/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

შარდსასქესო ორგანოთა კიბოსწინარე მდგომარეობები მამაკაცებში

შარდსასქესო ორგანოთა კიბოსწინარე მდგომარეობები მამაკაცებში
მამაკაცთა შარდსასქესო ორგანოების კიბოსწინარე მდგომარეობებზე სასაუბროდ უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს, მედიცინის დოქტორ ალეკო ხელაიას ვესტუმრეთ.

- ბატონო ალეკო, თუ არსებობს მამაკაცებში შარდსასქესო ორგანოების კიბოსწინარე მდგომარეობები?

- დიახ, არსებობს. მაგალითად, პროსტატის კიბოსწინარე მდგომარეობაა PIN-ი - პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია. PIN-ი დიდხანს ფარულად ანუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა ცვლილებები ხდება ამ დროს პროსტატის ჯირკვალში, სუბიექტური ჩივილები კი, როგორც უკვე გითხარით, პაციენტს არ აღენიშნება. PIN-ის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ პროსტატის ბიოფსიური ნიმუშების გამოკვლევით.

- უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ამ გამოკვლევის შესახებ, რათა მკითხველისთვის ნათელი გახდეს მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.

- თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ბიოფსიურ მასალაში ნანახი PIN-ი შემთხვევათა 30-50%-ში თან ერთვის პროსტატის კიბოს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ განსაზღვრული გარდაქმნების შემდეგ PIN-ი თავად იქცევა კიბოდ. ძალზე ხშირია შემთხვევა, როცა პროსტატის ბიოფსიურ მასალაში მხოლოდ PIN-ს აღმოაჩენენ, ხოლო პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, როგორ მოვიქცეთ - ჩავთვალოთ, რომ მამაკაცს გარდაუვალად დაემართება პროსტატის კიბო და პირდაპირ ჩავუტაროთ რადიკალური მკურნალობა (ანუ ქირურგიული ჩარევა), თუ დაველოდოთ და გამოკვლევები და მეთვალყურეობა განვაგრძოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ადრეული სტადიის ანუ მცირე ზომის კიბო ბიოფსიური კვლევით შესაძლოა არ გამოვლინდეს. როდესაც ეჭვი გვაქვს კიბოზე (მომატებულია პროსტატასპეციფიკური ანგინა - PSA), ტარდება განმეორებითი ბიოფსია ერთიორად მეტი ბიოპტატის აღებით, თუმცა შესაძლოა, კიბოს უჯრედები ვერც ამჯერად ინახოს. ამ ძალზე საპასუხისმგებლო და საყოყმანო ვითარებიდან თავის დასაღწევად შემუშავდა სპეციალური ანალიზი, რომელიც პროსტატის მცირე მასაჟის შემდეგ გამოყოფილ შარდში აფიქსირებს კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელ გენეტიკურ მასალას. ეს ანალიზი დიდი ალბათობით გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს კიბოსთან ან, პირიქით, გვაძლევს საკმარის და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა გაუმართლებელი ბიოფსია თავიდან ავიცილოთ. ამ ანალიზის გაკეთება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. თუ დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ PIN-თან, შესაძლებელია განსაზღვრული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც შეაფერხებს მის კიბოდ გარდაქმნას. გარდა ამისა, კვლევებით დადგენილია, რომ სპეციალური საკვები რაციონი (მცენარეული პროდუქტები, უპირატესად - ბრინჯი, სოია, მწვანე ჩაი) ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სულ რამდენიმე წლის წინ დასრულდა ორი ფართომასშტაბიანი, მრავალწლიანი გამოკვლევა რამდენიმე ათასი მამაკაცის მონაწილეობით, რომელმაც აჩვენა, რომ ასიდან 25 შემთხვევაში ერთ-ერთი პრეპარატის მეშვეობით შესაძლებელია კიბოს განვითარების შეჩერება. ეს არ არის ამ პრობლემის საბოლოო მოგვარების გზა, მაგრამ ყველა ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია იმ მამაკაცებისთვის, ვის უახლოეს ნათესავსაც - მამას, ძმას - ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. არც სხვა შემთხვევაში იქმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემა, პირიქით, ამგვარი პრეპარატების მიღება ხელს უშლის პროსტატის ადენომის განვითარებასა და ზრდას.

გარდა ამისა, აშშ-ში ჩატარებულ მრავალჯერად კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პროსტატის კიბოსა და PIN-ის წინამორბედი მდგომარეობაა ქრონიკული პროსტატიტი. ამ დროს პროსტატის ქსოვილში წლობით მიმდინარე ქრონიკული ანთება ხელს უწყობს ნორმალური უჯრედების გენეტიკურ მუტაციას, რაც შემდგომ კიბოს ფორმირებას იწვევს. ამიტომაც პროსტატიტის დროს, ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია იმ პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, რომლებიც მოხსნის უჯრედშორის სივრცეში შეგუბებით მოვლენებს და ანთებით პროცესს.

- ბატონო ალეკო, რაკი PIN-ი აშკარად არ ვლინდება, გამოდის, რომ მის აღმოსაჩენად, პროსტატის კიბოს დროული პროფილაქტიკის მიზნით, ყველა მამაკაცმა პერიოდულად უნდა ჩაიტაროს წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიური მასალის კვლევა ან თქვენ მიერ ზემოთ ნახსენები შარდის გენეტიკური ანალიზი...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

- პირველ რიგში - PSA-ს ანალიზი და წინამდებარე ჯირკვლის თითით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან. ეს არასოდეს არის გვიანი, მაგრამ უნდა ტარდებოდეს ყოველწლიურად 45-50 წლიდან.

- პროსტატის ადენომას არ ახასიათებს კიბოდ ქცევა?

- არა, ეს ორი დამოუკიდებელი დაავადება და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინამდებარე ჯირკვლის სხვადასხვა ნაწილში ვითარდება.

- შარდის ბუშტის კიბოსწინარე მდგომარეობებზე რას გვეტყვით?

- შარდის ბუშტის კიბოსწინარე მდგომარეობა ასე ერთმნიშვნელოვნად არ განიხილება. დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც, შესაძლებელია შარდის შესწავლა ონკოლოგიური უჯრედების გენეტიკური მასალის აღმოსაჩენად. ეს ანალიზი აუცილებელია ყველა სტაჟიანი მწეველისათვის, რადგან ნიკოტინი მრავალჯერ ზრდის შარდის ბუშტის კიბოს განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, ამ დაავადების განვითარების რისკი მაღალი აქვთ სტამბის თანამშრომლებს და იმ პირებს, ვისაც ყოველდღიურად უხდება საღებავებთან შეხება. ამგვარი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შარდის ბუშტის კიბო საწყის სტადიაშივე გამოვავლინოთ. გარდა ამისა, ეს ანალიზი მიღწევაა იმათთვის, ვისაც შარდის ბუშტის კიბოს გამო აქვს გადატანილი ტური - ტრანსურეთრული რეზექცია. თუ ანალიზის შედეგი ექიმისათვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ცისტოსკოპიის ჩატარება აუცილებელად აღარ მიიჩნევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდსასქესო ორგანოთა კიბოსწინარე მდგომარეობები მამაკაცებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდსასქესო ორგანოთა კიბოსწინარე მდგომარეობები მამაკაცებში

- ბატონო ალეკო, თუ არსებობს მამაკაცებში შარდსასქესო ორგანოების კიბოსწინარე მდგომარეობები?

- დიახ, არსებობს. მაგალითად, პროსტატის კიბოსწინარე მდგომარეობაა PIN-ი - პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია. PIN-ი დიდხანს ფარულად ანუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა ცვლილებები ხდება ამ დროს პროსტატის ჯირკვალში, სუბიექტური ჩივილები კი, როგორც უკვე გითხარით, პაციენტს არ აღენიშნება. PIN-ის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ პროსტატის ბიოფსიური ნიმუშების გამოკვლევით.

- უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ამ გამოკვლევის შესახებ, რათა მკითხველისთვის ნათელი გახდეს მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.

- თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ბიოფსიურ მასალაში ნანახი PIN-ი შემთხვევათა 30-50%-ში თან ერთვის პროსტატის კიბოს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ განსაზღვრული გარდაქმნების შემდეგ PIN-ი თავად იქცევა კიბოდ. ძალზე ხშირია შემთხვევა, როცა პროსტატის ბიოფსიურ მასალაში მხოლოდ PIN-ს აღმოაჩენენ, ხოლო პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, როგორ მოვიქცეთ - ჩავთვალოთ, რომ მამაკაცს გარდაუვალად დაემართება პროსტატის კიბო და პირდაპირ ჩავუტაროთ რადიკალური მკურნალობა (ანუ ქირურგიული ჩარევა), თუ დაველოდოთ და გამოკვლევები და მეთვალყურეობა განვაგრძოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ადრეული სტადიის ანუ მცირე ზომის კიბო ბიოფსიური კვლევით შესაძლოა არ გამოვლინდეს. როდესაც ეჭვი გვაქვს კიბოზე (მომატებულია პროსტატასპეციფიკური ანგინა - PSA), ტარდება განმეორებითი ბიოფსია ერთიორად მეტი ბიოპტატის აღებით, თუმცა შესაძლოა, კიბოს უჯრედები ვერც ამჯერად ინახოს. ამ ძალზე საპასუხისმგებლო და საყოყმანო ვითარებიდან თავის დასაღწევად შემუშავდა სპეციალური ანალიზი, რომელიც პროსტატის მცირე მასაჟის შემდეგ გამოყოფილ შარდში აფიქსირებს კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელ გენეტიკურ მასალას. ეს ანალიზი დიდი ალბათობით გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს კიბოსთან ან, პირიქით, გვაძლევს საკმარის და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა გაუმართლებელი ბიოფსია თავიდან ავიცილოთ. ამ ანალიზის გაკეთება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. თუ დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ PIN-თან, შესაძლებელია განსაზღვრული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც შეაფერხებს მის კიბოდ გარდაქმნას. გარდა ამისა, კვლევებით დადგენილია, რომ სპეციალური საკვები რაციონი (მცენარეული პროდუქტები, უპირატესად - ბრინჯი, სოია, მწვანე ჩაი) ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

სულ რამდენიმე წლის წინ დასრულდა ორი ფართომასშტაბიანი, მრავალწლიანი გამოკვლევა რამდენიმე ათასი მამაკაცის მონაწილეობით, რომელმაც აჩვენა, რომ ასიდან 25 შემთხვევაში ერთ-ერთი პრეპარატის მეშვეობით შესაძლებელია კიბოს განვითარების შეჩერება. ეს არ არის ამ პრობლემის საბოლოო მოგვარების გზა, მაგრამ ყველა ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია იმ მამაკაცებისთვის, ვის უახლოეს ნათესავსაც - მამას, ძმას - ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. არც სხვა შემთხვევაში იქმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემა, პირიქით, ამგვარი პრეპარატების მიღება ხელს უშლის პროსტატის ადენომის განვითარებასა და ზრდას.

გარდა ამისა, აშშ-ში ჩატარებულ მრავალჯერად კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პროსტატის კიბოსა და PIN-ის წინამორბედი მდგომარეობაა ქრონიკული პროსტატიტი. ამ დროს პროსტატის ქსოვილში წლობით მიმდინარე ქრონიკული ანთება ხელს უწყობს ნორმალური უჯრედების გენეტიკურ მუტაციას, რაც შემდგომ კიბოს ფორმირებას იწვევს. ამიტომაც პროსტატიტის დროს, ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია იმ პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, რომლებიც მოხსნის უჯრედშორის სივრცეში შეგუბებით მოვლენებს და ანთებით პროცესს.

- ბატონო ალეკო, რაკი PIN-ი აშკარად არ ვლინდება, გამოდის, რომ მის აღმოსაჩენად, პროსტატის კიბოს დროული პროფილაქტიკის მიზნით, ყველა მამაკაცმა პერიოდულად უნდა ჩაიტაროს წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიური მასალის კვლევა ან თქვენ მიერ ზემოთ ნახსენები შარდის გენეტიკური ანალიზი...

- პირველ რიგში - PSA-ს ანალიზი და წინამდებარე ჯირკვლის თითით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან. ეს არასოდეს არის გვიანი, მაგრამ უნდა ტარდებოდეს ყოველწლიურად 45-50 წლიდან.

- პროსტატის ადენომას არ ახასიათებს კიბოდ ქცევა?

- არა, ეს ორი დამოუკიდებელი დაავადება და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინამდებარე ჯირკვლის სხვადასხვა ნაწილში ვითარდება.

- შარდის ბუშტის კიბოსწინარე მდგომარეობებზე რას გვეტყვით?

- შარდის ბუშტის კიბოსწინარე მდგომარეობა ასე ერთმნიშვნელოვნად არ განიხილება. დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც, შესაძლებელია შარდის შესწავლა ონკოლოგიური უჯრედების გენეტიკური მასალის აღმოსაჩენად. ეს ანალიზი აუცილებელია ყველა სტაჟიანი მწეველისათვის, რადგან ნიკოტინი მრავალჯერ ზრდის შარდის ბუშტის კიბოს განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, ამ დაავადების განვითარების რისკი მაღალი აქვთ სტამბის თანამშრომლებს და იმ პირებს, ვისაც ყოველდღიურად უხდება საღებავებთან შეხება. ამგვარი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შარდის ბუშტის კიბო საწყის სტადიაშივე გამოვავლინოთ. გარდა ამისა, ეს ანალიზი მიღწევაა იმათთვის, ვისაც შარდის ბუშტის კიბოს გამო აქვს გადატანილი ტური - ტრანსურეთრული რეზექცია. თუ ანალიზის შედეგი ექიმისათვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ცისტოსკოპიის ჩატარება აუცილებელად აღარ მიიჩნევა.


- სათესლე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობები თუ არსებობს?

- სათესლე ჯირკვლებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ აუცილებელია მათი ხელით ყოველდღიური გასინჯვა, რათა არ გამოგვეპაროს მათი ზომის მომატება და, რაც მთავარია, შემკვრივება. ამ ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ტარდება ექოსკოპია და სისხლის სპეციალური ანალიზი ონკომარკერებზე.

- ბატონო ალეკო, საუბრის დროს ახსენეთ, რომ მომატებული PSA-ს შემთხვევაში შესაძლებელია ვიეჭვოთ პროსტატის კიბო. რას ნიშნავს მომატებული PSA?

- PSA - პროსტატასპეციფიკური ანტიგენი - არის ცილა, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში გამომუშავდება. სისხლში მისი შემცველობა იმატებს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (პროსტატის ადენომის), წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, მწვავე პროსტატიტის, ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების, შარდის მწვავე და ქრონიკული შეკავების, ქვედა საშარდე გზების ინფექციის და რიგი სხვა დაავადების დროს.

თანამედროვე მედიცინაში პროსტატასპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დასადგენად გამოიყენება. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, PSA-ს მაჩვენებელმა მრავალ სხვა შემთხვევაშიც შეიძლება მოიმატოს, ამიტომ საჭიროა, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა.

- რა ღონისძიებები ტარდება PSA-ს მომატების შემთხვევაში?

- PSA-ს ნორმის ზედა ზღვარი 4 ნგ/მლ-ია, თუმცა დასავლეთის ქვეყნებში ეს ნიშნული 2,5 ნგ/მლ-მდე დასწიეს (განსაკუთრებით - შედარებით ახალგაზრდა, 45-65 წლის მამაკაცებისთვის). მაგრამ ამგვარი დაყოფა პირობითია, ვინაიდან არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელმაც შესაძლოა გვიკარნახოს მამაკაცის შემდგომი გამოკვლევის საჭიროება. ეს კრიტერიუმია წინამდებარე ჯირკვლის რექტალური - სწორი ნაწლავიდან - თითით გასინჯვა.

ასეთი გასინჯვის დროს ჯანსაღი წინამდებარე ჯირკვალი რბილი კონსისტენციისა უნდა იყოს. თუ ამგვარი გამოკვლევის დროს შემჩნეულ იქნა ჯირკვლის სიმკვრივე, - კვანძი ან კვანძები ერთ ან ორივე წილში, - უნდა გადავიდეთ კვლევის მომდევნო საფეხურზე, განურჩევლად იმისა, როგორია PSA-ს მაჩვენებელი.

თუ მამაკაცის PSA-ს მაჩვენებელი პირობითი ნორმის ფარგლებშია და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივი უბნები ვერ აღმოვაჩინეთ, შემდგომი გამოკვლევა დროებით (მაქსიმუმ 1 წლით) გადაიდება, მაგრამ ამ შუალედის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა PSA-ს მატების (კინეტიკის) მაჩვენებლებს - გაორმაგების დროს და მატებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,75 ნგ/მლ-ს წელიწადში. თუ ეს მაჩვენებლები აღემატება ნორმას, უნდა გადავიდეთ კვლევის მომდევნო საფეხურზე.

იმ მამაკაცებში, ვისი PSA-ს მაჩვენებელიც ე.წ. რუხ ზონაში - 4-10 ან 2,5-10 ნგ/მლ - ხვდება და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივ უბნებს ვერ აღმოუჩენენ, უნდა მოხდეს PSA-ს თავისუფალი ნაწილის პროცენტული შეფარდება PSA-ს საერთო რაოდენობასთან. თუ ეს შეფარდება აღემატება 25%-ს, მომდევნო გამოკვლევა დროებით (მაქსიმუმ 1 წლით) გადაიდება. ამ ხნის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა PSA-ს კინეტიკის მაჩვენებლებს - გაორმაგების დროს და მატებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,75 ნგ/მლ-ს წელიწადში. თუ ეს მაჩვენებლები ნორმას აღემატება, უნდა გადავიდეთ კვლევის მომდევნო საფეხურზე.

თუ თავისუფალი და საერთო PSA-ს თანაფარდობა 25%-ზე ნაკლებია, კვლევის მომდევნო საფეხურზე მაშინვე გადავდივართ.

თუ PSA-ს მაჩვენებელი აღემატება 10 ნგ/მლ-ს და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივი უბნები ვერ აღმოვაჩინეთ, ავტომატურად გადავდივართ კვლევის მომდევნო საფეხურზე.

ვიდრე ექიმი PSA-ს მაჩვენებელთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, თავის მოსაზრებას პაციენტს გაანდობდეს და დასვამდეს კვლევის მომდევნო საფეხურზე გადასვლის საკითხს, უნდა გამოირიცხოს ყველა ის დაავადება, რომელმაც კი შეიძლება ამ მაჩვენებლის მატება გამოიწვიოს.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მატება შესაძლოა საგრძნობლად აღემატებოდეს პირობით ნორმას, მაგრამ ონკოლოგიური დაავადებით არ იყოს გამოწვეული.

- კვლევის მომდევნო საფეხური როგორია?

- მომდევნო საფეხური გულისხმობს წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას - ექოსკოპიას სწორი ნაწლავიდან და ბიოფსიას.

ბიოფსია გულისხმობს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილოვანი ნაწილაკების აღებას მიკროსკოპის ქვეშ მისი შემდგომი შესწავლის მიზნით. აღებული ნაწილაკების რაოდენობა, ვითარებისდა მიხედვით, 6-დან 24-მდე მერყეობს. თუ ექიმს ეჭვი აქვს წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე, რომელიც ბიოფსიით ვერ დადასტურდა, გამოკვლევა უნდა განმეორდეს 3-6 თვის შემდეგ და აღებულ იქნეს მეტი ქსოვილოვანი ნაწილაკი. არ არის გამორიცხული, ბიოფსია 2-3-ჯერაც კი ჩატარდეს.

თუ მამაკაცს აქვს კლინიკურად გამოხატული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის ადენომა) და PSA-ს მომატებული მაჩვენებელი, ხოლო ბიოფსიით ან ბიოფსიებით ონკოლოგიური დაავადება არ გამოვლინდა, შეიძლება განხორციელდეს ოპერაციული ჩარევა ადენომის გამო.

ოპერაციული გზით მიღებული მასალა ბევრად აღემატება ბიოფსიურს და ამ ქსოვილებში უკვე შეიძლება აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური უჯრედები, რაც ამ ვითარებაში სავსებით დასაშვებია. მამაკაცი აუცილებლად უნდა იქნეს გაფრთხილებული ამგვარი შედეგის თაობაზე.

- დაბოლოს, რა ასაკიდან, რა პერიოდულობით და რომელი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს მამაკაცმა კიბოსწინარე მდგომარეობებისა და კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოსაჩენად?

- ახალგაზრდებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ სათესლე ჯირკვლის ზომასა და სიმკვრივეს, ხოლო 45-50 წლის შემდეგ ყურადღება წინამდებარე ჯირკვალზე უნდა იქნეს გადატანილი. გარდა ამისა, მწეველებმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთონ შარდის ანალიზი, რათა ონკოლოგიურად შეცვლილი უჯრედების არსებობა გამოირიცხოს.