/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მამაკაცის როლი ბავშვის აღზრდაში

მამაკაცის როლი ბავშვის აღზრდაში
ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცის როლზე ბევრს საუბრობენ. რთულია სრულყოფილი პიროვნების აღზრდა მამაკაცის გავლენის გარეშე.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ბავშვზე ზრუნვა, აღზრდა, მოვლა კაცის საქმე არ არის, რაც შეცდომაა. შეიძლება იყო ყურადღებიანი, ნაზი მამა და ძლიერი მამაკაცი ერთდროულად. მამა ჩართული უნდა იყოს მოვლისა და აღზრდის პროცესში ბავშვის დაბადების მომენტიდან. თუ ეს არ ხდება და მთელ ტვირთს ცოლს აჰკიდებს, არსებობს რისკი, რომ მხოლოდ დედა იქნება აღზრდის ყველა საკითხში მთავარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს მამის ყურადღების დეფიციტი ექნებათ.

მამაკაცის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი დაქორწინება კი არა, პირველი შვილის დაბადებაა, რადგანაც სწორედ ეს მოვლენა ცვლის მის მთელ ცხოვრებას. ჩნდება ახალი პასუხისმგებლობა, საზრუნავი, ყოველთვის აღარ რჩება თავისუფალი დროის შეხედულებისამებრ განკარგვის საშუალება, ვერ ხერხდება კარგი დასვენება და გამოძინება. ახალგაზრდა მამა თანდათანობით აცნობიერებს, რა ადგილს იკავებს ის ბავშვის ცხოვრებაში. ბევრი მამაკაცი ამას აცნობიერებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი მის შეცნობას იწყებს, უხარია მისი დანახვა.

დიდი ბრიტანეთის ქცევისა და ევოლუციის ცენტრის მეცნიერებმა 50-წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ბავშვები, რომელთა მამებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მათ აღზრდაში, უფრო წარმატებულები გაიზარდნენ, ვიდრე ისინი, რომელთა აღზრდაც მხოლოდ დედაზე იყო დაკისრებული. ამასთან, ეს დასკვნა ეხებოდა ორივე სქესის ბავშვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბევრი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მისი ძირითადი დანიშნულება ოჯახში - მატერიალური უზრუნველყოფაა. თავისთავად ოჯახის დაცვა და უზრუნველყოფა მამაკაცის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამობა არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატებული და სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის.

ბავშვთან ურთიერთობისას მთელი ყურადღება მას უნდა დავუთმოთ და არ გადავერთოთ სხვა საქმეებზე. ზოგჯერ დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება იმდენი სითბოს გაცემა, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება ბავშვს. ასეთი ურთიერთობა, თუნდაც ხანმოკლე, უნდა იყოს ხშირი და რაც მთავარია - რეგულარული.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მაწუხებს მუცლის სიმძიმე და მგონი პრესის ერთი მხარე შედარებით გამაგრებულია მეორეზე მაგრამ ამაში ზუსტად დარწმუნებული არ ვარ და შეიძლება მეჩვენება შიშის გამო,მაინტერესება რა შეიძლება გავაკეთო და შეიძლება თუარა ეს სიმძიმე რამდენიმე დღე გაგრძელდეს</p>

აღზრდაში მამის როლის უგულებელყოფამ შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. მამა ძირითადად არის მეგობარი, მასწავლებელი, მაგალითი და არავითარ შემთხვევაში მუდმივი დღესასწაული. მხოლოდ ყოველდღიური რუტინული ურთიერთობით მამამ შეიძლება აჩვენოს ბავშვს მამაკაცის სამყარო.

ასე, მაგალითად, გოგონას დაეხმარება ასწავლოს საწინააღმდეგო სქესის ადამიანების გაგება. გოგონა ცდილობს ჰგავდეს დედას, მაგრამ წარმატების ძირითადი კრიტერიუმი იქნება მამას შეფასება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცია მის ცხოვრებაში. ის დაეხმარება გოგონას თავდაჯერებულობის მოპოვებაში. როცა წამოიზრდება გოგონა, მამამ უნდა აჩვენოს, რომ ის აფასებს მის აზრს, კარგადაა განწყობილი მისი მეგობრებისადმი, განსაკუთრებით - ბიჭებისადმი. მომავალში გოგონას ოჯახურ ცხოვრებას ბევრად განსაზღვრავს ის ურთიერთობა, რომელიც ბავშვობაში მამასთან ჰქონდა.

ვაჟისთვის მამა ვაჟკაცობის, ძლიერი ადამიანის ცოცხალი მაგალითია, რომელიც არა მარტო მძიმე წუთებში მოვა დასახმარებლად, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, გვერდით დაუდგება და შეაქებს. ვაჟი, როდესაც ცდილობს მამას ჰგავდეს, აცნობიერებს მის მნიშვნელობას, რომ კარგია იყო დიდსულოვანი და ვაჟკაცური, აიღო პასუხისმგებლობა და გააცნობიერო საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა. ბავშვებს უყვართ თანატოლებთან მამის ძალითა და პროფესიით თავის მოწონება. მათ სურთ, ყველამ დაინახოს, რომ მას საიმედო დაცვა აქვს, ეს ამაღლებს მის სტატუსს თანატოლების თვალში.

ზოგჯერ მამაკაცს საკუთარი თავის, ოცნებების რეალიზება ვაჟში ან ქალიშვილში სურს. მაგალითად, უნდა გამოზარდოს პროფესიონალი სპორტსმენი ან მათემატიკოსი და საერთოდ არ ითვალისწინებს, რამდენად აქვს ბავშვს ამის უნარები. როდესაც ბავშვს რაღაც არ გამოსდის, მამა იწყებს გასწორებას, კრიტიკას, საბოლოოდ, ღიზიანდება და ბრაზდება. ბავშვს ექმნება გრძნობა, რომ ის რაღაცაშია დამნაშავე და მამაც ასე ფიქრობს. მსგავსი მოპყრობის შედეგი არის ბავშვის დაქვეითებული თვითშეფასება. შექება უფრო ეფექტურია აღზრდის პროცესში, ვიდრე შენიშვნებისა და მითითებების მიცემა.

ბავშვებთან ურთიერთობისას, თამაშის ან საქმიანობის არჩევისას, ინიციატივა უნდა ეკუთვნოდეს ბავშვს, მოზრდილები კი უნდა დაემორჩილონ მას და რასაკვირველია, დაიცვან უსაფრთხოების წესები. თუ მამა ბავშვთან ურთიერთობისას გაღიზიანებულია, ბავშვი უხერხულად იქნება არა მარტო მის საზოგადოებაში, არამედ სხვა ბიჭებისა და მამაკაცების საზოგადოებაშიც. მნიშვნელოვანია აღზრდაში კრიტიკასა და შეფასებაზე უარის თქმა. არ უნდა შევარცხვინოთ პატარა, თუ ის ტირის ან არ თამაშობს „იმ“ თამაშით ან არ უსმენს „იმ“ მუსიკას. ასეთი აღზრდა გამოიწვევს უნდობლობას, ურთიერთგაგების დაკარგვას, ურთიერთობის ინტერესის დაკარგვას და შექმნის არაკომფორტულ გარემოს.

მამაკაცმა უნდა ისწავლოს საკუთარი გრძნობების კონტროლი და არ გამოხატოს გაღიზიანება დაცინვით, რადგან ბავშვი თავს დამცირებულად იგრძნობს და დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას.

თუ გაყრა გარდაუვალია

მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ნებისმიერ პირობებში დარჩეს მამად. ამგვარ კრიზისულ სიტუაციაში ორივე მშობელს მოეთხოვება იმის მუდმივი დემონსტრირება ბავშვისთვის, რომ მათ ის ძალიან უყვართ და მშობლების ურთიერთობების ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, ისინი ყოველთვის იქნებიან საყვარელი დედა და მამა.

გაყრის სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის მამასთან ხშირი ურთიერთობა. თუ მამა გაურბის ამ ურთიერთობას, აუცილებელია ბავშვის ურთიერთობა ბაბუასთან, ბიძასთან, უფროს ძმასთან და ა.შ. სწორედ კრიზისულ სიტუაციაში მოუხდებათ მათ ბავშვისთვის იქცნენ მაგალითად საკუთარი სქესობრივი კუთვნილების გასაცნობიერებლად.

მამა ბავშვის განვითარების ყველა სტადიაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა დედის მაგივრად, არამედ დედასთან ერთად. ბავშვის ცნობიერებაში მშობლები განუყოფელია. რაც უფრო ინტენსიურად აქვს მამას შვილთან ურთიერობა, მით მეტ ემოციურ გამოძახილს მიიღებს შვილისგან, რაც მამაკაცში აღვიძებს ღრმა მიზიდულობას. ეს კი აუცილებელია მამასა და შვილს შორის პოზიტიური და ნაყოფიერი ურთიერთობისათვის და ასევე თავად მამაკაცის პიროვნებისათვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მამაკაცის როლი ბავშვის აღზრდაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები