ტყვიით მოწამვლა და მისი ეფექტები ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტყვიით მოწამვლა და მისი ეფექტები ჯანმრთელობაზე

მის ფართოდ გამოყენებას ეკოლოგიური დაბინძურება, ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება.

istockphoto-922704558-612x612-1673947779.jpg

ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია ორგანიზმის სხვადასხვა არეში ნაწილდება: ტვინში, ღვიძლში, ძვლებსა და თირკმლებში. ძვლებში დაგროვილი ტყვია ორსულობის პერიოდში სისხლის მიმოქცევაში გადადის და გავლენას ახდენს ნაყოფზე.

გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროებში შედის დნობის, წარმოების, გადამუშავების ღონისძიებები, ბენზინის და საავიაციო საწვავის გამოყენება, ტყვიის საღებავების გამოყენება. ტყვია გამოიყენება ისეთი პროდუქტების წარმოებისას, როგორიცაა ტყვიამფრქვევები, საღებავები, ვიტრაჟები, კერამიკული ჭიქები, საიუველირო ნაწარმი, სათამაშოები და ზოგიერთი კოსმეტიკური და ტრადიციული მედიკამენტი.

ტყვია ადამიანის ორგანიზში შეიძლება მოხვდეს:

  • მასალების გამოწვით წარმოქმნილი ნაწილაკების ინჰალაციის შედეგად - დნობის დროს, გადამუშავების დროს და სხვა;
  • ტყვიით დაბინძურებული წყლის (ტყვიის მილებიდან) და დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად - განსაკუთრებით სახიფათოა ტყვიისგან დამზადებული კონტეინერებიდან საკვების მიღება.

ტყვიით მოწამვლის დამატებითი წყარო შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის კოსმეტიკა და მედიკამენტები. მომხმარებლებმა ყურდღება უნდა მიაქციონ და შეიძინონ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც გავლილი აქვთ ხარისხის კონტროლი.

istockphoto-1068027684-612x612-1673947847.jpg

ტყვია ბავშვებში განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს. მათ შეიძლება განიცადონ ღრმა ან მუდმივი გვერდითი ეფექტები. მათი ორგანიზმი 4 - 5 - ჯერ მეტ ტყვიას იწოვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი. ბავშვებს ხშირად მიაქვთ ხელი პირში, რაც ხელს უწყობს ტყვიის შემცველი პროდუქტების ყლაპვას, როგორიცაა ნიადაგი, მტვერი, საღებავის ფანტელები. ტყვია შედის ორგანიზმში, ის ხვდება ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ტვინი, თირკმლები, ღვიძლი და ძვლები. ხდება მათი აკუმულირება. ეს კი იწვევს ჯანმრთელობის პრობლემების გახშირებას.

ტყვიის ზემოქმედებას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვების ჯანმრთელობას. მაღალი დოზებით ინტოქიკაციისას, ტყვია აზიანებს ტვინს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები. ბავშვებს შესაძლოა აღენიშებოდეთ გონებრივი ჩამორჩენა და ქცევითი აშლილობები. ტყვია უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებში ტვინის განვითარებაზე და იწვევვს ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) დაქვეითებას. ასევე, ყურადღების დეფიციტს, ანტისცოიალურ ქცევას. ამას გარდა, ტყვიით მოწამვლა იწვევს ანემიას, თირკმლების უკმარისობას, ჰიპერტენზიას.