მუცლის ზომა და ჭკუასუსტობის რისკი

კალიფორნიაში არსებული Kaiser Permanente-ის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები 36 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 6583 მოხალისეს, რომელთაც 40-45 წლის ასაკში მუცელზე არსებული ცხიმოვანი შრის სისქე გაუზომეს.
დაკვირვების მიწურულს კვლევის მონაწილეთა 16%-ს ალცჰაიმერის დაავადება ან ჭკუასუსტობის სხვა ფორმა აღმოაჩნდა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ -
ნორმალური წონის ადამიანებს, რომლებსაც ცხიმი მუცელზე აქვთ დაგროვილი, ჭკუასუსტობის განვითარების ალბათობა 90%-ით ეზრდებათ, ხოლო ჭარბი წონისა და დიდი მუცლის თანხვედრის შემთხვევაში რისკი 3-ჯერ მეტია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მუცლის ზომებსა და ჭკუასუსტობას შორის არსებული კავშირის მიზეზი უცნობია. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, დიდ როლს ასრულებდეს მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ქოლესტე-რინის მაღალი დონე, რაც ხშირად უვლინდებათ ადამიანებს, რომელთაც მუცელზე ჭარბი ცხიმოვანი ნადები აქვთ.