/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

ქალის სასქესო ორგანოების კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეები

ქალის სასქესო ორგანოების კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეები საკმაოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა.

სიმსივნური დაავადებების ხშირად უსიმპტომო მიმდინარეობის გამო მათი დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, რიგითი გასინჯვის პროცესში. ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნე არის პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება უჯრედების დაყოფის მექანიზმის დარღვევით. სპეციალისტები განარჩევენ სასქესო ორგანოების კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს.

რატომ ვითარდება ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეები:

დღეისათვის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების აღმოცენებისა და განვითარების მიზეზები ბოლომდე არ არის გარკვეული, ცნობილია, რომ ამის საფუძველი შეიძლება იყოს უჯრედის გენეტიკური მასალის (დნმ) დეფექტი, რის შედეგადაც უჯრედების ზრდისა და გაყოფის მექანიზმი განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიმსივნის აღმოცენების შესაძლო ფაქტორებია:

  • გენეტიკური ფაქტორები (მემკვიდრული განწყობა წამყვანი ფაქტორია);
  • ქიმიური ფაქტორები (დნმ-ზე არომატული ნივთიერებების ზეგავლენა);
  • ფიზიკური ფაქტორები (ულტრაიისფერი გამოსხივება, სხვა ტიპის რადიაცია);
  • მექანიკური ტრავმები, ორგანიზმის გადახურება;
  • ბიოლოგიური ფაქტორები (ვირუსები და ინფექცია);
  • ორგანიზმის იმუნური დაცვის დაქვეითება, აუტოიმუნური პროცესები;
  • ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ჰორმონული ბალანსის დარღვევა.

ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების სიმპტომები:

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

ზოგიერთი სახეობის სიმსივნე უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს, სხვები სიმსივნის ხასიათის, ზომების, ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ან ზოგადი სიმპტომებით. სიმსივნის ადგილობრივი სიმპტომებია: რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, პალპირებადი სიმსივნე.

ამა თუ იმ ორგანოს სიმსივნეს ინდივიდუალური სიმპტომები ახასიათებს. მაგალითად, საშვილოსნოს კიბოს დროს ქალები შეიძლება უჩიოდნენ ციკლის გარეშე საშვილოსნოდან სისხლდენას, საკვერცხეების დისფუნქციას და ა.შ. დიდი ზომის სიმსივნის ხანგრძლივად არსებობისას შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, წელის, სწორ ნაწლავში, შორისის არესა და სხვა ორგანოებში ირადიაციით.

ავთვისებიანი სიმსივნეების ზოგადი სიმტომებია სწრაფად დაღლა, წონის სწრაფად პროგრესირებადი კლება, მადის გაუარესება, შრომის უნარისა და განწყობის დაქვეითება, სუბფებრილური ტემპერატურა.

ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების სახეები:

საშვილოსნოს მიომა, ფიბრომიომა - გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქალის სასქესო ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკა და დიაგნოსტირდება შემთხვევით, ბიმანუალური კვლევისას.

დიაგნოზი დგინდება ტრანსვაგინალური ექოსკოპიის, ჰისტეროსკოპიის, კოლპოსკოპიის, ლაპაროსკოპიის, ბიოფსიის, ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური კვლევების მონაცემების საფუძველზე.

მკურნალობა ოპერაციულია. კონსერვატული თერაპიის გამოყენება შესაძლებელია ახალგაზრდა პაციენტებთან ნელა მზარდი, მცირე ზომის მიომების დროს. ფიბრომიომა აუცილებელ ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს.

საკვერცხის კისტა სითხით სავსე ღრუა. ხშირად საკვერცხის კისტა აღენიშნებათ რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალებს. ხანდაზმულებს - ძალიან იშვიათად.

განარჩევენ ენდომეტრიულ, პარაოვარიულ, მუცინოზურ, სეროზულ, დერმოიდულ, ფოლიკულურ კისტას, ყვითელი სხეულის კისტას და ა.შ.

საკვერცხის კისტა ქალს შეიძლება არ აწუხებდეს და გინეკოლოგიური გასინჯვისას შემთხვევით აღმოაჩინონ. რიგ შემთხვევებში საკვერცხის კისტას თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უხვი და ხანგრძლივი მენსტრუაცია, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, ანოვულაცია, უნაყოფობა და ა.შ.

დღეისათვის საკვერცხის კისტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი ლაპაროსკოპიაა, რომელიც პაციენტს სწრაფად აღდგენასა და რეპროდუქციული ფუნქციის სრულად შენარჩუნებაში ეხმარება. საკვერცხის კისტა აუცილებელ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს, რადგანაც შესაძლებელია ავთვისებიანად გადაგვარება და სერიოზული გართულებები (პერიტონიტის განვითარება, კისტის დაჩირქება და ა.შ.).

საშვილოსნოს ყელის კისტა - ხშირად ეროზიის გართულებაა, ჩვეულებრივ, კისტის ზომა რამდენიმე მილიმეტრია, თავად კისტა მოყვითალო-თეთრი ფერის მრგვალი წარმონაქმნია.

საშვილოსნოს ყელის კისტაზე დაკვირვების ტაქტიკას აწარმოებენ: თუ კისტა მცირე ზომისაა და არ მოქმედებს საშვილოსნოს ყელის სიჯანსაღეზე, მას მკურნალობის გარეშე ტოვებენ. თუ კისტები მრავალრიცხოვანია, საშვილოსნოს ყელის დეფორმაციას იწვევს, მისი მკურნალობა აუცილებელია.

ვულვის კიბო - ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნეა, რომელიც საკმაოდ იშვიათია. დამახასიათებელია კვანძების წარმოქმნა საზარდულის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირებით. ვულვის კიბო ხშირად ვითარდება მენოპაუზის პერიოდში.

საშოს კიბო - ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, ვითარდება უპირატესად 40 წლის ზემოთ, ვისაც მრავალი მშობიარობა ჰქონდა. ვლინდება სისხლიანი და ჩირქნარევი გამონადენით.

საშვილოსნოს ყელის კიბო - ქალის სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ადამიანის პაპილომავირუსი, არანამკურნალევი ეროზია და სხვა.

საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ნაადრევი სიმპტომი შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნის სისხლიანი გამონადენი.

საშვილოსნოს ტანის კიბო - მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონული დარღვევა საშვილოსნოს მიომასთან, საკვერცხის სიმსივნესთან, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიასთან, სიმსუქნესთან, შაქრიან დიაბეტსა და სხვა ცვლით დარღვევებთან ერთად. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ქალები უჩივიან სისუსტეს და ადვილად დაღლილობას.

საკვერცხის სიმსივნეები - საწყის სტადიაში უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ავთვისებიანი პროცესის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მკვეთრად ვლინდება საკვერცხის კიბოს სიმპტომები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მუცლის ზომების გადიდება, მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილი, გულისრევა, მადის დაკარგვა, მოვლითი მტკივნეული შეგრძნება საკვერცხის მიდამოში, შარდვის გახშირება.

როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებების უმრავლესობისას, საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირებაც ადრეულ სტადიაშია საჭირო, რადგანაც მოგვიანო პერიოდში ის ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. კიბოს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არაობიექტურია და სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახასიათებდეს.

ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • გინეკოლოგიური გასინჯვა;
  • საშოს ბიმანუალური კვლევა;
  • ტრანსვაგინალური ექოსკოპია;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ენდოსკოპიური კვლევა;
  • ჰისტეროსკოპია, სამკურნალო-დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია;
  • კოლპოსკოპია;
  • ბიოფსია შემდგომი ჰისტოლოგიური ან ციტოლოგიური კვლევით.

გამოვლენილი დაავადების, მისი ფორმის, სტადიის, ხასიათის, მიმდინარეობის თავისებურების, ინდივიდუალური ჩვენებების გათვალისწინებით, ინიშნება ქირურგიული ან კონსერვატული მკურნალობა.

როგორც წესი, ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეებისას ოპერაცია ტარდება სისხლდენის დროს, სიმსივნის სწრაფად ზრდის ან გამოვლენილი სიმსივნის დიდი ზომებისას და ა.შ.

ქირურგიული მკურნალობის მოცულობა განსხვავებულია - ეს შეიძლება იყოს ორგანოს შემანარჩუნებელი ლაპაროსკოპია (საკვერცხის კისტების, კისტომების დროს) ან საშვილოსნოს რადიკალური ამპუტაცია (ექსტირპაცია) - დიდი ზომის ფიბრომიომების ან არამეტასტაზირებული კიბოს შემთხვევაში. უპირატესობა, როგორც წესი, პირველს, ნაკლებინვაზიურს ენიჭება.

ქირურგიული მკურნალობის პარალელურად, ჩვენების მიხედვით, ინიშნება ანტივირუსული ან ანტიბაქტერიული თერაპია, იმუნომოდულატორები და ბიოსტიმულატორები.

მკურნალობის არარსებობისას ზოგიერთი კეთილთვისებიანი სახეობის სიმსივნე შეიძლება გადაიზარდოს კიბოდ. ამიტომ ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეები აუცილებელ მკურნალობასა და დაკვირვებას საჭიროებს.

სიმსივნეების უმეტესობა ვითარდება უსიმპტომოდ, წაშლილი კლინიკური სიმპტომატიკით. ამიტომ რეკომენდებულია სპეციალისტთან რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა, მაშინაც კი, როცა არაფერი გვაწუხებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებები (გულისრევა და პირღებინება)

ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებას ბევრი გართულება უკავშირდება. ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტები, სამწუხაროდ, არაერთ უსიამოვნო შეგრძნებასა თუ სიმპტომს უჩივიან.
სრულად
კანცეროგენების კლასიფიკაცია
კანცეროგენების კლასიფიკაცია
პროფესორი იენ ბრაითჰოუპი არის პენსიაზე გასული პრაქტიკოსი ექიმი 40 წელზე მეტი ხნის სამედიცინო გამოცდილებით.
სრულად
ძუძუს კიბო: კვლევის მეთოდები, სტადიები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები, მართვა და პროგნოზი

ძუძუს კიბო წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში.
სრულად
სხივური თერაპია
სხივური თერაპია
სხივური, იგივე რადიოთერაპია, კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდია, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედებით, ისეთებით, როგორიცაა:
სრულად
ონკოპროტექტორი - ექსპერტები ასახელებენ 6 პროდუქტს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ საკვებს, შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს.
სრულად
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
ზოგიერთ ადამიანს „ქიმიის“ შიში უფრო მძაფრად აწუხებს, ვიდრე თვითონ დაავადების.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ქალის სასქესო ორგანოების კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები