სისხლჩაქცევები კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლჩაქცევები კანზე

კიდურებზე სილურჯეები - სისხლჩაქცევები, რომლებიც ტრავმებთან არ არის დაკავშირებული, სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობის შედეგია. სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობა გვხვდება როგორც ინფექციური, ასევე სისხლის სისტემის დაავადებების დროს.

სისხლის სისტემის ერთ-ერთი ასეთი დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, არის ჰემორაგიული ვასკულიტი, იგივე კაპილაროტოქსიკოზი, შენლაინ-ჰენოხის დაავადება.

განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას:

  • მარტივს (კანისას);
  • რევმატოიდულს;
  • აბდომინურს;
  • თირკმლისას;
  • ფულმინანტურს;
  • ცერებრულს;
  • შერეულს.

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ტემპერატურის მომატება;
  • კანზე ინტენსიური ჰემორაგიული გამონაყარი, რომელიც სიმეტრიულად იწყება ქვედა კიდურებიდან;
  • სახსარშიგა სისხლჩაქცევების გამო აღინიშნება სახსრების ტკივილი - ართრალგია;
  • ტკივილი მუცლის არეში - განპირობებულია კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანზე ჰემორაგიული გამონაყარის არსებობით. ამ დროს ბავშვი "მწვავე მუცლის" გამო შეიძლება საოპერაციო მაგიდაზეც მოხვდეს.

თირკმლის პათოლოგიურ პროცესში ჩართვას თან სდევს შარდში სისხლის გაჩენა - ჰემატურია. ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის. არც სისხლში შეინიშნება სპეციფიკური ცვლილებები.

მკურნალობა

მკურნალობა წოლით რეჟიმს, სპეციფიკურ კვებასა და მედიკამენტურ თერაპიას მოიცავს. საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • კვერცხი;
  • სოკო;
  • ხიზილალა;
  • შოკოლადი, ყავა, კაკაო;
  • ციტრუსები - მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი;
  • კენკრა - ხენდრო, მარწყვი, ყურძენი;
  • პომიდორი;
  • კაკალი;
  • ნებისმიერი ხილის ან კენკრის წვენი და კომპოტი.

მკურნალობაში ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენება არ არის გამართლებული. ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრა უკუნაჩვენებია.

პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე.

თრომბოციტოპენიური პურპურა, იგივე ვერლჰოფის დაავადება, ხშირია ბავშვებში და ორივე სქესის წარმომადგენლებში გვხვდება, უპირატესად კი გოგონებში. მიმდინარეობს მწვავედ და ქრონიკულად.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხვირიდან, ღრძილებიდან, ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა, რომელიც შეიძლება თვითნებურიც იყოს და მცირე ტრავმით ან ოპერაციული ჩარევით (კბილის ამოღება, ტონზილექტომია) გამოწვეული. სისხლჩაქცევა შეიძლება მოხდეს კანქვეშ, პლევრაში, მუცლის ღრუში, თვალის სკლერასა და ბადურაში. იგი ხშირია ინექციის ადგილას.

ვერლჰოფის დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს რესპირაციული გზების ვირუსული დაავადების ან ვაქცინაციის ფონზე. დაავადების დასაწყისი უეცარია. კლინიკური ნიშნები იშვიათად არის გამოხატული. ტემპერატურა იმატებს. ათიდან ერთ შემთხვევაში ელენთა ოდნავ გადიდებულია და 2-3 სმ-ზე მეტით არასოდეს გამოდის ნეკნთა რკალიდან. პათოლოგიური პროცესი რამდენიმე დღე ან თვე გრძელდება (საშუალოდ 1-1,5 თვე). სპონტანური რემისია 93%-ში გვხვდება.

პერიფერიულ სისხლში სპეციფიკური ცვლილებები არ შეინიშნება, გარდა თრომბოციტებისა, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ მაჩვენებელზე (30,0X109ლ) დაბალია. დაავადების ფორმის, მიმდინარეობისა და სიმძიმის გათვალისწინებით ინიშნება პათოგენეზური მკურნალობა.

მშობლების საყურადღებოდ: თუ ბავშვს შეამჩნიეთ სისხლჩაქცევები კანზე თუ სხვა ხილულ ადგილებში, დაუყოვნებლივ აჩვენეთ პედიატრს, ჰემატოლოგს.