თრომბოციტოპენია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

თრომბოციტოპენია - Thrombocytopenia - тромбоцитопения

თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის კლება 150X109/ლ-ზე მეტად, მიმდინარეობს სისხლდენით და სისხლის შეჩერების გართულებით ან შეუძლებლობით. ეს მდგომარეობა შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პრაქტიკულად ნებისმიერ დაავადებას. დამოუკიდებლად დიაგნოსტირდება როგორც აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა ან ვერლჰოფის დაავადება. მისი მთავარი მიზეზია თრომბოციტების პროდუქციის დარღვევა და/ან თრომბოციტების დაშლის ან მისდამი ორგანიზმის მოთხოვნილების მატება. ყველაზე ხშირად გვხვდება სწორედ აუტოიმუნური თრომბოციტოპენია.
თრომბოციტოპენიას, რომლის მიზეზიც დაუდგენელია, იდიოპათიურს უწოდებენ. შესაძლოთაგან გამოყოფენ ეპიდემიოლოგიურ და ინფექციურ მიზეზებს: შიდსს, ჰეპატიტს, ჰერპესული ინფექციის გართულებას, ინფექციურ მონონუკლეოზს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს,  გრიპს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიდურებსა და ტანზე ჩნდება სისხლჩაქცევები (სილურჯეები), სისხლდენის შესაჩერებლად ადრინდელზე მეტი დროა საჭირო, ხშირდება სისხლდენა ცხვირიდან, ვითარდება სისხლდენა პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. სისხლის კლინიკური ანალიზი აჩვენებს თრობოციტების ოდენობის შემცირებას 0-50X109/ლ-მდე (ნორმაა 150-320X109/ლ). ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ერთი შეხედვით შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია - მოსალოდნელია სისხლდენა ნებისმიერ ორგანოში, თავის  ტვინში სისხლის ჩაქცევაც კი. კატეგორიულად იკრძალება ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია ყოველდღიური აქტიურობის შეზღუდვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზირებისთვის აუცილებელია ექიმის გასინჯვა, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შედედების ფაქტორის განსაზღვრა, თრომბოციტების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გამოვლენა, ძვლის ტვინის ბიოფსია.
თრომბოციტოპენიის მკურნალობის ძირითადი მომენტებია:

  • გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა;
  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა);
  • იმუნოდეპრესანტების (ციკლოფოსფანი, ვინკრისტინი) დანიშვნა;
  • ვენაში იმუნოგლობულინის შეყვანა.

თრომბოციტოპენიის მკურნალობის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს მონოკლონური ანტი- CD20 ანტისხეულების გამოყენება.
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, წესისამებრ, თანმიმდევრულად გამოიყენება. დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, როდესაც ეს მეთოდები უშედეგოა, შესაძლოა ჩატარდეს ზედოზირებული იმუნოსუპრესორული თერაპია სისხლწარმომქმნელი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

 

 

დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად