოთ.

პირველად

სტომატოლოგთან სიარულის დაწყება უმჯობესია 2,5-3 წლის ასაკიდან. თუნდაც ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყოს, პატარას კიჭებზე ღრმულები არ ჰქონდეს და არც არაფერი სტკიოდეს, კბილის ექიმთან მაინც წაიყვანეთ - საწყის სტადიაში კარიესის შემჩნევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. რაც შეეხება პირველ გასინჯვა-დათვალიერებას, კარგი იქნება, თუ მას ერთი წლის ასაკში ჩაატარებთ. სტომატოლოგი შეამოწმებს, სწორად ვითარდებიან თუ არა ახალამოჭრილი კბილები, მოგცემთ რეკომენდაციებს კბილების მოვლის შესახებ, შეაფასებს ღრძილების მდგომარეობას. რაც მთავარია, ეს იქნება პირველი კონტაქტი ექიმთან, საწყისი ახალი ურთიერთობისა, რომელზეც ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის მომავალი განწყობა თეთრხალათიანების მიმართ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი პიროვნება შეხვდება მას, როგორი იქნება პირველი შთაბეჭდილება. პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასოცირდებოდეს ტკივილთან - მას მხოლოდ გაცნობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს. სასიამოვნო პირველი შთაბეჭდილება თქვენს პატარას ექიმთან შემდგომ ურთიერთობასა და კბილების მოვლის კულტურის ფორმირებაში დაეხმარება.

შიშის გარეშე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვმა, რომელიც არასოდეს ყოფილა კბილის ექიმთან, არ იცის, რას გაუკეთებენ იქ და უნდა შეეშინდეს თუ არა რამისა. სიტყვებით "ნუ გეშინია", "არ გეტკინება" თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს. ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, აშინებს გაურკვევლობა, არცოდნა, ახალი გარემო, უცხო ადამიანები, შეუცნობლის მოლოდინი. უნდა ვეცადოთ, ეს მოლოდინი სასიამოვნო გავხადოთ.

მოდი, ვითამაშოთ

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ექიმთან ვიზიტის თანმხლები უარყოფითი ემოციები მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, ბავშვს უნდა ვუამბოთ, რას გააკეთებს კეთილი ექიმი, ოღონდ მისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე, მაგალითად, ასე: "ექიმი დაათვალიერებს შენს კიჭებს და მოგვცემს ვიტამინებს". თავი არიდეთ "საშიში" სიტყვების წარმოთქმას - ისეთებისას, როგორიც არის "გაქლიბვა", "ნემსი", "ჩხვლეტა". ისარგებლეთ ბავშვური ცნობისმოყვარეობით და ბავშვთან ერთად გაითამაშეთ "კბილისექიმობანა", აჩვენეთ, როგორ უნდა შევიდეს ოთახში და დაჯდეს სტომატოლოგის სავარძელში, როგორ უნდა გააღოს პირი. ერთად დაათვალეთ პატარას კბილები, დაათვალიერეთ ისინი სარკით.

როგორ შევარჩიოთ კარგი კლინიკა?

ასევე დაგაინტერესებთ
ღირს თუ არა ბავშვის აღზრდა ბებიებსა და პაპებს ვანდოთ
რა გავლენა აქვს ომიანობის პერიოდს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს სათამაშოებს
მამაკაცის როლი ბავშვის აღზრდაში

ყველაზე საიმედო, რა თქმა უნდა, მეგობრების რეკომენდაციაა. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მომენტებს:

არის თუ არა მოცემულ კლინიკაში ბავშვთა სტომატოლოგი;აღჭურვილია თუ არა სამკურნალო დაწესებულება თანამედროვე მოწყობილობებით, მასალებითა და აპარატურით;იძლევიან თუ არა გარანტიას სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

ჩვენთან არ ტირიან!

სტომატოლოგთან ვიზიტისთვის დილის საათები შეარჩიეთ, რათა მომავალ შეხვედრაზე ბავშვმა მთელი დღე არ იფიქროს.აჭამეთ ბავშვს შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე.კლინიკაში დანიშნულ დრომდე 10 წუთით ადრე მიდით (და არა ერთი საათით ადრე), რომ პატარა პაციენტი ლოდინმა არ დაღალოს.ვიზიტი ხანგრძლივი არ უნდა იყოს, არა უმეტეს 10-15 წუთისა - ბავშვი მეტს ვერ გაძლებს, ხოლო თუ დაიღალა, ჭირვეულობას დაიწყებს.

ჩვეულებრივი საქმიანობა

  • ბავშვი რომ არ შეშინდეს და "კეთილი" თანატოლებისგან "საშინელებები" არ მოისმინოს, სტომატოლოგთან ვიზიტის შესახებ ერთი-ორი დღით ადრე შეატყობინეთ.
  • ნუ ეტყვით პატარას, რომ ექიმი არაფერს არ უზამს, ნუ დაუწყებთ მტკიცებას, რომ არ ეტკინება. თუ პირიქით მოხდა, ბავშვი მიხვდება, რომ მოატყუეთ და თქვენდამი ნდობას დაკარგავს.
  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სტომატოლოგთან ვიზიტზე, ნუ აქცევთ მას კვირის მნიშვნელოვან მოვლენად. პირიქით, ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს ჩვეულებრივი საქმიანობაა, ბუნებრივი პროცედურა. აუხსენით, რომ ბავშვებიცა და უფროსებიც რეგულარულად აჩვენებენ თავიანთ კბილებს სპეციალისტებს.
  • თუ თქვენ თვითონ ძალიან გეშინიათ სტომატოლოგის, ბავშვი სხვას - მამას ან ბებიას გაატანეთ. საქმე ის არის, რომ ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან მშობლების ემოციების მიმართ. თქვენი შიში, როგორც არ უნდა მალავდეთ, მაინც გადაედება პატარას, ეს კი შესაძლოა მისთვის ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცეს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

"ნუ გეშინია", "არ გეტკინება" - ამ სიტყვებით თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას მის შიშს - ბავშვი სტომატოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები