/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მეტისმეტად გულუბრყვილო

მეტისმეტად გულუბრყვილო
როგორ ვასწავლოთ პატარა ბავშვს, რომ ყოველ შემხვედრს არ ენდოს? ან რას მივიღებთ, თუ დავარწმუნებთ, რომ გარესამყარო ბოროტია?

გულჩათხრობილ და ეჭვიან პიროვნებას? არ არის აუცილებელი. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ: არსებობენ კეთილი და ბოროტი ადამიანები და ამ უკანასკნელთაგან თავი შორს უნდა გვეჭიროს. რა თქმა უნდა, ამას ბავშვი დროთა განმავლობაში თავისითაც მიხვდება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჭეშმარიტებას დროულად მოვფენთ ნათელს.

პატარა სიკეთესა და ბოროტებას პრაქტიკულად ნებისმიერ ზღაპარსა თუ მულტფილმში ხედავს. შეიძლება, ამ ყოველივეს ბავშვის ყურადღება მივაპყროთ და აღვნიშნოთ, რომ რეალური ცხოვრებაც ასეთია. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვს დაწვრილებით ვერ მოვუყვებით მანიაკი პედოფილებისა და ორგანოებით მოვაჭრეების შესახებ, მაგრამ მოზარდს კი შეიძლება დროდადრო კრიმინალური ქრონიკის ყურება ან გაზეთის მსგავსი რუბრიკების გაცნობა შევთავაზოთ - მოზარდები ხომ მშობლების აზრს კრიტიკულად ეკიდებიან, პრესის ან ტელევიზიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია კი მათთვის უფრო სარწმუნო იქნება.

2-3 წლის პატარები ადვილად შედიან კონტაქტში - მოღიმარი უფროსის დანახვისას მზად არიან, მას საუბარი გაუბან. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ პატარას კანფეტს ან ძვირად ღირებულ სათამაშოს დაჰპირდებიან...

ასეთია წესები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოდი, დეტალურად განვიხილოთ, რა შეიძლება ვიღონოთ ბავშვის უსაფრთხოებისთვის, გარდა სიკეთისა და ბოროტების შესახებ აბსტრაქტული მსჯელობისა. ძალზე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ მკაცრი წესები უცხოებთან ურთიერთობის თაობაზე და ვაკონტროლოთ მათი შესრულება.

უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად უნდა გავავლოთ საზღვარი "ახლობელსა" და "უცხოს" შორის. აუხსენით ბავშვს, რომ უცხოა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცევა ის, ვის უწოდებს საკუთარ თავს ან რას გვპირდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

შეიმუშავეთ მეორე ძალიან მკაცრი წესიც - სანამ ვინმეს გავესაუბრებოდეთ, აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ნებართვა უფროსებს - დედას, ბებიას, მამას... ამ წესის დაცვაც მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ. მაშინაც კი, როცა თანამოსაუბრეს თქვენ იცნობთ, მაგრამ ბავშვი პირველად ხედავს. პატარა აუცილებლად უნდა ელოდეს თქვენს ნებართვას, სანამ მას საუბარს გაუბამს ან საჩუქარს გამოართმევს. იქნებ ეს ზედმეტი გეჩვენებათ, მაგრამ ნამდვილად საჭიროა. თუ ამ წესებს განუხრელად არ დაიცავთ, ბავშვი ვერასოდეს გააცნობიერებს მათ აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

სამწუხაროდ, პატარა ბავშვი ადვილად შეიძლება წამოეგოს არაკეთილსინდისიერი ადამიანების ანკესს ერთი შეხედვით საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენისას. ამ თვალსაზრისით "რისკის ჯგუფს" შეადგენენ კარგად აღზრდილი, მორიდებული გოგო-ბიჭები, რომლებმაც იციან, რომ უფროსების მიმართ უნდა იყვნენ ზრდილობიანნი, კეთილგანწყობილნი, არ შეიძლება მათთან ურჩობა, უხეშობა. ეს ეხება არა მარტო ნაცნობებს, არამედ უცნობებსაც. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ასეთ პატარას გავაგებინოთ, რომ ზოგჯერ მას აქვს უფლება, უფროსსაც შეეწინააღმდეგოს.

საშიში სიტუაციები

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან რამდენიმე ნიუანსს. როცა პატარა ბავშვი სახლში მარტო რჩება, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ კარი არავის უნდა გაუღოს, გარდა მშობლებისა ან ოჯახის სხვა წევრებისა. ასეთი სიმკაცრე იმასაც გამოიწვევს, რომ თქვენს დაბრუნებამდე ახლობელ ადამიანებსაც კართან მოუწევთ ყურყუტი, მაგრამ ჯობს, ასეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნას, ვიდრე ბავშვს დაემუქროს საფრთხე.

საზოგადოდ, მშობლები უნდა შეეცადონ, მკაფიოდ მოხაზონ საფრთხის საზღვრები. რას ნიშნავს ეს? შეიძლება მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი. ბავშვმა იცის, რომ თუ უცხო ადამიანი კანფეტს სთავაზობს და მის მოსატანად წაყოლას სთხოვს, არ უნდა გაჰყვეს, მაგრამ საკმარისია, უცხომ ლეკვის ნახვა ან ველოსიპედის მოტანა შესთავაზოს, რომ ბავშვი ამას საფრთხედ აღარ აღიქვამს. ის არ არის დამნაშავე, უბრალოდ, უფროსებმა ასე აუხსნეს. ამიტომ ახსნა უნდა იყოს ზოგადი: უნდა უარვყოთ ნებისმიერი უცხო ადამიანის ნებისმიერი წინადადება, სანამ არ მივიღებთ მშობლების ნებართვას.

რა საჭიროა სიმკაცრე

რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა - რა საჭიროა ასეთი სიმკაცრე? საქმე ის არის, რომ პატარა ბავშვს არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს სხვადასხვაგვარი ადამიანები. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც პატარას დაბადებიდანვე დაჰყვება, ღიმილია. პატარა მოღიმარ ადამიანს აღიქვამს როგორც კეთილს. თუმცა უფროსებმა კარგად იციან, რომ ეს კრიტერიუმი საეჭვოა. სანამ ბავშვი არ დაეუფლება ადამიანის არსის გაგების ძირითად მექანიზმებს, ვიდრე არ შეიძენს სათანადო გამოცდილებას, მას მშობლების აზრის გაზიარება მოუწევს. ზრდასა და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ბავშვი ისწავლის ადამიანების გარჩევას და წესებიც ნაკლებად მკაცრი გახდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო "კუდიანებზე ნადირობა" არ უნდა დავიწყოთ და ბავშვს არ უნდა წავართვათ ის სიამოვნება, რაც ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობას მოაქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეტისმეტად გულუბრყვილო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები