რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    დადასტურდა, რომ ალერგია გავლენას ახდენს ტვინსა და განწყობაზე - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    დადასტურდა, რომ ალერგია გავლენას ახდენს ტვინსა და განწყობაზე

    შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინსა და განწყობაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში The Conversation.

    ჯერ კიდევ 1949 წელს ნევროლოგებმა შენიშნეს, რომ პაციენტებს განუვითარდათ ქცევითი და გუნება-განწყობის დარღვევები გარკვეული საკვების, როგორიცაა რძე და კვერცხი მიღების შემდეგ. ცოტა ხნის წინ, მკვლევარებმა დაადასტურეს კავშირი საკვების ჰიპერმგრძნობელობასა და სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიულ დარღვევებს, მათ შორის: დეპრესიას, შფოთვას, ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევას და აუტიზმს - შორის.

    ახლა შესწავლილ იქნა, შეიძლება თუ არა საკვებისმიერმა ალერგენებმა განაპირობოს ქცევითი დარღვევები, განსაკუთრებით ასიმპტომური ალერგიის გამოვლინების მქონე ადამიანებში.

    რძის ალერგენის, β-ლაქტოგლობულინის მიმართ მგრძნობიარე თაგვებზე ექსპერიმენტების დროს ავტორებმა შენიშნეს, რომ IgE დონე იყო მომატებული, თუმცა მათ არ ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქციები. მათ ორ კვირამდე ალერგენის შემცველი საკვების მიღებისას არ აღენიშნებოდათ აშკარა სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებდნენ IgE-ის მომატებულ დონეს.

    შემდეგ მკვლევარები დააკვირდნენ, აჩვენებდნენ თუ არა საცდელი ცხოველები რაიმე ცვლილებას ემოციურ ქცევაში. იმის გამო, რომ თაგვებს არ აქვთ უნარი ისაუბრონ თავიანთ გრძნობებზე, მათი მდგომარეობა გაანალიზდა ალტერნატიული გზებით.

    მაგალითად, "შფოთვაში მყოფი" თაგვები უფრო მეტ დრო იმალებოდნენ. ხოლო "დეპრესიული" თაგვები დიდხანს არ ცდილობდნენ შეებრძოლებოდნენ იმ ფაქტს, რომ მათ კუდით იჭერდენენ.

    საინტერესოა, რომ β-ლაქტოგლობულინის მიმართ მგრძნობიარე თაგვებმა გამოავლინეს შფოთვითი ქცევა ალერგენის დიდი რაოდენობით ზემოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ. მეორე ჯგუფს განუვითარდა დეპრესიის მსგავსი მდგომარეობა მცირე რაოდენობით ალერგენის ორი კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ. გარდა ამისა, საცდელმა ცხოველებმა აჩვენეს ტვინის ანთების და ნეირონების დაზიანების ნიშნები, რაც შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს მათ სიმპტომებზე.

    სპეციალისტებმა ასევე შეისწავლეს ალერგენის მოხმარების გრძელვადიანი ეფექტი თაგვების ერთთვიანი დიეტის დაცვის პირობებში. აღმოჩნდა, რომ თვის ბოლომდე მგრძნობიარე სუბიექტებში IgE დონე შემცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მცირე რაოდენობით ალერგენის მუდმივი არსებობა იწვევს იმუნური რეაქციების შემცირებას.

    ამავდროულად, თავის ტვინის ანთების ნიშნები შენარჩუნდა.

    მომავალში დაგეგმილია დამატებითი კვლევა ხანგრძლივ ნეიროანთების მქონე ადამიანებში, ასიმპტომური საკვების ალერგიის დროს. თუმცა, ითვლება, რომ ტვინის ქრონიკული ანთება შეიძლება იყოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მიზეზი, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი და ალცჰეიმერის დაავადება.