/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
შოტლანდიელმა მეცნიერებმა საზოგადოებას აბსტინენციის სინდრომის (ნარკოტიკული ლომკის) შესამსუბუქებლად მეტადონის იაფი ალტერნატივა შესთავაზეს.

მეტადონის იაფი შემცვლელი.

კვლევის შედეგები მოწმობს, რომ პრეპარატი დიჰიდროკოდეინი ჩანაცვლებითი თერაპიისთვის მეტადონზე არანაკლებ ეფექტური და, ამასთანავე, მასზე გაცილებით უვნებელია. დიჰიდროკოდეინი მეტადონზე მსუბუქად მოქმედებს, ამიტომ მისი გამოყენება სოციალურად საშიში პაციენტებისთვის (მაგალითად, ციხეში მჯდომი დამნაშავეებისთვის) გაცილებით მისაღებია. გამოკვლევის ავტორს მიაჩნია, რომ დიჰიდროკოდეინით თერაპია შეიძლება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად იქცეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც მეტადონის მიღება ამა თუ იმ მიზეზით უკუნაჩვენებია.

"როგორც ყველა ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც აუცილებელია მკურნალობის რამდენიმე ალტერნატიული მეთოდის არსებობა, რათა ექიმს შეეძლოს, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩიოს მკურნალობის მისთვის ყველაზე მისაღები ფორმა", - განაცხადა მან. დღესდღეობით ერთი ნარკომანის ჩანაცვლებითი მეტადონოთერაპია დიდი ბრიტანეთის ხაზინას წელიწადში 1,5 ათასი გირვანქა (დაახლოებით 3 ათასი დოლარი) უჯდება. აღსანიშნავია, რომ მარტო შოტლანდიაში ჩანაცვლებით მეტადონოთერაპიას დაახლოებით 20 ათასი კაცი იტარებს.

მარიხუანა დნმ-ს აზიანებს?!

დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მარიხუანა აზიანებს დნმ-ს და შესაძლოა, კიბოს განვითარების მიზეზად იქცეს. კარგა ხანია ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ვნებს გენეტიკურ მასალას და ზრდის ფილტვის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, მაგრამ მარიხუანას კვამლსაც რომ ასეთივე თვისება ჰქონდა, ახლაღა დაადგინეს. ამ რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ კი დაადასტურა, რომ მარიხუანას ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. მათ, ვინც მარიხუანას მცირე ასაკიდან და რეგულარულად ეწევა, დაავადების განვითარების ალბათობა ორჯერ მეტი აქვთ.

რისი ბრალია ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კემბრიჯელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, ისევე როგორც აზარტული თამაშებისადმი ლტოლვა და იმპულსური საქციელი ნერვული უჯრედების განსაკუთრებული შენებით არის განპირობებული. ვირთხებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნარკომანიისადმი მიდრეკილ ცხოველებს ტვინის განსაზღვრულ უბნებში დოფამინის რეცეპტორების დეფიციტი აღენიშნებოდათ. დოფამინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა მიდრეკილების, მათ შორის - ნარკოდამოკიდებულების განვითარებაში.

ბრიტანელ მეცნიერთა ყურადღება თავის ტვინის ზოლიან სხეულში განლაგებულმა ბირთვებმა მიიპყრო - მათი აზრით, სწორედ აქ მდებარეობს იმპულსური მოქმედებების ცენტრი. მკვლევრებმა სპეციალური ტესტების საშუალებით შეარჩიეს ვირთხები, რომლებიც იმპულსური საქციელით გამოირჩეოდნენ. ექსპერიმენტის დროს ეს ცხოველები იგნორირებას უკეთებდნენ დიდ "საჩუქარს", რომლის მოსაპოვებლად რამდენიმე მოძრაობის შესრულება იყო საჭირო და ირჩევდნენ მომცროს, რომლის მიღებაც დაუყოვნებლივ შეეძლოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მოგვიანებით გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ იმპულსურ ვირთხებს ზოლოვანი სხეულის არეში 10%-ით ჰქონდათ დაქვეითებული ნეირომედიატორ დოფამინის D2 რეცეპტორების რაოდენობა. გამოკვლევის მომდევნო ეტაპზე ყველა ვირთაგვას შესთავაზეს კოკაინის გასინჯვა. იმპულსურმა ვირთხებმა, რომელთაც დოფამინის რეცეპტორების დეფიციტი ჰქონდათ, სხვებთან შედარებით 2-ჯერ მეტი კოკაინი გასინჯეს. "ჩვენი გამოკვლევა ამტკიცებს კავშირს იმპულსურობასა და აკვიატებული მიდრეკილებების გაჩენას შორის", - განაცხადა მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა. მისი აზრით, D2 რეცეპტორის დეფიციტი მხოლოდ იმპულსური ქცევის აღმოცენებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების, აზარტული თამაშებისადმი ლტოლვისა და სხვა პათოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბების ალბათობასაც ზრდის.

ბრიტანელ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თავის ტვინში D2 რეცეპტორების შემცველობა დამოკიდებულია როგორც გენებზე, ასევე გარეგან გავლენაზე, ამიტომ შეიძლება შეიქმნას საშუალება, რომელიც მათი რაოდენობის გაზრდას შეუწყობდა ხელს. თუმცა ვირთაგვებზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს პირდაპირ ადამიანებზე ვერ გადავიტანთ - საამისოდ უფრო ღრმა გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი.

მარიხუანა ძლიერი ნარკოტიკებისადმი ლტოლვას აძლიერებს

მარიხუანას, ამ ერთი შეხედვით მსუბუქი, არცთუ ისე მავნე ნარკოტიკის მომხმარებლები მოკლე ხანში გაცილებით ძლიერ ნარკოტიკებზე ხდებიან დამოკიდებულნი და ეს ემართება ყველას, განურჩევლად ფსიქიკის თავისებურებებისა, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტიდან. მარიხუანას მომხმარებლებს თანდათან რომ აღარ აკმაყოფილებდათ ეს მსუბუქი ნარკოტიკი და უფრო ძლიერზე გადადიოდნენ, აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ამას არა თვით ბალახის თვისებებით, არამედ სოციალური გარემოცვის ნეგატიური გავლენითა და მომავალი ნარკომანის პიროვნების თავისებურებებით ხსნიდნენ.

უკანასკნელმა ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ თავის ტვინზე მარიხუანას ხანგრძლივი ზემოქმედება თავად იწვევს უფრო ძლიერმოქმედი სტიმულატორისადმი მიდრეკილებას.

მარიხუანასადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მოზარდები, რომელთა ტვინში ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოქმედებების მაკონტროლებელი ნერვული ცენტრების ფორმირება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეტადონის შემცვლელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები