/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ბავშვი როლებს ასრულებს

ბავშვი როლებს ასრულებს
ჩემი გოგონა 5 წლისაა. სულ თამაშობს და სხვადასხვა როლს ასრულებს. რამდენად ნორმალურია ასეთი ქცევა? ხომ არ დაკარგავს ასე ბავშვი საკუთარ მეს?

ყველაზე მარტივ თამაშსაც კი უამრავი ფუნქცია აქვს. მოძრავი გასართობები ბავშვს ზედმეტი ენერგიის დახარჯვაში ეხმარება, სძენს მოქნილობას, გაძლეობას, კოორდინაციის უნარს. დაჭერობანა, რამის წართმევა და ხუმრობით ერთმანეთის წვალება თავისი არსით დიდად არ განსხვავდება ცხოველთა ნაშიერებისთვის დამახასიათებელი გართობისგან.

როლური თამაშები კი მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს ბავშვი ირგებს სხვადასხვა როლს და სხვადასხვაგვარ ცხოვრებისეულ სიტუაციას აცოცხლებს. როლური თამაში ბავშვისთვის მოზრდილთა სამყაროსთან ბუნებრივი შერწყმის, მომავალი ცხოვრებისთვის საჭირო ჩვევათა გამომუშავების შესაძლებლობაა.

რაც უფრო ცივილიზებულია საზოგადოება, მით უფრო მეტად აქვთ ბავშვებს ასეთი თამაშის მოთხოვნილება, გამოქვაბულის ადამიანთა და პრიმიტიულ ტომთა შვილებს როლური თამაშები არ სჭირდებოდათ - იმხანად შრომის იარაღები მარტივი იყო და მათი ათვისება ყოველგვარი მომზადების გარეშეც შეიძლებოდა; სათამაშო ინვენტარის გამოყენებით სიტუაციის გათამაშება არ ხდებოდა - ბავშვები ფეხის ადგმისთანავე მშობლების თანასწორად მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ საკვებს; დედაშვილობანას თამაში საჭირო არ იყო, რადგან უმცროსი ასაკის ბავშვებზე ზრუნვა შედარებით მოზრდილებს ისედაც უწევდათ.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად ბავშვები შრომით პროცესს ჩამოშორდნენ და წარმოიშვა როლური თამაშები როგორც ცხოვრებაში პატარების თანდათანობითი ინტეგრაციის გზა. როლური თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ყოფითი ჩვევების გავარჯიშებაა - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მძაფრი ინტერესით მიისწრაფვიან "დიდური" ცხოვრებისკენ, ყველა როდი რთავს შვილებს საყოფაცხოვრებო საქმიანობაში მონაწილეობისა თუ დახმარების ნებას. თანაც მრავალი საყოფაცხოვრებო ნივთი საკმაოდ სახიფათოა, რომ პატარას მათით თამაშის უფლება მივცეთ: ქურა ცხელია, დანები - ბასრი, ჭურჭელი - ფაქიზი და მსხვრევადი, - თოჯინა კი სათამაშო საკვებსაც დასჯერდება. ბავშვების უმრავლესობა რეალური საგნებით თამაშს ამჯობინებს, მაგრამ უარს არ იტყვიან, თუ შევთავაზებთ, თევზი პაწაწინა ტაფაზე "შეწვან" ან მოამზადონ "წვნიანი" ბოსტნეულისგან, რომელიც დედამ ფერადი ჟურნალებიდან ამოჭრა. სამი-ოთხი წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია მტვრის გადაწმენდა, ყვავილების მორწყვა... ამას ყველა ბავშვი უდიდესი სიამოვნებით აკეთებს, სანამ ეს სასიამოვნო გასართობიდან ყოველდღიურ მოსაწყენ საქმიანობად არ იქცევა.

ფსიქოთერაპია თამაშით

ბავშვის ცხოვრებაში არცთუ ისე ცოტაა უსიამოვნო, მატრავმირებელი მომენტი, რომელთა ნეგატიური გავლენა შეიძლება სწორედ როლური თამაშების მეშვეობით შევამსუბუქოთ. მაგალითად, ბავშვთა პოლიკლინიკაში წასვლისას პატარა ისე ძლიერ არ აღელდება, თუ წინასწარ სახლში "ექიმობანას" გაითამაშებთ. სამედიცინო სათამაშო ნაკრები ბავშვისთვის აუცილებელია. ჯერ ერთი, პატარებს ძალიან მოსწონთ, როცა ვინმეს "მკურნალობენ", მეორეც, თამაშ-თამაშით ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ პირველი სამედიცინო დახმარების წესები, ვაჩვენოთ, როგორ იზომება სიცხე, ავუხსნათ, რა საჭიროა ანალიზების გაკეთება. შეიძლება, სათამაშო ცხოველებს "ავუცრათ" და სხვა სამედიცინო პროცედურებიც ჩავუტაროთ. ამ დროს ბავშვი თოჯინების ნაცვლად გადაიტანს სხვადასხვა ემოციას და ქცევის სხვადასხვა ვარიანტს განახორციელებს. მიეცით პატარას საშუალება, იყოს ჯერ მკაცრი, მერე კეთილი ექიმი, სხვადასხვაგვარი რეაგირება მოახდინოს "პაციენტების" სხვადასხვაგვარ ქცევაზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ასეთი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ პატარას თამამად წავიყვანთ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურაზე. მას აღარ ემუქრება შიშის განცდა და ძლიერი სტრესი, რადგან ამ სიტუაციას უკვე კარგად იცნობს. ყველაფერთან ერთად, თამაშის დროს ბავშვი თვითონვე წარმართავს მოვლენათა მსვლელობას, რაც მას თავდაჯერებას მატებს.

სწავლების საშუალებები

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაფერს თამაშით სწავლობენ. თუ თამაშის დროს სხვადასხვა ყოფითი სიტუაციების მოდელირებას მოვახდენთ, სწავლება უფრო იოლად წარიმართება. მაღაზიობანას თამაშის დროს ბავშვი შეისწავლის მაღაზიაში მოქცევის წესებს, შეიტყობს, რა არის სასწორი, რას ნიშნავს წონა და რაოდენობა, რა საჭიროა ფული...

ბავშვებს განსაკუთრებით იტაცებთ რთულსიუჟეტიანი როლური თამაშები მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით. გამოიყენეთ ეს მათი განვითარებისთვის. ბავშვებს სწავლება უფრო უყვართ, ვიდრე სწავლა. სწორედ ამ სურვილის განხორციელებაა მასწავლებლობანა. თანაც ამა თუ იმ როლში ბავშვს შეცდომისა არ ეშინია, რადგან ეშლება "ბაჭიას" ან "ფისოს" და არა მას. პატარა სხვის შეცდომებს აფასებს და მათზე სწავლობს.

სათამაშოების დახმარებით შეიძლება ასევე ზოგიერთი სახიფათო სიტუაციის მოდელირება, რომელთა მეშვეობითაც ბავშვი ისწავლის, როგორ მოიქცეს ქუჩაში ან ვის მიმართოს, თუ დედიკოს ან მამიკოს ჩამორჩა და დაიკარგა.

როლურ თამაშებს განსაზღვრული წესები არ აქვს. თითოეულს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ ცვალოს სიუჟეტი და ხასიათები. როლური თამაშები თითოეული ბავშვისთვის იმდენად ორგანული და ბუნებრივია, რომ მათში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს დამოუკიდებლადაც შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის, უფროსებისთვის, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ მხოლოდ თვალს კი არ ვადევნებთ და მოვუსმენთ, არამედ მონაწილეობასაც მივიღებთ ამ თამაშებში, რათა სულ ცოტა ხნით მაინც თავი ბავშვად წარმოვიდგინოთ და უკეთ გავუგოთ შვილს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა მოსდის ბადურა გარსს
რა მოსდის ბადურა გარსს
ბადურა ძალზე სათუთი ორგანოა. მის პათოლოგიაში შეიძლება გადაიზარდოს არაერთი ზოგადი და სისტემური დაავადება.
სრულად
რატომ და როგორ ბერდება თვალი
რატომ და როგორ ბერდება თვალი
თვალი ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მხედველობის მუდმივი დაძაბვა, არახელსაყრელი ფაქტორები - სტრესი, დაბინძურებული გარემო, ვირუსული ინფექციები და სხვა - თვალის დაავადებებს იწვევს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვი როლებს ასრულებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები