/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი...

ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი...
მტვერი ორგანიზმის უხილავი მტერია. როგორ დავიცვათ მისგან ბავშვები?

გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- მტვერი, რომელსაც ქუჩაში ჰაერთან ერთად ჩავისუნთქავთ, შეიცავს ნიადაგის, გამონაბოლქვი აირების, საწარმოთა ქიმიური ნარჩენებისა თუ მძიმე მეტალების მარილების ნაწილაკებს. გარდა ამისა, მასში უხვად არის ბაქტერიები და ვირუსები, რომელთაც დაავადებების პროვოცირება შეუძლიათ. ის, ვინც საწარმოს მახლობლად ცხოვრობს, გაცილებით მეტ მტვერს ჩაისუნთქავს, ამიტომ ვურჩევთ, რეგულარულად ეჩვენონ ექიმს. მანგანუმის, ტყვიის მტვერმა შეიძლება მოგვწამლოს, ხოლო ცემენტისა და აზბესტის მტვერმა, თუ დიდი რაოდენობით ჩავისუნთქეთ, ონკოლოგიურ დაავადებას დაუდოს სათავე.

რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის ნაწილაკები, მით უფრო საშიშია ადამიანისთვის, რადგან უფრო ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში, აზიანებს ცხვირ-ხახას, თვალებს, კანს. თუ მტვერთან ხშირი კონტაქტი გაქვთ, შესაძლოა დაგემართოთ ფილტვების დაავადება, კონიუნქტივიტი, დერმატიტი. მტვერი შეიძლება ტუბერკულოზის მიზეზადაც იქცეს. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მტვერში დიდხანს - რამდენიმე თვიდან წლამდე ძლებს. ადვილი შესაძლებელია, მასთან ერთად არსებობდეს დიფტერიის გამომწვევი ჩხირიც, ხოლო მღრღნელების გამომშრალმა ექსკრემენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს თაგვის ცხელება, რომელიც თირკმელებს აზიანებს. გაზაფხულზე, როცა იწყება მცენარეების ყვავილობა, დამტვერიანება, მტვერი შეიცავს ალერგენებს. სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ გაზაფხულის მტვრით არის გამოწვეული.

- ქარიან ამინდში ბავშვი შეიძლება შინ დავტოვოთ, მაგრამ სად დავემალოთ ოთახის მტვერს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- შინ ჯდომა ნამდვილად არ არის გამოსავალი. ოთახის მტვერი უფრო მეტად სახიფათოა. ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების კანის ნაწილაკებს, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსულ მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ქიმიური ნაერთები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა. ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია.

ზოგიერთს ალერგიული რეაქცია უვითარდება წიგნების მტვერზე. ოთახის მტვერი კონცენტრირებულია რბილ ავეჯსა და ხალიჩებზე, განსაკუთრებით - სინთეტიკურზე, რადგან სტატიკური ელექტრობა მიუწვდომელ კუთხეებში არსებულ მტვერსაც იზიდავს. ასეთი ადგილების დასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება თითქოს მტვერსასრუტი უნდა იყოს, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არ არის. ჩვეულებრივი მტვერსასრუტის ფილტრი მტვრის თითქმის მესამედს უკანვე აბრუნებს. მტვრიანი ოთახის დასასუფთავებლად საუკეთესო გზაა სველი დალაგება და შენობის განიავება. ამასთანავე, საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრისგან. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ორგანიზმზე ოთახის მტვრის ზემოქმედება, სასურველია:

  • ბუმბულის ბალიშები და საბნები ხშირად გავანიავოთ და გავამზეუროთ;
  • ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული ოთახში არ დავფერთხოთ;
  • რბილი სათამაშოები გავწმინდოთ სველი წესით, თუ შესაძლებელია, დროდადრო გავრეცხოთ;
  • შევიძინოთ დახურული კარადები და თაროები, წიგნებიდან პერიოდულად გადავწმინდოთ მტვერი.
  • ოთახის მცენარეთა ფოთლები გადავწმინდოთ სველი ნაჭრით, შემდეგ დავნამოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

მტვრის ტკიპების საყვარელი ადგილია საწოლი. იქ მათთვის ყოველთვის არის საკვები - ადამიანის ჩამოფცქვნილი კანი - და სითბო. ამიტომ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გამოვცვალოთ ლოგინის თეთრეული. გარეცხილი თეთრეული დააუთოეთ ცხელი უთოთი, ხოლო ბალიშები, საბნები და ლეიბები არანაკლებ ორი საათით დააწყვეთ მზეზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი...

გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- მტვერი, რომელსაც ქუჩაში ჰაერთან ერთად ჩავისუნთქავთ, შეიცავს ნიადაგის, გამონაბოლქვი აირების, საწარმოთა ქიმიური ნარჩენებისა თუ მძიმე მეტალების მარილების ნაწილაკებს. გარდა ამისა, მასში უხვად არის ბაქტერიები და ვირუსები, რომელთაც დაავადებების პროვოცირება შეუძლიათ. ის, ვინც საწარმოს მახლობლად ცხოვრობს, გაცილებით მეტ მტვერს ჩაისუნთქავს, ამიტომ ვურჩევთ, რეგულარულად ეჩვენონ ექიმს. მანგანუმის, ტყვიის მტვერმა შეიძლება მოგვწამლოს, ხოლო ცემენტისა და აზბესტის მტვერმა, თუ დიდი რაოდენობით ჩავისუნთქეთ, ონკოლოგიურ დაავადებას დაუდოს სათავე.

რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის ნაწილაკები, მით უფრო საშიშია ადამიანისთვის, რადგან უფრო ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში, აზიანებს ცხვირ-ხახას, თვალებს, კანს. თუ მტვერთან ხშირი კონტაქტი გაქვთ, შესაძლოა დაგემართოთ ფილტვების დაავადება, კონიუნქტივიტი, დერმატიტი. მტვერი შეიძლება ტუბერკულოზის მიზეზადაც იქცეს. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მტვერში დიდხანს - რამდენიმე თვიდან წლამდე ძლებს. ადვილი შესაძლებელია, მასთან ერთად არსებობდეს დიფტერიის გამომწვევი ჩხირიც, ხოლო მღრღნელების გამომშრალმა ექსკრემენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს თაგვის ცხელება, რომელიც თირკმელებს აზიანებს. გაზაფხულზე, როცა იწყება მცენარეების ყვავილობა, დამტვერიანება, მტვერი შეიცავს ალერგენებს. სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ გაზაფხულის მტვრით არის გამოწვეული.

- ქარიან ამინდში ბავშვი შეიძლება შინ დავტოვოთ, მაგრამ სად დავემალოთ ოთახის მტვერს?

- შინ ჯდომა ნამდვილად არ არის გამოსავალი. ოთახის მტვერი უფრო მეტად სახიფათოა. ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების კანის ნაწილაკებს, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსულ მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ქიმიური ნაერთები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა. ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია.

ზოგიერთს ალერგიული რეაქცია უვითარდება წიგნების მტვერზე. ოთახის მტვერი კონცენტრირებულია რბილ ავეჯსა და ხალიჩებზე, განსაკუთრებით - სინთეტიკურზე, რადგან სტატიკური ელექტრობა მიუწვდომელ კუთხეებში არსებულ მტვერსაც იზიდავს. ასეთი ადგილების დასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება თითქოს მტვერსასრუტი უნდა იყოს, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არ არის. ჩვეულებრივი მტვერსასრუტის ფილტრი მტვრის თითქმის მესამედს უკანვე აბრუნებს. მტვრიანი ოთახის დასასუფთავებლად საუკეთესო გზაა სველი დალაგება და შენობის განიავება. ამასთანავე, საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრისგან. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ორგანიზმზე ოთახის მტვრის ზემოქმედება, სასურველია:

  • ბუმბულის ბალიშები და საბნები ხშირად გავანიავოთ და გავამზეუროთ;
  • ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული ოთახში არ დავფერთხოთ;
  • რბილი სათამაშოები გავწმინდოთ სველი წესით, თუ შესაძლებელია, დროდადრო გავრეცხოთ;
  • შევიძინოთ დახურული კარადები და თაროები, წიგნებიდან პერიოდულად გადავწმინდოთ მტვერი.
  • ოთახის მცენარეთა ფოთლები გადავწმინდოთ სველი ნაჭრით, შემდეგ დავნამოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

მტვრის ტკიპების საყვარელი ადგილია საწოლი. იქ მათთვის ყოველთვის არის საკვები - ადამიანის ჩამოფცქვნილი კანი - და სითბო. ამიტომ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გამოვცვალოთ ლოგინის თეთრეული. გარეცხილი თეთრეული დააუთოეთ ცხელი უთოთი, ხოლო ბალიშები, საბნები და ლეიბები არანაკლებ ორი საათით დააწყვეთ მზეზე.


- როგორ დავიცვათ თავი ქუჩის მტვრისგან?

- ქუჩის მტვერთან ბრძოლა გაცილებით რთულია. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი ჩავყლაპოთ:

  • თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, შინ დაბრუნებისთანავე მიიღეთ აბაზანა, ჩაიცვით საშინაო ტანსაცმელი, საგარეო სამოსი კი კარგად დაფერთხეთ ფანჯრიდან და რამდენიმე საათით დატოვეთ მზეზე. ტყავის სამოსი გაწმინდეთ სველი ნაჭრით;
  • შინ შესვლისთანავე ცხვირ-ხახაში გამოივლეთ ზღვის მარილის ხსნარი. თვალები ამოიბანეთ, პირში გამოივლეთ ცივი წყალი;
  • ქარიან ამინდში გაიკეთეთ დამცავი (მზის ან ჩვეულებრივი) სათვალე;
  • თუ თქვენი საქმიანობა მტვერთან კონტაქტს მოითხოვს, გამოიყენეთ პირბადე, რესპირატორი.

ქუჩის მტვერს ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური უნდა ებრძოდეს. ქუჩები უნდა დალაგდეს არა ისე, როგორც ახლა ხდება - ცოცხის მისმა-მოსმით, მტვრის აქეთ-იქით გაფანტვით, არამედ სპეციალური ქუჩის მტვერსასრუტებით. ამ ტექნოლოგიის დანერგვა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო. მაგრამ ამ მეთოდით ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებენ. საჭიროა, დასუფთავების თანამედროვე საშუალებებმა მთელი ქალაქი მოიცვას.

- რომელი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მტვერმა?

- ქუჩისა თუ სახლის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაავადებები - კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი. ამ დროს ადამიანი უჩივის დისკომფორტს, წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. თუ მკურნალობა დაგვიანდა, შესაძლოა გამონადენიც გაჩნდეს.

სახლის მტვერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს. მათი წყაროა სარეცხი ფხვნილი, ავეჯისა თუ მინის საწმენდები, სხვა საყოფაცხოვრებო- ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, იწვევს ქავილს, სიწითლეს, ქუთუთოების ალერგიულ შეშუპებას, ალერგიულ ეგზემას. ამ დროს ქუთუთოების კანი განილევა და იქერცლება.

თუ თქვენი ოჯახის წევრი მწეველია, მტვერს ემატება სიგარეტის კვამლიც, რომელიც ასევე აღიზიანებს თვალებს და იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანისთვის მტვერი საშიში არ არის, რადგან თვალს აქვს დამცავი მექანიზმი - ლიზოციმი. ასე რომ, თუ ქარიან ამინდში შინ შესვლისას წყლით თვალების ამობანას აპირებთ, ეს ფრთხილად გააკეთეთ, რათა ლიზოციმის ფენა არ ჩამოირეცხოს. უმჯობესია, წყლის მაგივრად გვირილის ან ჩაის ნაყენი გამოიყენოთ. მაგრამ ეს მხოლოდ პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა თვალის ლორწოვანზე მტვერთან ერთად მოხვედრილი ბაქტერიები თვალში არ ჩასახლდნენ.

თუ თვალიდან ჩირქოვანი გამონადენი შეამჩნიეთ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ თვალის ექიმს. ოთახის მტვერი იწვევს კანისმიერ რეაქციებსაც. მტვრიან შენობაში ადამიანი სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით ინფიცირდება. მტვერი ავსებს კანის ფორებს და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ცხიმი კანქვეშ გუბდება, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, კანზე ჩნდება გამონაყარი, ფერიმჭამელები. ნუ ეცდებით, კანი დამოუკიდებლად გაისუფთაოთ. მიმართეთ დერმატოლოგს. უხეში ჩარევით კანი შესაძლოა უფრო მეტად დაიზიანოთ და ნაიარევიც კი დაგრჩეთ.

ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მტვრიან ქუჩაში დიდხანს ყოფნისას მოსალოდნელია პროცესის გამწვავება: ცხვირში ჩნდება ქერქები, ყელში - სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი. მტვრიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლოა ცხვირ-ხახის ატროფიული ცვლილებებიც კი გამოიწვიოს. ცხვირისათვის ყველაზე ოპტიმალური გარემოა ზღვის ნოტიო ჰაერი.

- რა საფრთხეს უქმნის მტვერი მცირე ასაკის ბავშვებს?

- ბავშვებისთვის მტვერი განსაკუთრებით საშიშია. საქმე ის არის, რომ მტვერთან ერთად ორგანიზმში ხვდება ტყვია, რომელიც გროვდება და უმძიმეს მოწამვლას იწვევს. ტყვიას განსაკუთრებით აქტიურად ითვისებს ორგანიზმი, რომელიც მინერალების, მათ შორის - რკინის, კალციუმის, თუთიის ნაკლებობას განიცდის.

ორგანიზმის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის პექტინი. მას შეიცავს ვაშლის მარმელადი. პექტინი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს. ასე რომ, ხშირად აჭამეთ ბავშვს ვაშლის მარმელადი, მით უმეტეს, თუ დიდ, ხმაურიან, ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში ცხოვრობთ.

ვაშლის მარმელადის მომზადება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ: აიღეთ 1 კგ კარგად დამწიფებული ვაშლი (ანტონოვკა, ბანანი), გარეცხეთ. გათალეთ და დაჭერით, დააყარეთ 1 ჩაის ჭიქა (200 გ) შაქარი, ქვაბს კარგად დაახურეთ თავზე და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. კარგად რომ ჩაითუთქება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კვიტინი და 15 წუთს კიდევ ადუღეთ. შემდეგ ქურიდან გადმოდგით, გადაიღეთ დაბალ, მომინანქრებულ, ოთხკუთხა ჭურჭელში და გააცივეთ. შეგიძლიათ მაცივარშიც შედგათ. როცა მიღებული მასა გამყარდება, დაჭერით სასურველ ფორმებად და მიირთვით.

ერთი რამ გახსოვდეთ: ნუ ასეირნებთ პატარას ცენტრალურ, ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში. ყველაზე მეტი მტვერი ასფალტის ზედაპირიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე გროვდება, ამიტომ ბავშვები მოზრდილებზე მეტად ზარალდებიან. ეს გაითვალისწინეთ საბავშვო ეტლის შეძენის დროსაც და რაც შეიძლება მაღალბორბლებიანი შეარჩიეთ. კიდევ ერთი: ერიდეთ ქარში ბავშვის შინიდან გაყვანას.