აღმოჩენილია კავშირი ორგანოთა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის
ცხოვრების წესის გავლენის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Mental Health. კვლევაში გამოიყენეს UK Biobank-ის მონაცემები, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას 18000-ზე მეტი ადამიანის შესახებ.
-
შესწავლილია ბიოლოგიური გზები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოების – ფილტვების, გულის, ღვიძლის, თირკმელების ჯანმრთელობას აკავშირებს ტვინთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მათ შორის, დეპრესიასა და შფოთვით აშლილობასთან.
მკვლევარებმა მონაცემების გასაანალიზებლად გამოიყენეს სტატისტიკური მოდელები, რომლებმაც გამოავლინეს მნიშვნელოვანი კავშირი ორგანოთა ჯანმრთელობის გაუარესებასა და დეპრესიის სიმპტომებს შორის. მათ ასევე დაადგინეს, რომ ტვინი მთავარ როლს თამაშობს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირში და მოქმედებს როგორც შუამავალი ფაქტორი.
კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ორგანოს სისტემაში არსებულმა დარღვევებმა, როგორიცაა მეტაბოლური და იმუნური სისტემები, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ტვინის სტრუქტურაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დეპრესიის, შფოთვისა და ნევროზის განვითარებას ან გაუარესებას.
კვლევის ავტორებმა გამოავლინეს ცხოვრების სტილის ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ძილის ხარისხზე, კვებაზე, ვარჯიშზე, მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს კონკრეტულ ორგანოთა სისტემებზე და, შესაბამისად, ტვინის სტრუქტურაზე.
ფსიქოსომატური დაავადებები
ტერმინი „ფსიქოსომატური“ უკვე 200 წლისაა. იგი პირველად 1818 წელს გერმანელმა ექიმმა ჰაინროტმა გამოიყენა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ჯანმრთელობაზე გავლენის აღწერისას.
ადამიანის სხეულზე სულის გავლენის თაობაზე მოსაზრებანი ჯერ კიდევ ძველბერძნულ მედიცინასა და ფილოსოფიაში არსებობდა: ბერძნულად „ფსიქო“ – სულია, „სომა“ კი – სხეული. ისინი სულსა და სხეულს ერთ მთლიან სუბსტანციად განიხილავდნენ. ამის თაობაზე ჰიპოკრატე, პლატონი და არისტოტელე თამამად საუბრობდნენ.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, პაციენტთა საერთო რაოდენობის 38%-ს ფსიქოსომატური ფაქტორი აღენიშნება, ამბულატორიული შემთხვევების 50%-ს სწორედ ისინი შეადგენენ. ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში კი ეს მაჩვენებელი 10-დან 66,8 %-მდეა.
დაავადება რამდენიმე ეტაპად ასეთი მექანიზმით ყალიბდება:
- სტრეს-ფაქტორი;
- ფსიქოემოციური დაძაბვა, რომელიც გრძნობებისა და ემოციების დათრგუნვას იწვევს;
- ენდოკრინული და ვეგეტატიური ნერვული სისტემების აქტივაცია;
- ცვლილებანი ორგანოთა სისტემებში, რომლებიც სიმპტომთა განსხვავებული კომპლექსებით მანიფესტირდებიან.
სტრესი ორგანიზმის რეაქციაა გარკვეულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ მოქმედებაზე, სიხარულიც, შესაძლოა, სტრესად მივიჩნიოთ. ყოველ ადამიანს გააჩნია „დუღილის წერტილი“, რომლის შემდგომაც მისი ორგანიზმი იწყებს ჩამოშლას, ანუ იწყება ფსიქოსომატური დაავადება.
სტრესი თამაშობს სხვადასხვა შინაგანი პროცესის გამშვები მექანიზმის როლს, მათ შორის ბიოქიმიური და ნეირომედიატორული ცვლილებებისა, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმის ჰომეოსტაზზე, ანუ მის უნარზე – არეგულიროს ორგანიზმში ყველაფერი და შეინარჩუნოს ორგანოთა სისტემებს შორის წონასწორობა.
დაავადების მაპროვოცირებელი სტრეს-ფაქტორი შესაძლოა იყოს როგორც გარეგანი, მაგალითად, შრომა დასვენების გარეშე, ხშირი მგზავრობა, ასევე შინაგანი – აგრესია, ფსიქოლოგიურად დაუძლეველი ტრავმები, დამთრგუნველი ემოციები, განგაში და მრისხანება.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/fsiqologia/25548-psikosomaturi-daavadebebi.html