/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

როგორ მოვუწესრიგოთ ბავშვს კუჭის მოქმედება საკვების მეშვეობით

იშვიათია ბავშვი, კუჭის მოქმედება იდეალურად რომ ჰქონდეს მოწესრიგებული. ზოგს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგს - აშლილობისკენ, და თუ ეს

ნაწლავური ინფექციით ან რომელიმე სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული, მიზეზი საკვებსა და კვების არასწორ რეჟიმში უნდა ვეძებოთ. გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

- შესაძლებელია თუ არა, ბავშვის კუჭ-ნაწლავის მოტორიკა საკვების მეშვეობით ვარეგულიროთ?

- ნაწლავების მოტორიკა - მოძრაობა, მოქმედება, რომელზეც დამოკიდებულია განავლის რაგვარობა, თავის მხრივ, კვების ხასიათზეა დამოკიდებული. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნაწლავთა მოძრაობას ააქტიურებს და მათ დაცლას აჩქარებს, ისევე როგორც პროდუქტები, რომლებსაც საპირისპირო მოქმედება აქვს.

მშობლებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ბავშვის მენიუში ჩართონ. ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწლავური ინფექციების მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით, დიეტის გარეშე, წარმოუდგენელია. კვების რეჟიმის რეგულირება ხშირად დაავადების გართულების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება, ხოლო შეკრულობასთან ბრძოლა სამკურნალო კვების გარეშე შეუძლებელიც კია.

- რომელი პროდუქტები იწვევს კუჭ-ნაწლავის მოქმედების სტიმულაციას და ხსნის შეკრულობას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- პერისტალტიკის ზომიერ სტიმულაციას იწვევს შაქრის შემცველი, მარილიანი საკვები, ცივი კერძები. მეტ-ნაკლებად გამოხატული ეფექტი აქვს რძემჟავა პროდუქტებს: მაწონს, კეფირს, იოგურტს, ასევე - გაზიან მინერალურ წყლებს, ლიმონათს, ბურახს.

ნაწლავთა პერისტალტიკას აძლიერებს უჯრედისის შემცველი პროდუქტები, მათ შორის - ხილ-ბოსტნეული. უჯრედისით მდიდარია ბურღულიც. 100 გრამი ბრინჯი 0,5 გრამ უჯრედისს შეიცავს, აი, შვრია კი 14-ჯერ მეტს - 7 გრამს, ამიტომ შვრიის ფაფა რაციონის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა. უჯრედისით მდიდარია გაუწმენდავი და დაცეხვილი მარცვლეულის ნაწარმიც. ქატო საგრძნობლად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას, გამოაქვს ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტი, მავნე, მათ შორის - ქოლესტერინიც. მასში ბევრია B1, B2, B6, E, PP ვიტამინები, პანტოთენის მჟავა.

ბურღული ვიტამინებს დიდხანს ინარჩუნებს, რაც ზამთარში და გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწრაფი მომზადებისთვის განკუთვნილი ფაფები უჯრედისსა და ვიტამინებს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე რეგულარულად აჭმევთ ასეთ ფაფებს, რაფინირებულ და კონსერვირებულ ხილფაფებს, უნებლიეთ სერიოზული პრობლემის - შეკრულობის (ყაბზობის) ხელის შემწყობი ხდებით. როგორც დიეტოლოგები გვარწმუნებენ, თანამედროვე ბავშვების რაციონი უჯრედისის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

- რა მიიჩნევა უჯრედისის ძირითად წყაროდ?

- უჯრედისის ძირითადი წყაროა ხილი, ბოსტნეული, კენკრა, კაკალი. განსაკუთრებით მდიდარია უჯრედისით ჟოლო - 100 გრამი შეიცავს 5,1 გრამს. 100 გრამ მაყვალში 4 გრამი უჯრედისია, კაკალში, გარგარის ჩირში, ფინიკის ჩირში, შავ ქლიავში - 3-4 გრამი, ლეღვში - 2,5 გრამი (მას აქვს ძლიერად გამოხატული ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი).

ასევე დაგაინტერესებთ
წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს

ბოსტნეულიდან გამოვყოფდი ჭარხალს. ბადრიჯანს. შედარებით სუსტი მოქმედება აქვს გოგრას. უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება მიზანშეწონილია ჭარბწონიანი ბავშვებისთვის. უჯრედისი ზრდის საკვების მოცულობას, მთლიანად ავსებს კუჭს და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. ბავშვი ნაყრდება საკვების კუთვნილი ულუფით და ზედმეტს აღარ ითხოვს.

- როგორ მოვაწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები უჯრედისით მდიდარი საკვებით?

- თუ ბავშვი უჩივის შეკრულობას, ყაბზობას და უმთავრესად იკვებება ქარხნული წესით დამზადებული რაფინირებული საკვებით, საჭიროა მისი ყოველდღიური რაციონის შეცვლა. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები რაციონს თანდათანობით და მცირე ულუფებით უნდა დაემატოს.

თუ უჯრედისით მდიდარ საკვებს ერთბაშად და დიდი რაოდენობით ჩავრთავთ რაციონში, შესაძლოა ამან ნაწლავთა დისფუნქცია - დიარეა, აშლილობა, შებერილობა გამოიწვიოს.

- როგორ შევცვალოთ დიარეისადმი მიდრეკილი ბავშვის რაციონი?

- ნაწლავთა გახშირებული მოქმედებისადმი მიდრეკილი ბავშვის რაციონში უნდა შევიტანოთ ისეთი საკვები, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების მოტორიკის შენელებას. ასეთია ბურღულის ნახარშზე მომზადებული წვნიანი, სქელი ფაფა, მაგარი ჩაი, წყალზე მომზადებული კაკაო, უმნიშვნელოდ დამტკბარი ხილის კისელი (წრაწი). ნაწლავების ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად, სასარგებლო მიკრობების გასამრავლებლად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება პექტინით მდიდარი პროდუქტები: ვაშლი, ბანანი, შავი მოცხარი, ატამი, გარგარი, წიწიბურა. ვაშლი აუცილებლად ტკბილი და ჩაშუშული უნდა იყოს. მჟავე ვაშლი და სხვა ხილი დიარეის დროს უკუნაჩვენებია.

- რომელი პროდუქტები არ ახდენს გავლენას პერისტალტიკაზე?

- ასეთებია:

  • მჭლე ხორცი - მოხარშული ორთქლზე ან წყალში;
  • მჭლე თევზი - უმჯობესია მოხარშული;
  • ნაკლებცხიმიანი ახალი (არამჟავე) ხაჭო;
  • პურის ორცხობილა ან გამომშრალი, წინა დღის თეთრი პური.

ამ პროდუქტების რაციონში შეტანა შეიძლება როგორც ყაბზობის, ისე დიარეის დროს. ისინი ნაწლავთა მუშაობაზე გავლენას არ ახდენს. დედამ უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტი დაეხმარება მის შვილს კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოწესრიგებაში და ამის მიხედვით შეადგინოს ბავშვის ყოველდღიური რაციონი.

კომენტარები (1)
nai
gamarjobat mainteresebs 2 wlis bavshvi rom yoveldge ar isaqmebs da yovel meore dge gadis garet normaluria?
თარიღი : 15-07-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან

გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.
სრულად
ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს

გვესაუბრება ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.
სრულად
გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს

გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.
სრულად
მუნი, ტილი და ალერგია - კანის არაინფექციური გამონაყარი

გვესაუბრება ინფექციონისტი.
სრულად
უმი ბოსნტეული და ხილი კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს - რეაქტიული პანკრეატიტი ბავშვებში

გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.
სრულად
რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები

გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნაწლავური ინფექციით ან რომელიმე სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული, მიზეზი საკვებსა და კვების არასწორ რეჟიმში უნდა ვეძებოთ. გვესაუბრება პედიატრი მარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები