News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მკვლევრებმა 36 წელს გადაცილებული მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი ცოცხალი ბაქტერიების შემცველ იოგურტს მიირთმევდა, მეორე - “ცარიელ” იოგურტს, მესამე კი საერთოდ არ ჭამდა რძის ნაწარმს. შემდეგ მათ უტარებდნენ ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ კვლევას. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავებში არსებული ბაქტერიები ტვინს სიგნალებს უგზავნიან და ამ სიგნალების ხასიათი კვების რაციონის მიხედვით იცვლება. ცნობილია, რომ ტვინი სიგნალს უგზავნის ნაწლავებს, უკუკავშირის არსებობა კი ახლაღა დადგინდა. ეს ხსნის, რატომ ახლავს სტრესს და სხვა ემოციურ აშლილობას პრობლემები კუჭ-ნაწლავის მხრივ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ცვლილება უკარნახებს მეცნიერებს, როგორ გაუმკლავდნენ ქრონიკულ ტკივილს, აუტიზმს და ალცჰაიმერის დაავადებას.

დონორობა პოზიტიურად  მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე

ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ დაადასტურა, რომ დონორობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნიტეტზე. არავისთვის არის საიდუმლო, რომ სისხლის ჩაბარება სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.  ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლის დონორობა გულის შეტევების რიცხვს ამცირებს. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის სპეციალისტები  ჯანმრთელობაზე დონორობის როლის დასადგენად 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ 40-დან 60 წლამდე ასაკის 2682 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად აბარებდნენ სისხლს, გულის შეტევების ან ინსულტების განვითარების რისკი საშუალოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა. სხვა კვლევების შედეგებით კი დასტურდება დონორობის კავშირი ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის შემცირებასთან. რკინის მაღალი შემცველობის დროს იზრდება თავისუფალი რადიკალების რიცხვი და სისხლძარღვთა კედლები უფრო ნაკლებად ელასტიკური ხდება. იმისათვის, რომ სისხლში რკინის დონე შევამციროთ, საკმარისია რამდენჯერმე სისხლის ჩაბარება.

ბიონიკური თვალი უსინათლოთა 85%-ს მხედველობას დაუბრუნებს

ავსტრალიელმა სპეციალისტებმა და სამრეწველო დიზაინერებმა შექმნეს ბიონიკური თვალი, რომელიც უსინათლოებს საგნების კონტურების გარჩევასა და სინათლის აღქმაში დაეხმარება. ბიონიკურ თვალს აქვს Google Glass-ის მსგავსი სპეციალური სათვალე. ეს სათვალე მასთან მიერთებული ციფრული კამერიდან იღებს გამოსახულებას, სიგნალებად გარდაქმნის მას და უსადენო კავშირით ადამიანის თავის ტვინში ჩანერგილ მიკროჩიპს გადასცემს, ანუ თვალის დაზიანებული სისტემის გვერდის ავლით ხდება ინფორმაციის გადაცემა უშუალოდ თავის ტვინში. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ვიზუალური ინფორმაცია მცირეა, უსინათლოებისთვის იგი ძალზე მნიშვნელოვანია. თანაც გამოყენებულია უსადენო ტექნოლოგია. ექსპერტთა შეფასებით, სისტემას შეუძლია დახმარება გაუწიოს უსინათლოთა 85%-ს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მცირეწონიანი და ყველა ზომისთვის ადვილად მოსარგები სათვალის შესაქმნელად.

ცხელი შოკოლადი ხანდაზმულთა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს

ხანდაზმულებს გაუარესებული აქვთ თავის ტვინში სისხლის მიდენა, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათ კოგნიტიურ შესაძლებლობებზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ისინი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევენ ორ ფინჯან ცხელ შოკოლადს, მათი გონებრივი შესაძლებლობები ნორმას უბრუნდება. ბრიგამის ქალთა ჰოსპიტლის თანამშრომელმა, დოქტორმა ფარზანეხ სორონდიმ და მისმა კოლეგებმა იმის გარკვევა სცადეს, შოკოლადის სახელდობრ რომელი კომპონენტის დამსახურება იყო მისი პოზიტიური ზეგავლენა აზროვნებაზე. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ტვინი გაცილებით აქტიურია, როდესაც სისხლთან ერთად საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და შაქარი მიეწოდება. შოკოლადი, უწინარესად, შაქრის მიწოდების პრობლემას აგვარებს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის მდიდარია ფლავანოლებით, რომლებიც კვებავენ ტვინს, ასევე სისხლის წნევას და ამცირებენ ინსულტის ალბათობას. უკანასკნელი გამოკვლევის დროს შეკრიბეს 60-კაციანი ჯგუფი (საკვლევ პირთა საშუალო ასაკი იყო 73 წელი) და ორ ქვეჯგუფად დაყვეს. პირველს აძლევდნენ ფლავანოლებით მდიდარ ცხელ შოკოლადს, ხოლო მეორეს – იმავე სასმელს, მაგრამ ფლავანოლების დაბალი შემცველობით. შოკოლადმა პოზიტიურად იმოქმედა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ თავის ტვინში სისხლის მიდენა. უპირველესად, მათ გაუუმჯობესდათ სისხლის მიმოქცევა. გარდა ამისა, მოხალისეებმა უკეთ გაართვეს თავი ტესტს ინტელექტზე