/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ანბანური ჭეშმარიტება

ანბანური ჭეშმარიტება
ბავშვის დაბადებისთანავე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, ვინ იქნება ჩვენი შვილი, რის ნიჭს გამოამჟღავნებს, სად ისწავლის, მაგრამ ხშირად უმთავრესი გვავიწყდება.

შესაძლოა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრმა მხრები აიჩეჩოს და თქვას, რომ არაფერია ახალი. საუბარი შეეხება ბავშვის აღზრდის უმთავრეს პრინციპებს, იმ არსებით საკითხებს, რომლებიც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს. რის გაკეთება არ შეიძლება არასდროს, არავითარ სიტუაციაში?

1. არ შეიძლება ბავშვის ცემა

რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ამ პრინციპს ყველა დედა იცავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, არა მარტო თავად არ სცემდეს პატარას, არამედ არც სხვას აძლევდეს ამის უფლებას. დაუშვებელია მუქარაც კი ფიზიკური დასჯის შესახებ, რადგან მხოლოდ ესეც კი, განურჩევლად იმისა, შესრულდება თუ არა, ამცირებს ბავშვის პიროვნულ ღირსებას.

2. არ შეიძლება ბავშვის დაშინება

დაშინება სხვადასხვაგვარია: "თუ კარგად არ მოიქცევი, სახლიდან გაგაგდებ!", "წავალ და სხვა ბავშვის დედა ვიქნები!" რა თქმა უნდა, საქმე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვს მუქარისა სჯერა. თუ მუქარას ხუმრობის ხასიათი აქვს და პატარაც ხვდება, რომ ის რეალური არ არის, საშიში არაფერია. სხვა საქმეა, როცა ბავშვს ოდნავ მაინც შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ მას "პატრული წაიყვანს, კუდიანი დედაბერი მოიტაცებს ან დედა დატოვებს და სხვა ბავშვებთან წავა". მოზრდილები, რომლებიც ასეთ აკრძალულ ხერხებს იყენებენ, ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვზე ფაქტობრივად ძალადობენ. ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, რატომ აქვს ბავშვს შიშები, ენურეზი (უნებლიე შარდვა ღამით), ღამის კოშმარები და ნერვული ტიკი, რაც მთავარია, გვიკვირს, რატომ არიან ჩვენი შვილები ასეთი გულგრილები მშობლების მიმართ. სწორედ იმიტომ, რომ არავის უფიქრია, რარიგ დათრგუნული იყო პატარა, როცა მცირე გაფაჩუნებაზეც კი კუდიანი დედაბრის გამოჩენას ელოდა.

3. არ შეიძლება სხვა ბავშვების მაგალითად დასახვა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

"დღეს ანამ ყველას მოასწრო ჩაცმა! ნეტავ ხვალ ვინ იქნება პირველი?!" - ამბობს მასწავლებელი. მოდი, ეს სიტყვები მის სინდისზე იყოს - ბავშვთა კოლექტივში შესაძლოა მართლაც მოგვიხდეს ასეთი ფრაზების გამოყენება. ჩვენ, მშობლებმა კი არასოდეს არ უნდა შევადაროთ ჩვენი შვილები სხვა ბავშვებს. პატარამ უნდა იცოდეს, რომ ის თქვენთვის ყველაზე საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელია. "ეს ხომ ისედაც ცხადია!" - შესაძლოა გვითხრან მშობლებმა. ბავშვისთვის - არა.

მუდმივი შედარება სხვა ბავშვებთან და სხვათა უპირატესობის ხაზგასმა საფუძველს შეურყევს საკუთარი თავისადმი მის რწმენას და დააეჭვებს თქვენს გრძნობებში. არც ის არის მისაღები, როცა პატარას გამუდმებით ეუბნებიან, რომ ის ამქვეყნად საუკეთესოა. ადრე თუ გვიან ეს მითი გაქრება, რადგან გაჩნდება სკოლის ნიშნები, შეჯიბრებათა შედეგები და სხვა ობიექტური მაჩვენებლები. ამიტომაც სჯობს, საერთოდ უარი ვთქვათ შედარებებზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

პატარამ უნდა იცოდეს, რომ მისი უნიკალურობა და პიროვნული ღირებულება კონკრეტულ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე არ არის დამოკიდებული. ასევე დაუშვებელია, ბავშვს მაგალითად მოვუყვანოთ მისი და ან ძმა. და-ძმები ისედაც ერთმანეთს ეჯიბრებიან მშობლების ყურადღების მოსაპოვებლად, ამიტომ ნუ გააღიზიანებთ მტკივნეულ წერტილს. თუ შედარება აუცილებელია, ჯობს ბავშვის სხვადასხვა საქციელი შევადაროთ ერთმანეთს: "გუშინ ძალიან გამახარე, სათამაშოები კარგად დაალაგე. დღეს როგორ მოიქცევი?"

4. არ შეიძლება ბავშვის მოტყუება

დედა სამსახურში მიდის, პატარა ტირის. "დედა პურზე წავა და ხუთ წუთში მოვა!" - ირწმუნება ბებია. მას სჯერა, რომ ბავშვი თამაშში გაერთობა და ყველაფერი დაავიწყდება. მეორე მაგალითი: ბავშვი კანფეტს ითხოვს. "კანფეტი არ არის!" - აცხადებს დედა და კარადაში მალავს კანფეტებიან პარკს. სინამდვილეში, რაკი ბავშვს მავნე ჩვევა გამოვუმუშავეთ, ჯობს განსაზღვრული წესი შემოვიღოთ - მაგალითად, პატარას ვუთხრათ, რომ კანფეტი მხოლოდ სადილის მერე უნდა ჭამოს ან დღეში ერთზე მეტი კანფეტი არ შეიძლება. ერთი სიტყვით, ტყუილს ყველაფერი სჯობია!

ყველაზე გავრცელებული სურათიც შეიძლება წარმოვიდგინოთ: დედ-მამას პატარა აცრაზე მიჰყავს; მას ეუბნებიან, რომ არ ეტკინება, ექიმი მარტო ყელში ჩახედავს... წამიერად მიზანი მიღწეულია - ბავშვი უშიშრად შედის ექიმის კაბინეტში, მაგრამ მალე ემოციურ შოკს, წყენას, ტკივილს იღებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პატარა მიხვდება - ის მოატყუეს და მშობლებისადმი რწმენასაც დაკარგავს. ღირს ასეთი საფასურის გადახდა წამიერი სარგებლისთვის? მით უმეტეს, ბავშვს ყოველთვის შეიძლება ვესაუბროთ ისე, როგორც უფროსს. უკიდურეს შემთხვევაში, ის შეიძლება ფაქტის წინაშეც დავაყენოთ, ოღონდ ტყუილი არასოდეს არ უნდა ვუთხრათ!

5. არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ, რომ ის ცუდია

მაშინაც კი, როცა მართლა ცუდად იქცევა. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო. საზოგადოდ, თავი უნდა ვარიდოთ ნებისმიერ უარყოფით ეპითეტს ბავშვის მისამართით. შეიძლება გავკიცხოთ ბავშვის ესა თუ ის საქციელი, მაგრამ არა მისი პიროვნება. შეიძლება და აუცილებელიც არის, განვიხილოთ ბავშვის საქციელი, ავუხსნათ მას, როდის და რატომ არ იყო მართალი, ვთხოვოთ დაფიქრდეს იმაზე, როგორ გამოასწოროს თავისი ქმედების შედეგი, ოღონდ არასოდეს არ უნდა ვუთხრათ, რომ ცუდია, თორემ შესაძლოა საპირისპიროს მტკიცება მობეზრდეს და ისეთი გახდეს, როგორადაც წარმოგვედგინა.

6. ბავშვს არ უნდა ვაიძულოთ ჭამა

თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარამ თავისი ულუფა ბოლომდე შეჭამოს, შეიძლება ის რაიმე მეთოდით დაიყოლიოთ, თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ უმეტესად ამას აზრი არ აქვს. ბავშვს ზოგჯერ შია, ზოგჯერ - არა; ზოგი რამ უყვარს, ზოგი რამ - არა. ჩვენც ხომ ასე ვართ! თუ ბავშვი თევზს ვერ იტანს, ჯობს, თავი დავანებოთ და წამდაუწუმ აღარ შევთავაზოთ კალმახი თუ ხიზილალა. სანაცვლოდ კი პედიატრს მივმართოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში იოდის ან ფოსფორის პრეპარატი გვირჩიოს. ძალდატანებით კვება დაუშვებელია.

სპეციალისტების აზრით, თუ ბავშვობაში შვილს ძალით ვაჭამეთ, მოწიფულ ასაკში მისგან შეიძლება გაუმაძღარი პიროვნება ჩამოყალიბდეს, მიზეზი მარტივია - ბავშვს პატარაობიდან ჩაუნერგეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები მადიანად ჭამენ. ასეა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მაინც როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი - სიმკაცრით თუ ალერსით? საბოლოო გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს. მთავარია, ჩვენი მოთხოვნები იყოს თანამიმდევრული. თუ დღეს პატარას დართავთ ნებას ყვავილი მოწყვიტოს, ხოლო ხვალ თქვენში ბუნების დამცველი გაიღვიძებს და ამ საქციელის გამო მორალს წაუკითხავთ, ბავშვი დაიბნევა. ის, ვინც დღეს ბავშვს ბევრი რამის უფლებას აძლევს, ხოლო ხვალ ზღუდავს, ყველაზე წარუმატებელი პედაგოგია. მუდმივი ზომიერი სიმკაცრე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ასეთი მკვეთრი ცვალებადობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ანბანური ჭეშმარიტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები