/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მეტყველების დარღვევები და მათი მკურნალობა

მეტყველების დარღვევები და მათი მკურნალობა
დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის ერთ და ბავშვების ოთხ პროცენტს მეტყველების სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღენიშნება.

ამასთანავე, მამრობითი სქესის წარმომადგენლები სამჯერ უფრო ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას. რისი ბრალია მეტყველების დარღვევა და როგორ შეიძლება დღეს მსგავსი დეფექტების აღმოფხვრა? ამ საკითხებზე მეტყველების კორექციის კაბინეტ "ლოგომედის" ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- მეტყველების დარღვევის მიზეზთა შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რომლებიც სავსებით ან ნაწილობრივ ხსნიან ენის ბორძიკის პირველად მიზეზებს. ამ თეორიათა მიხედვით, მეტყველების მოშლის ყველაზე გავრცელებული (67,5%) მიზეზი შიში და ემოციური სტრესია. სიხშირით მეორე ადგილზეა (27,5%) მოტეხილობები და ტრავმები, მესამეზე - ინფექციური დაავადებები. არსებობს მეტყველების დარღვევის წინასწარგანმსაზღვრელი მიზეზებიც, მათ შორის - ასაკი (პაციენტთა უმრავლესობას მეტყველების დარღვევა 2-დან 5 წლამდე ასაკში ეწყება) და მემკვიდრეობა. დეფექტი სხვებზე ხშირად უყალიბდებათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ოჯახში ორ ან მეტ ენაზე საუბრობენ.

- დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მეტყველების დეფექტების მკურნალობის კომპლექსური მეთოდი. რა ღონისძიებებს მოიცავს ეს თერაპია?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ენის ბორძიკი მეტყველების მარტივი დეფექტი როდია, ეს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური პრობლემაა, ამიტომ მისი კორექციის საუკეთესო მეთოდად კომპლექსური თერაპია მიიჩნევა. იგი ითვალისწინებს ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. აუცილებელია ნერვულ-რეფლექსური, არტიკულაციური და ფსიქოემოციური სფეროების მოწესრიგება. კომპლექსური თერაპია რამდენიმე სახის ღონისძიებას მოიცავს: მეტყველების კორექციის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, ფსიქოთერაპიას, ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს, სუნთქვით ვარჯიშებს, ვარჯიშებს დიქციისთვის, კლასიკურ და წერტილოვან მასაჟს. ზოგჯერ საჭიროა მკურნალობის კურსში ფიტოთერაპიულ საშუალებათა ჩართვაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეთოდი არ მოითხოვს ანტიდეპრესანტებისა და სხვა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატების გამოყენებას. მეტყველების კორექციის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები პაციენტს თავისუფალი და ლაღი, საჭირო ტემპის მეტყველების ფორმირებაში ეხმარება, სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით კი ის განსაზღვრული სიმაღლისა და სიხშირის ბგერების (ობერტონების) წარმოთქმას სწავლობს. ადამიანის მეტყველებაში რამდენიმე კუნთი მონაწილეობს, საკმარისია, თუნდაც ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ ეს თვალნათლივ აისახება მეტყველებაზე. კლასიკური და წერტილოვანი მასაჟის მიზანი სწორედ მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და მთლიანად არტიკულაციური აპარატის მოდუნება-რელაქსაციას ისახავს მიზნად, რათა შემდგომი ვარჯიშისას ისინი მთლიანად დაემორჩილონ ადამიანის ნება-სურვილს. მასაჟი კომპლექსური თერაპიის პირველი რგოლია და დიდწილად განსაზღვრავს შემდგომი თერაპიის ეფექტს. დიქციის გასავარჯიშებელი პროცედურების მიზანი ლაპარაკის დროს ენისა და ტუჩების სწორი მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფაა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელსაც პაციენტი საშინაო დავალების სახით შინაც აგრძელებს. დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ენის ბორძიკი ფსიქოემოციური წრის დარღვევის შედეგი გახლავთ, ამიტომ კომპლექსური თერაპიის დიდი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ეთმობა.

- მკურნალობის შედეგს უპირატესად თერაპიის დაწყებამდე პაციენტის განწყობა განსაზღვრავს. კიდევ რომელი ფაქტორები მოქმედებენ თერაპიის მსვლელობაზე?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

" მკურნალობის შედეგი მართლაც ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ემოციებსა და გრძნობებზე. თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია, მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს და გათავისუფლდეს ზედმეტი დაძაბულობისგან. მან უნდა შეიცვალოს საკუთარი დეფექტისადმი დამოკიდებულება და დაძლიოს შიში, მოიცილოს ყოველგვარი უჩვეულო ჟესტი და მიმიკა, რომელსაც მეტყველებისას იშველიებს. მეტყველების კორექცია უდიდეს ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ პაციენტმა ენერგია უნდა მოიკრიბოს და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოს. თერაპიის მსვლელობაზე ძლიერ დადებითი გავლენა აქვს ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულსა და თანადგომას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საზაფხულო პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პრობლემა

საზაფხულო რაციონში ხილი და ბოსტნეული ჭარბობს, უმთავრესად - უმი, თერმულად დაუმუშავებელი. ხომ არ ავნებს ბავშვს ასეთი კვება? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.

  • ცნობილია, რომ უმი ხილი და ბოსტნეული კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალი ნაზი ორგანოა და ზოგიერთი პროდუქტის - ხილის, კენკრის, უმი ბოსტნეულის - უხვ მიღებაზე ანთებით, რეაქციული პანკრეატიტით რეაგირებს.

არასახარბიელო სიტუაციაში - ეს შეიძლება იყოს მშობლებთან განშორების სტრესი, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია თუ კვების რაციონის ცვლილება - კუჭქვეშა ჯირკვალი დარტყმას თავის თავზე იღებს.

  • რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ ზაფხულში?

- ხშირად ხდება ასე - ბავშვი აგარაკზე მიგვყავს, ქალაქის სიცხეს ვარიდებთ, იქ კი უეცრად პრობლემა იჩენს თავს: პირველ დღეებში პატარა ხარბად ეტანება ხილს, კენკრას, ბოსტნეულს, მერე კი უეცრად უარს ამბობს მათზე, ეწყება შემაწუხებელი ჩივილები და ბებია და პაპა იძულებული ხდებიან, შვილიშვილი ქალაქში, მშობლებთან დააბრუნონ. ბავშვი უჩივის გულისრევას, მუცლის ტკივილს, აქვს ნაწლავთა მოქმედების გახშირება საკვების მოუნელებელი ნაწილებით, უმადობა, პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი.

ამგვარად, კვების ჩვეული რეჟიმისა და რაციონის მკვეთრი ცვლილების ფონზე ვითარდება რეაქტიული პანკრეატიტი.

  • როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- რეაქტიულ პანკრეატიტზე ეჭვის მიტანისთანავე ბავშვი უნდა ვაჩვენოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს. თუ მან დიაგნოზი დაადასტურა, პანიკას ნუ აჰყვებით - საბედნიეროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დაავადება, ეს მხოლოდ ორგანიზმის მზაობაა ამ დაავადებისთვის. საწყის ეტაპზე კუჭქვეშა ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი ცვლილებები შექცევადია.

კუჭქვეშა ჯირკვლის არასასურველი რეაქციების პროვოცირება რომ არ მოხდეს, ხილი და კენკრა ბავშვს თანდათან, ნორმირებულად უნდა მივაწოდოთ, აგარაკზეც დავიცვათ მისი კვების ჩვეული რეჟიმი.

თუ პანკრეატიტის ნიშნები მაინც გამოვლინდა, 1-2 კვირა ბავშვი მკაცრ დიეტაზე გადავიყვანოთ. რაციონიდან ამოვიღოთ უმი ბოსტნეული, ხილი, კენკრა და მათი წვენები. რაციონი თანდათანობით გავამდიდროთ მწიფე ხილით, ბოსტნეულით, წყალში გაზავებული წვენებით, თავდაპირველად - 1:1, მერე კი 1:3 თანაფარდობით.

ასე რომ, ხილ-ბოსტნეული პატარა ბავშვისთვის საშიში არ არის. თუ ზომიერებას დავიცავთ, პრობლემები არასოდეს შეგვაწუხებს.

  • გასტროენტერიტი (საჭმლის მონელების დარღვევები)

გასტროენტერიტი არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას ან ორივეს ერთად და ხშირად თან ახლავს ცხელება ან მუცლის კოლიკის ტიპის ტკივილი.

  • გასტროენტერიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცით;

  • ინფექცია იწვევს ღებინებას, დიარეას, მუცლის კოლიკას, ცხელებას, უმადობას, შედეგად კი ვითარდება გაუწყლოება;

  • ბავშვის სიმპტომები და ანამნეზი ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში;

  • ბავშვებისთვის ხელების დაბანისკენ მითითება და არასწორად მომზადებული საკვებისგან თავის არიდების სწავლება არის გასტროენტერიტის პრევენციის საუკეთესო გზა;

  • საჭიროა სითხეები და რეჰიდრატაციული ხსნარები, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია, რომ ბავშვი გასინჯოს ექიმმა.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე