რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ მშობლები ამ ამბავს ჯეროვანი ყურადღებით არ ეკიდებიან. მუცლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გაზებმა, არასწორმა კვებამ, სხვადასხვა ნაწლავური ტიპის ინფექციებმა და მათ შორის  მწვავე აპენდიციტმა, რომელიც ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა და ოპერაციული აქტივობის 65%–70% სწორედ აპენდიქტომიაზე მოდის. ეს ერთი შეხედვით "მარტივი" დაავადება სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს თუ არ მოხდა ექიმთან დროული მიმართვა. სწორედ ამიტომ "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ფერაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ მუცლის ტკივილი გრძელდება 2
საათზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. მწვავე აპენდიციტზე უფრო დეტალურად კი თავად ლევან ფერაძე გვესაუბრება.
რა ნიშნავს მწვავე აპენდიციტი?

დავიწყოთ იმით, რომ მწვავე აპენდიციტს ხშირად ეძახიან ბრმა ნაწლავის ანთებას, რეალურად კი ეს არ არის. აპენდიციტი ბრმა ნაწლავის ჭია დანამატის ანთებაა და ოპერაციის დროს
სწორედ მისი მოკვეთა ხდება. თავად ბრმა ნაწლავი საკმაოდ მოზრდილი და  მსხვილი ნაწლავის მნიშვნელოვანი უბანია.
მწვავე აპენდიციტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია - აპენდიქსის ამოკვეთით (აპენდექტომია).

რა არის მწვავე აპენდიციტის გამომწვევი მიზეზები?

ზოგადად აპენდიქსი საჭმლის მომნელებლ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბალახისმჭამელ ცხოველებში. ევოლუციურად ადამიანებში მას ეს ფუნქცია დაკარგული აქვს და წარმოდგენილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთგვარი ჩიხის სახით. ვინაიდან ის ყრუ დაბოლოებაა, საკვებით ავსების შემდეგ რთულდება მისი დაცლა შესაბამისად, როცა შიგთავსის დაყოვნება ხდება დიდი ხნით და თან შიგთავსი სავსეა მიკრობული ფლორით, ანთების განვითარების შანსი საკმაოდ მაღალი ხდება. ანთების დროს კი საჭიროა  მისი ამოკვეთა. კონკრეტული მიზეზი, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება არ არსებობს და ამას არც კვების ტიპთან აქვს განსაკუთრებული კავშირი. დაკვირვების საფუძველზე დგინდება, რომ აპენდიციტის შემთხვევაში გენეტიკურ განწყობასაც აქვს მნიშვნელობა.

როგორ უნდა ამოვიცნოთ მწვავე აპენდიციტი? როგორია მისი სიმპტომები?

აპენდიციტი იწყება მოვლითი ხასიათის ტკივილით ეპიგასტრიუმის მიდამოში ანუ კუჭის მიმდებარედ. დაახლოებით 2-6 საათის შემდეგ კი ტკივილი ინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსთან და ის იღებს მუდმივ ყრუ ხასიათს. ამ დროს უკვე აუცილებელია  მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ან პირად პედიატრს. ზოგადად, როდესაც ბავშვის მუცლის ტკივილი გრძელდება 2 საათზე მეტ ხანს და აქვს მუდმივი ხასიათი, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა აუცილებელია.

აპენდიციტის სიმპტომები ასევე მოიცავს დაბალ სიცხიანობას, გულისრევას შეგრძნებას პირღებინებით ან მის გარეშე, უმადობას, სისუსტეს. ბავშვი, როგორც წესი, წევს მარჯვენა გვერდზე და არ სურს სიარული. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი რომ აპენდიქსის ანთების დროს ბავშვს მარჯვენა ფეხი უკავდება. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ყოველთვის ასე არ ხდება.
აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხო, მუცლის ტკივილის დროს ბავშვს ხშირად თვითნებურად უკეთებენ ოყნას, რაც მიუღებელი პრაქტიკაა. რეალურად ოყნა საკმაოდ სერიოზული სამედიცინო პროცედურაა. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორ და რითი კეთდება. როგორც წესი ბინაზე ოყნას აკეთებენ  ჩვეულებრივი ონკანის წყლით ან ჰიპერტონული (მარილიანი) წყლით, რაც სამედიცინო თვალსაზრისით რეკომენდებული არაა. ამ დროს ყველაზე უსაფრთხო ფიზიოლოგიური ხსნარია. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უმჯობესია ოყნა გაკეთდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომენდაციით და არა თვითნებურად სახლში, რადგან არასწორად გაკეთებულმა ოყნამ იმდენად სერიოზული გართულება შეიძლება გამოიწვიოს რომ შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს.

რა ხდება, როდესაც ამ სიმპტომების დაფიქსირების დროს არ ხდება დროული მიმართვა სტაციონარში?

სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. დაგვიანების დროს ხდება აპენდიქსის პერფორაცია ანუ გახეთქვა, ვითარდება საკმაოდ მძიმე დაავადება პერიტონიტი - მუცლის ფარის ანთება. მას მრავალი გართულება შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის სეფსისიც. ამ დროს ბავშვს უკვე სჭირდება ინტენსიური თერაპია და ძალიან ძლიერი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მუცლის ტკივილის და აღნიშნული სიმპტომების დაფიქსირებისას კლინიკაში დროულად მიმართვას.  პერიტონიტის განვითარების დრო ინდივიდუალურია და ის შეიძლება იყოს 10 - 24 საათი.

როგორ ხდება აპენდიციტის დიაგნოსტირება?

ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის კვლევა, ვაგროვებთ სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. ზოგადად ჩვენს კლინიკაში ასეთი სტანდარტია - ვიდრე 100%–ით არ დავრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს აპენდიციტთან,  ოპერაციას არ ვაკეთებთ. ნებისმიერ ჩარევას შეიძლება გარკვეული გართულება მოჰყვეს, ამიტომ მუცლის ტკივილის დროს ხელაღებით აპენდიქტომიის გაკეთება სწორი ტაქტიკა არ არის.

თუ ექოსკოპიურად მუცლის ღრუში ვნახულობთ თავისუფალ სითხეს, ესეც მწვავე აპენდიციტის ერთ–ერთი მიმანიშნებელია. სითხის კონსისტენციის მიხედვითაც შეგვიძლია განსაზღვრა ანთებადია იგი თუ არა. კვალიფიციური ექოსკოპისტი საზღვრავს თავად აპენდიქსის დიამეტრსაც. თუ იგი 6 მილიმეტრზე მეტია, ესეც ანთების მაჩვენებელია.

დროული მიმართვისას აპენდიციტის ამოკვეთა რამდენად რთული ქირურგიული ჩარევაა?

თუ გვაქვს საწყისი სტადია და დესტრუქციული ცვლილებები არ არის დაწყებული, ანუ პროცესი ჩირქოვან ანთებაში არ არის გადასული, მაშინ აპენდიციტი საკმაოდ მარტივად იკურნება ოპერაციულად. ოპერაციას დაახლოებით 30–40 წუთი სჭირდება და 2–3 დღის შემდეგ პაციენტი კლინიკიდან ეწერება.

თუმცა, ზოგადად, აპენდიციტი არც ისე მარტივი დაავადებაა, როგორც მას ხშირად ექიმებიც და პაციენტის მშობლებიც უყურებენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოპერაცია 2 საათნახევარიც კი გაგრძელებულა. ეს დამოკიდებულია აპენდიქსის ლოკალიზაციაზე. ზოგჯერ საქმე გვაქვს მის ატიპიური მდებარეობასთან, რაც ტექნიკურად ართულებს ოპერაციას და შესაბამისად საჭიროებს მეტ დროს.  
აპენდიქტომია კეთდება როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიულად. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.

როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?

თუ გვაქვს მარტივი ფორმის მწვავე აპენდიციტი, მაშინ რეაბილიტაცია ძალიან იოლია. პაციენტს 2 კვირის განმავლობაში ენიშნება დიეტა. ხოლო პერიტონიტის  განვითარების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესიც საკმაოდ ჭიანურდება. ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ხანგრძლივი დიეტა, რომელიც გამორიცხავს ისეთ საკვებს, რომელიც მუცლის შებერვას იწვევს და ძნელია მოსანელებლად. აქვე იზრდება ისეთი დაავადების რისკი, როგორიცაა ნაწლავთა შეხორცებითი გაუვალობა.


რა ასაკის ბავშვებში გვხვდება მწვავე აპენდიციტი ყველაზე ხშირად?

ყველაზე ხშირად მწვავე აპენდიციტი 6–15 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. შემთხვევათა 70% სწორედ ამ პერიოდზე მოდის. შედარებით იშვიათია მწვავე აპენდიციტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა თუ გვხვდება, იგი გამოირჩევა საკმაოდ მძიმე მიმდინარეობითა და ხშირი  გართულებებით.

5 წლამდე ბავშვებში აპენდიციტი რატომ გვხვდება იშვიათად, თუმცა რთული ფორმით?

5 წლამდე ბავშვებში აპენდიქსს აქვს ძაბრის ფორმა და შესაბამისად მისი დაცლა ადვილად ხდება. სწორედ ამიტომაცაა მწვავე აპენდიციტი იშვიათი ამ ასაკში. მოგვიანებით მისი ფორმა იცვლება და ყალიბდება გარკვეულ ჩიხად, რომელიც უკვე ვახსენეთ ზემოთ.

5 წლამდე პატარებში აპენდიციტი განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა იმიტომ, რომ ვითარდება ატიპიურად და დიაგნოზის დასმა შედარებით რთულია. ბავშვი ვერ აფიქსირებს ტკივილის ლოკალიზაციას, ხშირად არ იძლევა საშუალებას გულდასმით ჩატარდეს მუცლის პალპაცია. შეშინებულია და ძნელად შემოდის კონტაქტში. აქ ბავშვთა ქირურგს სჭირდება დიდი ტაქტი და მოთმინება, პატარა პაციენტთან კომუნიკაციის დამყარების უნარი. მაქსიმალურად უსაფრთხო და დამამშვიდებელი გარემოს შექმნა.

პროცესი იწყება განსხვავებულად - თავიდანვე მუცლის ძლიერი ტკივილით, მაღალი სიცხით, ღებინებით. ბრმა ნაწლავის არასწორი ფიქსაციის გამო, აპენდიქსის მდებარეობა ატიპიურია და მიემართება მცირე მენჯისკენ (რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით არის კიდევაც ძირითადი მიზეზი ამ ასაკში მწვავე აპენდიციტის განვითარების) ამიტომ ანთების შემთხვევაში აღიზიანებს შარდის ბუშტის უკანა და სწორი ნაწლავის ზედა კედელს. შედეგად ხშირია ცისტიტის და ნაწლავთა აშლილობის (დიარეა) მოვლენები, რომელსაც სხვადასხვა დაავადებებს მათ შორის ენტეროვირუსულ ინფექციასაც უკავშირებენ. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას იწყებენ  ანტიბიოტიკებით, რაც თავის მხრივ შლის  ზოგად კლინიკურ ფონს  და უფრო ართულებს დიაგნოსტიკას.

სწორედ ამ მიზეზების გამო ხდება დაგვიანებული დიაგნოსტიკა, რამაც შეიძლება  მძიმე შედეგის წინაშე დაგვაყენოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ - 2 საათზე მეტ ხანს გახანგრძლივებული მუცლის  ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მიმართეთ ექიმს. არ მისცეთ პაციენტს ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, არ გაუკეთოთ ოყნა ექიმის რეკომენდაციის გარეშე და ამ სინდრომს ზოგადად მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ როგორც მშობლები ასევე ექიმებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას მთელ ოჯახს!

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
4-6 თვის ასაკიდან ბავშვების რაციონში დამატებითი კვება შედის. მნიშვნელოვანია, ის პროდუქტები,
პედიატრიულ კლინიკებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან მათი პაციენტები პატარები არიან, ბავშვები, ვისთვისაც ექიმთან წასვლა დამატებითი სტრესია,
როცა პატარას სიცხე აუწევს, მშობელი გრიპზე ფიქრობს, მით უფრო, თუ ზამთრის სეზონია და
დიაგნოზი „გაციება“ სინამდვილეში არ არსებობს და ეს ცნება, როგორც წესი, ვირუსულ დაავადებას გულისხმობს.
გასული წლების მსგავსად, სეზონური რესპირატორული ინფექციები საქართველოში წელსაც ძალიან აქტუალურია.
ხშირად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირველივე ნიშნებიდან დედები იწყებენ ბავშვის მკურნალობას გაციების საწინააღმდეგო,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად