/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რითია განპირობებული დღეგრძელობა

რითია განპირობებული დღეგრძელობა
ეს გამოცანაა, რომლის ამოხსნასაც გერიატრები ცდილობენ.

არსებობს მცნება „ცისფერი ზონები“- ასე უწოდებენ მსოფლიო რუქაზე ადგილებს, სადაც ადამიანები ამა თუ იმ მიზეზით დიდ ხანს ცოცხლობენ. ეს XX საუკუნის შუა ხანებში დააფიქსირეს. თავდაპირველად განსაკუთრებული მნიშვნელობა ამისთვის არავის მიუნიჭებია და გარკვეულ ტენდენციებს ზოგადად სახელმწიფოს აწერდნენ. მაგალითად, იაპონიაში არის კუნძული ოკინავა, სადაც ადამიანები დიდ ხანს ცოცხლობენ. ევროპაში, იტალიაში კუნძულ სარდინიაზეც ასევე ბევრი დღეგრძელი ადამიანია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, არამედ კლიმატური, გეოგრაფიული, ქცევითი. ადამიანები ცხოვრობენ განყენებულ მიკროსამყაროში თავისი მიკროკლიმატით. თუ იტალიის სანაპიროსა და იაპონიას შევადარებთ, კლიმატს შორის განსხვავება ძალიან დიდია.

ეს ადამიანები გაადგილების თვალსაზრისით შეზღუდულები არიან, ისინი მოწყვეტილები არიან მატერიკიდან და იძულებულები არიან შეეგუონ გარემოს. გამოდის ერთგვარი ინკუბატორი. ამ ადამინიების რაციონიც ადგილობრივი სეზონური პროდუქტებიდანაა წარმოდგენილი. კვებითი ჩვევები კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დღეგრძელობაზე.

ამჟამად ბერი კვლევა მიმდინარეობს, რომლის მიზანიცაა გენეტიკურად გამოიკვლიონ დღეგრძელებს შორის არსებობს თუ არა საერთო. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს ადამიანები არა უბრალოდ ცოცხლობენ 95-100 წლამდე, ისინი სიცოცხლის უმეტეს პერიოდში აქტიურები არიან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამისათვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და სხვადასხვა ემოციურ გარემოსადმი წვდომა. თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს და მისი ერთადერთი გასართობი სახლის წინ გასეირნება ან სკამზე ჩამოჯდომაა, ის სწრაფად დაბერდება. დიდ როლს ასრულებს ოჯახში ხანდაზმულ ადამიანებთან ურთიერთობა.

მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებზე უარის თქმა. დიდ როლს ასრულებს ემოციური ფონი. ქრონიკული სტრესი იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ქრონიკული ანთების მარკერების წარმოქმნას. ჩვენ შეიძლება ეს ცვლილებები ფიზიკურად ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ ის იწვევს უჯრედშიგნით დაზიანებებს და მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

საკვებად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტები. ძირითადი პრინციპია ბევრი უჯრედისი, ცეხვლი პირი, ხილი, ბოსტნეული - რაც იწვევს ოპტიმალური მიკროფლორის შენარჩუნებას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობს და ქმნის გარკვეულ კვებით ჩვევებსა და მოდელს, რომლის დაცვაც მარტივი იქნება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვირუსის მსხვერპლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსის მსხვერპლი

ჰაერზე ნაკლებად ყოფნა, ვიტამინებით ღარიბი საკვები და ა.შ. ამ ფაქტორების ერთობლიობა, თავის მხრივ, ქრონიკული პროცესების გამწვავებისა და ახალი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ეს უფრო შესამჩნევია ბავშვის მზარდი, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ორგანიზმისთვის.

როგორ ხდება ბავშვი ვირუსული ინფექციების "მსხვერპლი"? გვესაუბრება ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა მიმართულების კათედრის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.

- ძირითადად რომელი ინფექციური დაავადებები გვხვდება ამ სეზონზე და რითაა ეს განპირობებული?

- ინფექციური დაავადებების გავრცელების გზები შემდეგია:

  • ჰაერწვეთოვანი.
  • ფეკალურ-ორალური.
  • საყოფაცხოვრებო-კონტაქტური.
  • ტრანსმისიული.
  • ასევე ხდება მისი გავრცელება ტრანსპლაცენტურად.

ამ სეზონზე ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებები გვხვდება (თუმცა არც სხვა ინფექციური დაავადებებია იშვიათი). მათ რიცხვს ეკუთვნის:

  • სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები: წითელა, წითურა, ჰერპესვირუსული დაავადებები (ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესი) და ა.შ.
  • ინფექციური დაავადების აგენტის წყაროები (მაგ.: უკვე დაავადებული ადამიანი).
  • ინფექციის გადაცემის მექანიზმი.
  • ორგანიზმის მიერ ინფექციის მიმღებლობა.

უფრო გასაგებად და მარტივად რომ ავხსნათ, უკვე დაავადებული ადამიანი გარემოში ვირუსს გამოყოფს ნერწყვთან და ლორწოსთან ერთად ცემინების, ხველების, ლაპარაკის დროს. რაც უფრო მცირე ზომისაა ვირუსი, უფრო დიდხანს რჩება იგი ჰაერში, დიდი ზომისა კი იოლად ილექება საყოფაცხოვრებო თუ სხვა საგნებზე.

ზამთარში შენობა-ოთახები ნაკლებად ან საერთოდ არ ნიავდება, თან ორგანიზმი დაბალი ტემპერატურის გამო ადვილად ცივდება, რაც მის თავდაცვისუნარიანობას აქვეითებს და ეს ყოველივე დაავადების განვითარების, ვირუსის მიღების რისკს აძლიერებს. ამითვე აიხსნება საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების ეპიდაფეთქებები. ეპიდემიური პროცესის განვითარებისთვის, მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელია მესამე რგოლის - ინფექციისადმი მიმღებლობის არსებობა.

საუბარია იმუნიტეტზე, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე. იმუნიტეტი შეიძლება იყოს ბუნებრივი, სახეობრივი, თანდაყოლილი ანუ გენეტიკურად ფიქსირებული. ასეთი იმუნიტეტით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი არ ავადდება ცხოველებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ინფექციით და პირიქით, ცხოველი არ ავადდება წითელათი, ქუნთრუშათი, მენინგოკოკური ინფექციით და სხვა.

ბუნებრივი იმუნიტეტის შესუსტებას ხელს უწყობს მთელი რიგი ფაქტორები:

  • ორგანიზმის ფიზიოლოგიური დარღვევები.
  • კვების დარღვევა (რაოდენობრივი, ხარისხობრივი).
  • ორგანიზმის გადაციება და ა.შ.

- ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა რას გულისხმობს?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვთა ასაკის ძირითად პათოლოგიად სასუნთქი ორგანოების დაავადებები ითვლება, ყველაზე ხშირი კი მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებია, ამ დაავადებათა პრევენციას სერიოზული მიდგომა ესაჭიროება არა მარტო ოჯახის წევრების, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. მწვავე რესპირაციული ინფექციების ასე ხშირად განვითარებას ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს.

ენდოგენურ რისკფაქტორებს ეკუთვნის:

  • სასუნთქ ორგანოთა დაავადებებისადმი ოჯახური წინასწარგანწყობის არსებობა.
  • არასასურველი პერინატალური (მუცლადყოფნის პერიოდში) განვითარება.
  • იმუნიტეტის ასაკობრივი თავისებურებები.
  • თანარსებული დაავადებები.

ეგზოგენური რისკფაქტორებიდან გამოიყოფა:

  • ბაგა-ბაღების რისკფაქტორები
  • ოჯახში არასაკმარისი სანიტარული პირობები
  • არადამაკმაყოფილებელი ყოფითი პირობები
  • არარაციონალური კვება და არასწორი დღის რეჟიმი
  • არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო
  • სტრესული სიტუაციები (არაჯანსაღი დამოკიდებულება ოჯახში)

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად საჭიროა:

  • დაავადებული ადამიანის იზოლაცია
  • სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა
  • ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება, რომლის ძირითად მიმართულებად იმუნოპროფილაქტიკა ითვლება.

იმუნოპროფილაქტიკის მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდების კომბინირებული გამოყენება. სპეციფიკურ მეთოდში იგულისხმება - ვაქცინაცია, ხოლო არასპეციფიკურში - იმუნოპროფილაქტიკა - ინტერფერონისა და იმუნომოდულატორების გამოყენება.

ბავშვის იმუნოპროფილაქტიკისთვის პედიატრი შეარჩევს, თუ რომელი მეთოდია უფრო მიზანშეწონილი კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ სანამ ბავშვს ამა თუ იმ იმუნომასტიმულირებელ პრეპარატს მისცემთ, უმჯობესია, კონსულტაცია მიიღოთ თქვენი პირადი ექიმისგან, ზოგადად კი, გირჩევთ:

  • ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე.
  • გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბავშვის საძინებელი ოთახი.
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტი სტუმრებთან, მით უმეტეს, თუ ბავშვი წლამდე ასაკისაა.
  • მოუმზადეთ ვიტამინებით მდიდარი, მრავალფეროვანი საკვები. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, მაშინ დედის რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ პირობებს; ხოლო თუ დედა დაავადდა, ბავშვის კვება ძუძუთი უნდა გაგრძელდეს, თვითონ კი სამედიცინო პირბადე გამოიყენოს პატარასთან ურთიერთობისას.
  • პედიატრთან შეთანხმებით, ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ ჩვილის ფიზიკური გამოწრთობა.
  • სასურველია ოჯახის წევრები მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩვილის თანდასწრებით ნუ მოსწევთ სიგარეტს.

დაიმახსოვრეთ! გაცილებით იოლია დაავადების თავიდან აცილება, ვიდრე მისგან განკურნება.