/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

პოპულარული კითხვები კიბოს შესახებ

პოპულარული კითხვები კიბოს შესახებ
ავთვისებიან სიმსივნეს ადამიანთა დაახლოებით 15% ეწირება, მის პროფილაქტიკასა და მკურნალობას კი სრულყოფილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიუხედავად ასეთი სავალალო

მდგომარეობისა, ცოტამ თუ იცის, რა არის კიბო და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. გთავაზობთ პასუხს ცხრა შეკითხვაზე, რომლებსაც კიბოს შესახებ ყველაზე ხშირად სვამენ.

1. რატომ უწოდებენ კიბოს კიბოს?

ავთვისებიან სიმსივნეს კიბო (ბერძნულად ონცოს, ლათინურად ცანცერ) ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ უწოდა - მისი აზრით, ეს დაავადება ორგანიზმს კიბოსავით უჭერს მარწუხებს და საცეცებით აღწევს ჯანსაღი ქსოვილის სიღრმეში. თანამედროვე მედიცინაში კიბოს უწოდებენ მხოლოდ ეპითელური ქსოვილისგან განვითარებულ ავთვისებიან წარმონაქმნს. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა ქსოვილებისგან განვითარებული) ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება უმართებულოა, მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში ასე უწოდებენ ყოველგვარ ონკოლოგიურ დაავადებას. ჩვენც, სიმარტივისთვის, კიბოდ მოვიხსენიებთ ყოველგვარ ავთვისებიან წარმონაქმნს.

2. რით განსხვავდება ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან?

არსებობს სამი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი. ესენია:

  1. ავთვისებიანი სიმსივნე იზრდება უკონტროლოდ, მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავსებს შობს.
  2. ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ, ჩაიზრდებიან ირგვლივ მყოფ ორგანოებსა და ქსოვილებში და აზიანებენ მათ.
  3. ავთვისებიან წარმონაქმნებს აქვთ მეტასტაზირების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნურ უჯრედებს შესწევთ უნარი, სისხლის ნაკადის ან ლიმფის მეშვეობით გადაინაცვლონ სხვა ორგანოებში, სადაც პირველის (დედისეულის) მსგავს სიმსივნეებს წარმოქმნიან.

3. გადამდებია თუ არა კიბო?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთან კონტაქტის შედეგად ადამიანს კიბო არ დაემართება. კიბოს განვითარებისთვის აუცილებელია ორი ძირითადი პირობა. პირველი: უჯრედის გენეტიკური აპარატის ანუ დნმ-ს იმგვარი ცვლილება, რომელიც უჯრედს უკონტროლოდ გამრავლებას აიძულებს და გამორთავს ყველა უჯრედის სასიცოცხლო ციკლში ჩადებულ დაპროგრამებული სიკვდილის მექანიზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი სიმსივნური ქსოვილი საკუთრივ ადამიანის უჯრედებისგან წარმოიქმნება, ამასთანავე, გადაგვარებული უჯრედები ზოგჯერ ინარჩუნებენ პირვანდელ ნიშნებს (ასეთ სიმსივნეებს მაღალდიფერენცირებულებს უწოდებენ), ზოგჯერ კი მთლიანად კარგავენ (ასეთ შემთხვევაში სიმსივნეს დაბალდიფერენცირებულს უწოდებენ). მეორე პირობა იმუნური სისტემის იმ რგოლის დაზიანებაა, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს.

გენეტიკური აპარატის ცვლილება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ დნმ-ს სტრუქტურის შემცვლელ ქიმიურ კანცეროგენებსა და მაიონიზებელ გამოსხივებას, მემკვიდრეობით განწყობას. არსებობს ისეთი სიმსივნეებიც, რომელთა აღმოცენებაც ჰორმონთა დონის მატებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონის მატება ზრდის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, მამაკაცის სასქესო ჰორმონის ანდროგენების დონის მატება კი - წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებისას.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

კიბოს ზოგიერთი ნაირსახეობა ე. წ. კიბოსწინარე დაავადებების საფუძველზე ვითარდება, - მაგალითად, კუჭის კიბოს ზოგჯერ წინ უძღვის წყლული, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ დაავადებებიდან ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენამდე წლები გადის. კიბოსწინარე დაავადებათა უმრავლესობა ვირუსული ინფექციაა. სწორედ მათ მიიჩნევენ დამნაშავედ კიბოს ასიდან 15 შემთხვევაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მრავალი ვირუსი უჯრედის დაზიანებისას მის გენეტიკურ აპარატზეც მოქმედებს. აი, ასეთი ინფექცია კი ნამდვილად შეიძლება გადმოგედოთ. რასაკვირველია, ვირუსის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო აუცილებლად დაგემართებათ, მაგრამ რისკი მაღალია. კიბოსადმი განწყობილ ვირუსთა რიცხვს მიეკუთვნება პაპილომავირუსების ცალკეული სახეობები (საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ასოს კიბო), B და С ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო), ეპშტაინ-ბარის ვირუსი (ლიმფომები) და სხვა.

4. გადაეცემა თუ არა კიბო მემკვიდრეობით?

თავად კიბო მემკვიდრეობით არ გადაეცემა. შესაძლოა, მემკვიდრეობად გვერგოს ავთვისებიანი სიმსივნის ამა თუ იმ სახეობით დაავადებისადმი განწყობა. ამასთანავე, სხვადასხვა სიმსივნისთვის მემკვიდრეობას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ზოგიერთი გენეტიკური თავისებურება რამდენადმე ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ ის შეიძლება ამ პირობის გარეშეც განვითარდეს, ღვიძლის კიბო კი გაცილებით მეტად არის დამოკიდებული გარეგან ზემოქმედებებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კიბოს მემკვიდრეობითობას აქვს სავარაუდო და არა პირდაპირი ხასიათი.

5. არსებობს თუ არა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა?

ასევე დაგაინტერესებთ
რომელია კიბოს კონტროლირებადი რისკ-ფაქტორები
სუფრის მარილი კუჭის კიბოს რისკს 41%-ით ზრდის - სამეცნიერო კვლევის შედეგი

მიუხედავად განუწყვეტელი ძიებისა, დღემდე არ შექმნილა ავთვისებიანი სიმსივნის არც ერთი ნაირსახეობის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ის, რაც ამ სფეროში წარმოებული კვლევების შესახებ გვესმის, გვიტოვებს იმედს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.

6. შესაძლებელია თუ არა კიბოსგან განკურნება?

შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის. განკურნების ალბათობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • ავთვისებიანი სიმსივნის ხასიათზე. სიმსივნის სხვადასხვა ნაირსახეობას აქვს ზრდის სხვადასხვა პერიოდი და მეტასტაზირების სხვადასხვაგვარი ალბათობა (უფრო მეტად საშიშია დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები, რომელთა უჯრედებიც კარგავენ პირველადი (დედისეული) ქსოვილის თვისებებს);
  • დაავადების სტადიაზე. თუ სიმსივნე არ არის დიდი, არ გასცილებია ერთი ორგანოს ფარგლებს და არ აქვს მეტასტაზები, მისი მთლიანად მოშორების შანსი მაღალია.
  • ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევაზე;
  • სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებზე - იმაზე, აქვს თუ არა მას აუცილებელი სამედიცინო დანადგარები, ჰყავს თუ არა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სხვა.

7. როგორ უნდა გამოვლინდეს კიბო ადრეულ სტადიაზე?

ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენის აბსოლუტური ალგორითმი, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ შემუშავებულია ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის მეთოდიკა, რომელსაც განუწყვეტლივ სრულყოფენ. კვლევის რამდენიმე აღიარებულმა მეთოდმა დღეისთვის აქტუალურობა დაკარგა. ასეთია, მაგალითად, ფილტვების კიბოს გამოსავლენი ფლუოროგრაფია (თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად ავლენს ტუბერკულოზს, ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელია), თვითგასინჯვა მკერდის კიბოს გამოვლენის მიზნით.

საეჭვოდ არის მიჩნეული ტესტირება პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსავლენად. ამჟამად სკრინინგის ეფექტურ მეთოდებად ითვლება მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა), საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, განავლის ტესტირება ფარულ სისხლდენაზე და კოლონოსკოპია (სწორი ნაწლავის გამოკვლევა).

უფრო და უფრო იხვეწება ონკოლოგიურ დაავადებათა გენეტიკური მარკერების სკრინინგი. ასიდან 30-40 შემთხვევაში ამ ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია მკერდის კიბოსადმი განწყობაზე პასუხისმგებელი გენების BRCA 1-ისა და BRCA 2-ის მუტაციის გამოვლენა. სამწუხაროდ, მეთოდის სიძვირის გამო მასობრივი გენეტიკური სკრინინგი ჯერჯერობით დასავლეთის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი.

8. მართალია თუ არა, რომ ყველაზე საშიში მეტასტაზებია?

მეტასტაზები მართლაც ძლიერ ამძიმებს პროგნოზს, ვინაიდან ყველა მათგანის მოშორება შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ კიბო მეტასტაზების გარეშეც კლავს ადამიანს. ჯერ ერთი, სიმსივნური უჯრედები, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან, განუწყვეტლივ ითხოვენ საკვებ ნივთიერებებს და ერთგვარად "ჭამენ" ორგანიზმს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა ძლიერდება, რის გამოც იმატებს ცვლის პროდუქტების ოდენობა, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია. ყოველივე ეს ორგანიზმს ფიტავს (კიბოსმიერი კახექსია) და წამლავს (კიბოსმიერი ინტოქსიკაცია). მეორე - სიმსივნე შეიძლება განვითარდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოში ან ჩაიზარდოს მასში, გამოიწვიოს მისი ფუნქციური უკმარისობა. ამ მხრივ ყველაზე საშიშია თავის ტვინის სიმსივნე.

9. რატომ მელოტდებიან კიბოს მკურნალობის დროს?

კიბოს საწინააღმდეგო ძირითადი პრეპარატების - ციტოსტატიკების მოქმედება აქტიური გამრავლების უნარის მქონე უჯრედთა დათრგუნვას ეფუძნება. ავთვისებიანი სიმსივნე სწორედ ასეთი უჯრედებისგან შედგება და ამიტომ წამლის ძირითად სამიზნედ იქცევა, მაგრამ ორგანიზმში არსებობს ჯანსაღი ქსოვილებიც, რომელთა უჯრედებიც განუწყვეტლივ ახლდება. ასეთი ქსოვილებისგან შედგება თმის ბოლქვი, ძვლის ტვინი და ნაწლავის ეპითელიუმი, ამიტომ არის, რომ ქიმიოთერაპიას ხშირად სდევს თან თმის ცვენა, სისხლის წარმოქმნის დაქვეითება და ნაწლავთა ეროზია.

კომენტარები (2)
serpentarius
ფაქტია,რომ ქართულიმა ონკოლოგიამ ვერაფრით წაიწია წინ, ფაქტიურად დასამარებულია რა, მარტო ქიმიოთერაპია და მისი ჯანი....ან კიდევ ოპერაცია,ოპერაცია და კიდევ ოპერაცია..... მერე სიკვდილი..... ხალხს ნუ ასულელებთ....
თარიღი : 09-12-2014
ეკა
ძალინ კარგად და გასაგებ ენაზეა ახსნილი ვისაც არ აქვს სამედიცინო განათლება, მომეწონა
თარიღი : 19-10-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორი ქოშინი შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემების ნიშანი

როდის საჭიროებს ქოშინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სრულად
ჰაერის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გაითვალისწინოთ ქრონიკული ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში

ჰაერის უკმარისობა ნორმალურ მოვლენად ითვლება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სიმაღლის ან მაღალ ტემპერატურის პირობებში.
სრულად
სამკურნალო  წერილები
სამკურნალო წერილები
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პოპულარული კითხვები კიბოს შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები