/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

პატარა შურისმაძიებელნი

პატარა შურისმაძიებელნი
უცნაურია, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ცდილობს, "ძალიან მაგარი" იყოს. რა თქმა უნდა, მათ არ ჰყავთ

ფეშენებელური მანქანები, არ დადიან დასასვენებლად ძვირადღირებულ კურორტებზე, მაგრამ მათ დიდ ნაწილს აქვს დაუძლეველი სურვილი, ნებისმიერ კონფლიქტში გაიმარჯვოს. ასეთი პატარები არავის არაფერს უთმობენ და რაც მთავარია, ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ მეტოქეს.

რატომ არის ასე? როგორ მოვაშლევინოთ ბავშვს ეს არცთუ ისე სასიამოვნო თვისება? იქნებ შევურიგდეთ, იმ იმედით, რომ გაიზრდება და თავისთავად გაუვლის?

"თავდასხმა" ყვავილებზე

პირველ სართულზე ერთი კაცი ცხოვრობს. ის მასწავლებელია, ძალიან უყვარს ყვავილები. გაზაფხულდა თუ არა, თავისი ფანჯრის წინ მიწაში ყვავილის ბოლქვები ჩარგო. მალე ამ ადგილას პაწია, ლამაზი ბაღი გაჩნდა. ერთ დღეს, როცა მასწავლებელი მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, ბაღს ორი პატარა გოგონა მიუახლოვდა და ყვავილების გლეჯა დაიწყო. მასწავლებელმა ფანჯრიდან მკაცრად დაუქნია ხელი და ანიშნა, ყვავილებს მოსცილებოდნენ. უცებ გოგონების დედებიც გამოჩნდნენ - თურმე შორიახლოს ისხდნენ და საუბრობდნენ. დედებმა ბავშვებს დაუძახეს და იქაურობას მოაშორეს. როგორც ჩანს, უთხრეს, რომ პირველ სართულზე მკაცრი ბიძია ცხოვრობს, გამოვარდება და ერთ ამბავს ატეხსო, თუმცა მასწავლებელს აზრადაც არ მოსვლია ჩხუბი. მალე გაირკვა, რომ ინციდენტი არ დასრულებულა: რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მასწავლებელს ეს ამბავი აღარც კი ახსოვდა, მის ფანჯარას მიწის გოროხები მოხვდა. კაცი ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, რომ გოგონები მიწას ისევ აგროვებდნენ. მასწავლებელი ჩუმად გავიდა სახლიდან, კიბეს ჩაუყვა და სადარბაზოდან გაიხედა. გოგონებიც მალე გამოჩნდნენ. "რატომ ესროლეთ ჩემს ფანჯარას მიწა?" - მშვიდად ჰკითხა მათ კაცმა. "მე არ მისვრია!" - უპასუხა ერთმა, მსუქანმა, სასაცილო, ძალიან საყვარელმა გოგონამ. "რატომ ტყუი? - ჰკითხა მასწავლებელმა, - ალბათ გაბრაზდით, ყვავილების დაგლეჯა რომ არ დაგანებეთ და ჩემი დასჯა გადაწყვიტეთ. მე ყვავილები დავრგე, თქვენ კი მათი გაფუჭება გინდოდათ. რომ არ დაგანებეთ, იფიქრეთ, რომ ბრაზიანი ვარ და ჩემთვის სამაგიეროს გადახდა მოგინდათ..." რაც მთავარია, ეს საუბარი მიმდინარეობდა ღიმილით, კეთილგანწყობილი კილოთი, ერთ-ერთ გოგონას მასწავლებელმა თავზე ხელიც კი გადაუსვა. ბავშვებმა მალე დაკარგეს შურისძიების სურვილი. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, მეორედ აღარ ვიზამთო. აი, ასე მოიძებნა გამოსავალი და ინციდენტიც ამოიწურა.

შურისძიება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ახლა კი მოდი ერთად გავარკვიოთ, რა უბიძგებდა გოგონებს, რამ გადააწყვეტინა, ასე უმოწყალოდ ეძიათ შური.

ბავშვებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ყვავილებს ანადგურებდნენ. საამისოდ მათ ცხოვრებისეული გამოცდილება არ ეყოთ. რაკი ბაღი შემოღობილი არ იყო, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ "აკრძალულ ზონაში" იყვნენ. ჰოდა, მშვიდად შეუდგნენ ბალახის (ყვავილები ჯერ ხომ არც აყვავებულა!) გლეჯას, მათ კი ვიღაცამ ხელი შეუშალა! ამის ასე დატოვება როგორ შეიძლებოდა?! რატომ არის აუცილებელი შურისძიება? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები. მართალია, გოგონები ჯერ ოთხი წლისანიც კი არ არიან, მაგრამ ყველა ბავშვი დაბადებიდანვე ადამიანის უფლებათა დამცველია. რასაკვირველია, პატარები მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მაგრამ იბრძვიან თავგამოდებით, თავდაუზოგავად.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

შურისძიების მეორე მიზეზი ის არის, რომ თავი დამცირებულად, დაჩაგრულად იგრძნეს. ამ არასასიამოვნო გრძნობისგან თავის დასაღწევად კი "სარეაბილიტაციო ღონისძიებები" ჩაატარეს - საკუთარი თავის რწმენის განმტკიცების მიზნით ფანჯარას მიწა ესროლეს. რისთვის? იმისთვის, რომ მჩაგვრელი დაემარცხებინათ! პირველ "შეტაკებაში" თავად დამარცხდნენ, ესე იგი საჭიროა დაამტკიცონ, რომ მაგრები არიან და ამ ბრაზიან ბიძიას აჯობებენ!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პატარა შურისმაძიებელნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა შურისმაძიებელნი

ფეშენებელური მანქანები, არ დადიან დასასვენებლად ძვირადღირებულ კურორტებზე, მაგრამ მათ დიდ ნაწილს აქვს დაუძლეველი სურვილი, ნებისმიერ კონფლიქტში გაიმარჯვოს. ასეთი პატარები არავის არაფერს უთმობენ და რაც მთავარია, ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ მეტოქეს.

რატომ არის ასე? როგორ მოვაშლევინოთ ბავშვს ეს არცთუ ისე სასიამოვნო თვისება? იქნებ შევურიგდეთ, იმ იმედით, რომ გაიზრდება და თავისთავად გაუვლის?

"თავდასხმა" ყვავილებზე

პირველ სართულზე ერთი კაცი ცხოვრობს. ის მასწავლებელია, ძალიან უყვარს ყვავილები. გაზაფხულდა თუ არა, თავისი ფანჯრის წინ მიწაში ყვავილის ბოლქვები ჩარგო. მალე ამ ადგილას პაწია, ლამაზი ბაღი გაჩნდა. ერთ დღეს, როცა მასწავლებელი მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, ბაღს ორი პატარა გოგონა მიუახლოვდა და ყვავილების გლეჯა დაიწყო. მასწავლებელმა ფანჯრიდან მკაცრად დაუქნია ხელი და ანიშნა, ყვავილებს მოსცილებოდნენ. უცებ გოგონების დედებიც გამოჩნდნენ - თურმე შორიახლოს ისხდნენ და საუბრობდნენ. დედებმა ბავშვებს დაუძახეს და იქაურობას მოაშორეს. როგორც ჩანს, უთხრეს, რომ პირველ სართულზე მკაცრი ბიძია ცხოვრობს, გამოვარდება და ერთ ამბავს ატეხსო, თუმცა მასწავლებელს აზრადაც არ მოსვლია ჩხუბი. მალე გაირკვა, რომ ინციდენტი არ დასრულებულა: რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მასწავლებელს ეს ამბავი აღარც კი ახსოვდა, მის ფანჯარას მიწის გოროხები მოხვდა. კაცი ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, რომ გოგონები მიწას ისევ აგროვებდნენ. მასწავლებელი ჩუმად გავიდა სახლიდან, კიბეს ჩაუყვა და სადარბაზოდან გაიხედა. გოგონებიც მალე გამოჩნდნენ. "რატომ ესროლეთ ჩემს ფანჯარას მიწა?" - მშვიდად ჰკითხა მათ კაცმა. "მე არ მისვრია!" - უპასუხა ერთმა, მსუქანმა, სასაცილო, ძალიან საყვარელმა გოგონამ. "რატომ ტყუი? - ჰკითხა მასწავლებელმა, - ალბათ გაბრაზდით, ყვავილების დაგლეჯა რომ არ დაგანებეთ და ჩემი დასჯა გადაწყვიტეთ. მე ყვავილები დავრგე, თქვენ კი მათი გაფუჭება გინდოდათ. რომ არ დაგანებეთ, იფიქრეთ, რომ ბრაზიანი ვარ და ჩემთვის სამაგიეროს გადახდა მოგინდათ..." რაც მთავარია, ეს საუბარი მიმდინარეობდა ღიმილით, კეთილგანწყობილი კილოთი, ერთ-ერთ გოგონას მასწავლებელმა თავზე ხელიც კი გადაუსვა. ბავშვებმა მალე დაკარგეს შურისძიების სურვილი. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, მეორედ აღარ ვიზამთო. აი, ასე მოიძებნა გამოსავალი და ინციდენტიც ამოიწურა.

შურისძიება

ახლა კი მოდი ერთად გავარკვიოთ, რა უბიძგებდა გოგონებს, რამ გადააწყვეტინა, ასე უმოწყალოდ ეძიათ შური.

ბავშვებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ყვავილებს ანადგურებდნენ. საამისოდ მათ ცხოვრებისეული გამოცდილება არ ეყოთ. რაკი ბაღი შემოღობილი არ იყო, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ "აკრძალულ ზონაში" იყვნენ. ჰოდა, მშვიდად შეუდგნენ ბალახის (ყვავილები ჯერ ხომ არც აყვავებულა!) გლეჯას, მათ კი ვიღაცამ ხელი შეუშალა! ამის ასე დატოვება როგორ შეიძლებოდა?! რატომ არის აუცილებელი შურისძიება? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები. მართალია, გოგონები ჯერ ოთხი წლისანიც კი არ არიან, მაგრამ ყველა ბავშვი დაბადებიდანვე ადამიანის უფლებათა დამცველია. რასაკვირველია, პატარები მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მაგრამ იბრძვიან თავგამოდებით, თავდაუზოგავად.

შურისძიების მეორე მიზეზი ის არის, რომ თავი დამცირებულად, დაჩაგრულად იგრძნეს. ამ არასასიამოვნო გრძნობისგან თავის დასაღწევად კი "სარეაბილიტაციო ღონისძიებები" ჩაატარეს - საკუთარი თავის რწმენის განმტკიცების მიზნით ფანჯარას მიწა ესროლეს. რისთვის? იმისთვის, რომ მჩაგვრელი დაემარცხებინათ! პირველ "შეტაკებაში" თავად დამარცხდნენ, ესე იგი საჭიროა დაამტკიცონ, რომ მაგრები არიან და ამ ბრაზიან ბიძიას აჯობებენ!


სუსტი წერტილი

უნდა ვაღიაროთ, რომ ინფანტილური მოზრდილები და პატარა ბავშვები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. ორივეს აკლია საკუთარი თავის რწმენა, სულიერი ძალა. ამიტომაც არის თავმოყვარეობის შელახვა მათთვის ასეთი მტკივნეული. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც თავს სრულფასოვან, შემდგარ და ჩამოყალიბებულ პიროვნებად აღიქვამს, ყოველგვარ წარუმატებლობას ღირსეულად იტანს, ის კი, ვინც სულიერად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად ბოლომდე არ არის რეალიზებული, სასარგებლოს ვერაფერს ქმნის და უხასიათოა, ყოველთვის ადვილად განაწყენდება ხოლმე. ნებისმიერი წარუმატებლობა და მარცხი ან ყოველივე, რასაც სუბიექტურად მარცხად აღვიქვამთ, მის პიროვნებას ამსხვრევს და ადვილად აკარგვინებს ისედაც არამდგრად შინაგან წონასწორობას, საკუთარი თავის პატივისცემას.

საკუთარი თავის პატივისცემისა და შინაგანი ჰარმონიის მოთხოვნილება ნებისმიერი ჩვენგანის ერთ-ერთი უმთავრესი სულიერი მოთხოვნილებაა. ასეთია ადამიანის ბუნება. ბავშვი ვერ იტანს, როცა მის ჯერ კიდევ სუსტ და ჩამოუყალიბებელ ღირსების გრძნობას მისსავე თვალში შეურაცხყოფენ. პატარას სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ის.

საკუთარი თავის პატივისცემის აღდგენის რომელი მეთოდებია ხელმისაწვდომი პატარა ბავშვისთვის? რასაკვირველია, შეუწყნარებელი შურისძიება! ამიტომაც ამბობენ, რომ შურისძიება შეურაცხყოფის სანაცვლოდ არა სიამაყის, არამედ ინფანტილურობის შედეგია.

პიროვნების აღზრდა

სწორედ პიროვნული მოუმწიფებლობა, თვითდამკვიდრების სხვა საშუალებების უქონლობაა ბავშვთა (და არა მარტო ბავშვთა) შურისმაძიებლობისა და სისასტიკის მიზეზი. ასე რომ, ერთი მხრივ, ასეთი ქცევა პატარებისთვის სავსებით ბუნებრივია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დროთა განმავლობაში ეს თვისება "თავისთავად გაივლის". თავისთავად არც ერთი ნაკლი არ გაივლის.

აუცილებელია ბავშვის ქმედებათა მკაცრი შეზღუდვა. შურისძიება არ უნდა დავუშვათ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მას საკუთარი თავის პატივისცემის დაბრუნება სჭირდება. უბრალოდ, უნდა ვასწავლოთ, ის სხვა გზით დაიბრუნოს. მაგალითად, სხვაგვარად შეაფასოს შექმნილი სიტუაცია, სხვა თვალით შეხედოს. შეიძლება, ბავშვს უბრალოდ ვკითხოთ: "კი მაგრამ, შენ ხომ ჩემი შვილი ხარ, მე ოდესმე ვინმესთვის დამიშენია მუშტები? რატომ იქცევი ასე?" ან "გინდა ძლიერი იყო?" რასაკვირველია, ამ კითხვაზე ნებისმიერი ბავშვი დადებითად გიპასუხებთ. თქვენ კი აუხსენით: "მეც მინდა, ძლიერი იყო. ძლიერი ადამიანი კი არასოდეს კარგავს მოთმინებას, მუშტებზე არ იყურება. თუ ნაწყენი ჩხუბს არ დაიწყებ, ესე იგი, ძლიერი ხარ!" 3-4 წლის ბავშვების უმეტესობა ამას გაიგებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გაგებასა და შესრულებას შორის საკმაოდ დიდი მანძილია. მთავარია ბავშვი ხედავდეს, რომ მისი საქციელი მშობლებისთვის მიუღებელია. აქედან მომდინარეობს დასკვნა: "მშობლები უკმაყოფილონი რომ არ დარჩნენ, ცუდად არ უნდა მოვიქცე".

დაბოლოს, ვისაუბროთ მთავარზეც. ბავშვი ისე უნდა აღვზარდოთ, რომ დღითი დღე განვუმტკიცებდეთ საკუთარი თავის პატივისცემას. მცირე ასაკიდანვე უნდა გამოვუძებნოთ საქმე, მოვალეობა. ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ გარკვეული ფუნქცია აქვს, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია, მოზრდილს ემსგავსება. მას არ გაუჩნდება შურისძიების სურვილი, რადგან ვერავითარი წყენა ვერ შეარყევს მის თვითშეფასებას, რომელიც სულ სხვა ღირებულებებს ემყარება და არა იმას, რომ "ძალიან მაგარი" უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შურისძიების გრძნობა იმ ბავშვებს ეუფლებათ, რომელთაც არ/ვერ ასწავლეს (ან თავად არ/ვერ ისწავლეს) რაიმე სასარგებლოს კეთება, სხვებზე ზრუნვა, ზნეობრივი ნორმების დაცვა. ასეთ პატარებს არ აქვთ პიროვნული განვითარების საშუალება, იმის საშუალება, რომ თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ. სწორედ აქედან მოდის შურისძიების სურვილი.

3-4 წლის ბავშვს ნაწილობრივ უკვე შეუძლია გრძნობების მოთოკვა, 5-6 წლისა კი სავსებით ფლობს საკუთარ თავს. რასაკვირველია, ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. ბავშვებს თავად აქვთ სურვილი, რაღაც ისწავლონ, თავად მოსწონთ უფროსებზე ზრუნვა. სანამ ბავშვი პატარაა, სულაც არ არის ძნელი, რაიმე მოვალეობა დავაკისროთ. თუ ამ დროს სათანადოდ ვერ გამოვიყენებთ, შემდგომ საამისოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

თუ დაინახეთ, რომ თქვენი შვილი ისწრაფვის, სასტიკად გაუსწორდეს თანატოლს, რომელმაც აწყენინა, არ შეშინდეთ. თქვენი შვილი გამონაკლისი არ არის, ასე იქცევა თითქმის ყველა პატარა ბავშვი. შეაჩერეთ შვილი, აგრძნობინეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ ამას თქვენ არაფრით დაუშვებთ. ამასთანავე, აუხსენით, რომ შურისძიება არ არის ძლიერი ადამიანების თვისება, ის, ვინც შურს არ იძიებს, ძლიერია. საზოგადოდ კი უფრო მეტი დრო დაუთმეთ ბავშვის აღზრდას, ვინაიდან შურისძიების სურვილი ნიშანია იმისა, რომ ბავშვს აკლია საკუთარი თავის რწმენა, ეჭვი ეპარება საკუთარი პიროვნების მნიშვნელობაში. როგორც კი ის სხვებზე ზრუნვას იწავლის, რაიმე სასარგებლოს კეთებას მიეჩვევა, მისი თვითშეფასება გაიზრდება და ის თავად იტყვის უარს შურისძიებაზე. ასე მოგვარდება პრობლემა.