/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ შევეგუოთ საბავშვო ბაღს

როგორ შევეგუოთ საბავშვო ბაღს
ჩემი შვილი საბავშვო ბაღის ასაკისაა. მივიყვანო თუ არა? ვისაც რჩევისთვის მივმართე, ყველამ სხვადასხვა რამ მითხრა. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე.

საბავშვო ბაღში ბავშვს გარკვეულ რეჟიმთან შეგუება მოუწევს. როგორი უნდა იყოს ეს რეჟიმი - რბილი თუ მკაცრი? მზად არის თუ არა ბავშვი მასთან შესაგუებლად? - ეს კითხვები თითქმის ყველა ოჯახში ჩნდება. მათ თან ახლავს ცხარე კამათი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ბავშვი თავიდანვე იქცევა მშობლების, ბებიებისა თუ მასწავლებლების ურთიერთსაწინააღმდეგო პედაგოგიური ექსპერიმენტების ობიექტად.

დავიწყოთ იმით, რომ ბავშვისათვის საჭიროა მისი ასაკისათვის შესატყვისი სოციალური გარემო, თანატოლთა საზოგადოება, რათა მათთან ურთიერთობის ჩვევები ჩამოუყალიბდეს.

თუმცა ბაღში მიყვანამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის მზად არის ამისათვის, თორემ სანამ ახალ გარემოს შეეგუება, ბავშვსაც და მშობელსაც არაერთი უსიამოვნო წუთის გადატანა მოუწევთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვებს, რომლებიც შინ მხოლოდ უფროსების გარემოცვაში იზრდებიან, ერთხანს უძნელდებათ თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი პირველად ხვდებიან ბევრ ბავშვთან ერთად დედისა და ბებიის გარეშე, ამიტომ არც ისე დიდი ხალისით ერთვებიან სხვებთან თამაშში, გაურბიან აღმზრდელს, ან მარტო თამაშობენ, ან პროტესტის ნიშნად ხმაურობენ, ან ტირიან. კიდევ უფრო რთულია ისეთი ბავშვის შეგუება საბავშვო ბაღთან, რომელიც ბუნებით არაკომუნიკაბელურია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი აღმზრდელი შეხვდება მას.

გამოცდილმა აღმზრდელმა იცის, როგორ დაეხმაროს ასეთ ბავშვს. საბავშვო ბაღის ყოველი დღე რეგლამენტირებულია. ემორჩილება გარკვეულ რეჟიმს. ეს რეჟიმი მოფიქრებულია იმგვარად, რომ მოხერხებული იყოს ბავშვებისთვის და არა მოზრდილებისთვის. რეჟიმი შემთხვევით არ არის შერჩეული - იგი ეფუძნება ექიმების, ფსიქოლოგების, ჰიგიენის სპეციალისტებისა და ფიზიოლოგების მრავალრიცხოვან დაკვირვებასა და დასკვნას.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ბავშვთა ყოველ ასაკობრივ ჯგუფს უნდა შეესაბამებოდეს აღზრდის ოპტიმალური სისტემა, არა მკაცრი, არა თავისუფალი, არამედ სწორედ ოპტიმალური. რეჟიმი - ეს არის ბავშვის საკეთილდღეოდ შექმნილი სისტემა, რადგან ის ითვალისწინებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებათა პერიოდულ ცვლას, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდულობა ძალზე მერყევია. ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. თუ, მაგალითად, ბავშვი რატომღაც ვერ იძინებს დაწესებულ დროს, ან უარს ამბობს ჭამაზე, უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ: იქნებ ავად არის, გადაღლილი ან ძლიერ აღგზნებულია? როცა მიზეზი თვალნათლივ არ ჩანს, აუცილებელია, ბავშვს ანგარიში გავუწიოთ. დაუშვებელია ძალდატანება - ის ძალით არ უნდა ჩავაგდოთ საწოლში და არ უნდა ვუბრძანოთ, გინდა თუ არა დაიძინეო, არ უნდა ვაიძულოთ, ბოლომდე შეჭამოს თავისი ულუფა. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას თვით ძილისა და კვების პროცესების მიმართ.

დაუსრულებელი შენიშვნები, შეგონებები ბავშვს საკუთარი არასრულფასოვნების განცდას უნერგავს და მას, როგორც თავდაცვითი რეაქცია, უყალიბდება ავადმყოფური თავმოყვარეობა, თუმცა შინაგანად დაჩაგრული და დაბეჩავებულია, უჭირს დამოუკიდებლად მოქმედება. დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვი შეიძლება მართლაც გახდეს სოციალურად არასრულფასოვანი - უინიციატივო, ინფანტილური, ეგოისტური. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში იქნება მორცხვი, გაუბედავი, გაუძნელდება თანატოლებთან ურთიერთობა, ხშირად მოექცევა იზოლაციაში. ყველა ბავშვი როდი ურიგდება მუდმივ მეურვეობასა და მზრუნველობას. ბევრი ვერ ეგუება მკაცრ რეჟიმს, სკოლამდელ ასაკშივე ეწინააღმდეგება მშობლებისა და აღმზრდელების ზღვარგადასულ კონტროლს და გამოთქვამს პროტესტს.

ბუნებრივია, არც ის იქნება სწორი, ბავშვი სრულ თავისუფლებაში, ყოველგვარი რეჟიმისა და საბავშვო ბაღის გარეშე გავზარდოთ და არაფერი მოვთხოვოთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს აზრიანი, გულისხმიერი, შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს. ყოველივე ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როგორც მშობლებმა, ასევე აღმზრდელებმაც.

საბავშვო ბაღის აღმზრდელს მოეთხოვება უდიდესი ტაქტი და ფაქიზი მოპყრობა ბავშვისა და მისი ფსიქიკისადმი, რადგან მცირე უტაქტობამაც კი შეიძლება მძიმე დაღი დააჩნიოს ბავშვის სულს და მასში შიშისა და ზიზღის გრძნობა გააჩინოს საბავშვო ბაღისა და საერთოდ პედაგოგების მიმართ.

რა უნდა ასწავლონ მშობლებმა ბავშვებს ბაღში მიყვანამდე?

* ათხოვონ სათამაშოები სხვებს, არ ეჩხუბონ მათ;

* მოერიდონ უცნობ უფროსებს და არაფერი გამოართვან მათ;

* საკუთარი გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი;

* დამოუკიდებლად ჭამა, ხელსაწმენდის, კოვზის, ჩანგლის ხმარება, საჭიროებისამებრ - წყლის, დამატებითი ულუფის მოთხოვნა;

გარდა ამისა, ასწავლეთ შეასრულოს უფროსების მოთხოვნა ან თხოვნა, გამოუმუშავეთ მოსმენის ჩვევა და კულტურა.

თუ ბავშვი გამართულად ვერ მეტყველებს, სხვა ბავშვებივით ვერ იქცევა ან აქვს ენურეზის პრობლემა, ამის გამო საბავშვო ბაღზე უარს ნუ იტყვით. შეგიძლიათ, დახმარება და კონსულტაცია ფსიქოლოგისგან მიიღოთ.

აღზარდეთ ბავშვი ისე, რომ მან არ იგრძნოს, რომ ზრდიან - თავს ახვევენ სხვის ნებას, ძალას ატანენ.

ნუ დაუწესებთ ბავშვს მძიმე და გამაღიზიანებელ რეჟიმს. ეს არ მოხდება, თუ ოპტიმალურ რეჟიმს მისი ცხოვრების პირველივე დღეებიდანვე დანერგავთ, შემდეგ კი ასაკის კვალდაკვალ ძალდაუტანებლად შეიტანთ მასში კორექტივებს. მთავარია, რეჟიმი და საბავშვო ბაღი მოარგოთ ბავშვს და არა ბავშვი რეჟიმსა და ბაღს.

მშობლის ყოველი მოქმედება ბავშვის პიროვნული, ინდივიდუალური თავისებურებებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი კეთილი, სიცოცხლით სავსე, მამაცი, ჭკვიანი, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება გაიზარდოს, სიკეთითა და სიყვარულით იყოს გარემოცული შინაც და საბავშვო ბაღშიც.

3-დან 5 წლამდე ასაკში თანდათან ყალიბდება ისეთი ემოციები, როგორიცაა სიყვარული, სინაზე, სიბრალული, თანაგრძნობა, სიკეთე. ამ გაკვეთილებს ბავშვი ჯერ შინ, შემდეგ კი საბავშვო ბაღში უნდა იღებდეს. ჩვენი, უფროსების გამოხედვა სიყვარულსა და კეთილმოსურნეობას უნდა გამოხატავდეს. ბავშვიც ჩვენგან სწავლობს, სწორედ ასე შეხედოს სხვა ადამიანებს და ჩვენი შვილებიც ისეთივე იზრდებიან, როგორებიც ვართ ჩვენ, მშობლები და აღმზრდელები. დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილებისა და თასმების შეკვრა. ეს არც ისე იოლია და დიდ მოთმინებას მოითხოვს, სამაგიეროდ, შემდეგ თვითონაც იამაყებს და თქვენც მისი მოხერხებულობით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევეგუოთ საბავშვო ბაღს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები