ფსიქოსომატური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოსომატური დაავადებები

ადამიანის სხეულზე სულის გავლენის თაობაზე მოსაზრებანი ჯერ კიდევ ძველბერძნულ მედიცინასა და ფილოსოფიაში არსებობდა: ბერძნულად „ფსიქო“ – სულია, „სომა“ კი – სხეული. ისინი სულსა და სხეულს ერთ მთლიან სუბსტანციად განიხილავდნენ. ამის თაობაზე ჰიპოკრატე, პლატონი და არისტოტელე თამამად საუბრობდნენ.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, პაციენტთა საერთო რაოდენობის 38%-ს ფსიქოსომატური ფაქტორი აღენიშნება, ამბულატორიული შემთხვევების 50%-ს სწორედ ისინი შეადგენენ. ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში კი ეს მაჩვენებელი 10-დან 66,8 %-მდეა.

დაავადება რამდენიმე ეტაპად ასეთი მექანიზმით ყალიბდება:

  • სტრეს-ფაქტორი;
  • ფსიქოემოციური დაძაბვა, რომელიც გრძნობებისა და ემოციების დათრგუნვას იწვევს;
  • ენდოკრინული და ვეგეტატიური ნერვული სისტემების აქტივაცია;
  • ცვლილებანი ორგანოთა სისტემებში, რომლებიც სიმპტომთა განსხვავებული კომპლექსებით მანიფესტირდებიან.

სტრესი ორგანიზმის რეაქციაა გარკვეულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ მოქმედებაზე, სიხარულიც, შესაძლოა, სტრესად მივიჩნიოთ. ყოველ ადამიანს გააჩნია „დუღილის წერტილი“, რომლის შემდგომაც მისი ორგანიზმი იწყებს ჩამოშლას, ანუ იწყება ფსიქოსომატური დაავადება.

სტრესი თამაშობს სხვადასხვა შინაგანი პროცესის გამშვები მექანიზმის როლს, მათ შორის ბიოქიმიური და ნეირომედიატორული ცვლილებებისა, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმის ჰომეოსტაზზე, ანუ მის უნარზე – არეგულიროს ორგანიზმში ყველაფერი და შეინარჩუნოს ორგანოთა სისტემებს შორის წონასწორობა.

დაავადების მაპროვოცირებელი სტრეს-ფაქტორი შესაძლოა იყოს როგორც გარეგანი, მაგალითად, შრომა დასვენების გარეშე, ხშირი მგზავრობა, ასევე შინაგანი – აგრესია, ფსიქოლოგიურად დაუძლეველი ტრავმები, დამთრგუნველი ემოციები, განგაში და მრისხანება.

ფსიქოემოციური დაძაბულობა იწვევს სომატურ გამოვლენას განსაკუთრებული ფსიქოტიპის მქონე პირებში, ისეთებში, რომლებშიც ორგანული სიმპტომების ჩამოყალიბება და დაავადების განვითარება ერთადერთი შესაძლო ადაპტაციაა სტრესისადმი, მათ ჩვეულებრივ ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა გარე და შინაგანი ფაქტორებისადმი და, ამასთან, ხშირად „ბლოკავენ“ საკუთარ ემოციებს, მალავენ, არ ასახელებენ, არ აღიარებენ და თრგუნავენ.

ადამიანს როცა რაღაც ემუქრება, ის ხანგრძლივად განიცდის შიშს, რაც ზრდის სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობას და სისხლში ჰორმონ ნორადრენალინის კონცენტრაციის მატებას, ეს უკანასკნელი კი სისხლის გზით ვრცელდება მთელ სხეულში, მოქმედებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე, რის გამოც ორგანიზმი სუსტდება, იფიტება და სხვადასხვა დაავადების გამომწვევისადმი მისი მედეგობა საგრძნობლად ქვეითდება.

დასაწყისში გააქტიურებული ნორადრენალინი ააქტიურებს ლიმფოციტებს, რომლებიც გარკვეული პერიოდით აუმჯობესებენ კიდეც იმუნური სისტემის მუშაობას, ასევე აქტიურდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ე.წ. „სტრესის ჰორმონების“ კორტიკოსტეროიდების გამომუშავება, რომლებსაც ორგანოები უფრო აქტიური მუშაობის რეჟიმში გადაჰყავთ, მაგრამ თუ სტრესული მდგომარეობა ხანგრძლივდება და ქრონიკული ხდება, მაშინ ლიმფოციტები იღლებიან და ორგანოთა აქტიურობაც მკვეთრად ქვეითდება.

ყველაზე მეტად ზიანდება „ლოკალურად ბიოლოგიურად აქტიური ადგილები“ – ორგანოები, რომლებსაც ისედაც გარკვეული სისუსტეები აღენიშნებოდათ. მაგალითად, სუსტი სასუნთქი სისტემის მქონე ადამიანებს, შესაძლოა, განუვითარდეთ ბრონქული ასთმა, დაზიანებული კუჭის მქონეთ – წყლულოვანი დაავადება, ხოლო სუსტი იმუნური რეაქციების მქონე პირებში განვითარდეს აბსოლუტურად ყველანაირი პათოლოგია, დაწყებული სოკოვანი ინფექციით – ავთვისებიან სიმსივნეებამდე.

ცნობილია, რომ ფსიქოსომატური დაავადებები, ადამიანების მსგავსად, ცხოველებშიც ვითარდება.

ჩიკაგოური შვიდეული – ფსიქოსომატური დაავადებები

1950 წელს ამერიკელმა ექიმმა, ჩიკაგოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტის პროფესორმა ფრანც ალექსანდერმა განსაზღვრა და დაადგინა ის 7 ძირითადი ფსიქოსომატური დაავადება, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამედიცინო პრაქტიკაში.

ჩიკაგოური შვიდეული ასე გამოიყურება:

  • ჰიპერტენზიული დაავადება (ნევროზული, ესენციური);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ჰიპერთირეოზი (თორეოტოქსიკოზი);
  • ბრონქული ასთმა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ნეიროდერმიტი, ეგზემა.

უკანასკნელ წლებში მათ დაემატა: გულის იშემიური დაავადება, გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

ერთი შეხედვით, განსხვავებული სამიზნის მდგომარეობებია, მაგრამ ამ შემთხვევას კარგად ხსნის ხალხური გამოთქმა: „სადაც წვრილია, იქ წყდებაო“.

ყველაფერს განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალური წინასწარგანწყობა სომატური პათოლოგიებისადმი. სადაც ორგანიზმი უფრო ადვილად „დასამორჩილებელია“, ძირითად დარტყმას ის ადგილი იღებს, ამიტომ სტრესის გამო ერთს ჰიპერტენზია უვითარდება, მეორეს – ბრონქული ასთმა, მესამეს – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ნეიროდერმიტი ეწყება.

ფსიქოსომატურ რეაქციათა სპექტრი

ფსიქოსომატურ დარღვევათა სპექტრი საკმაოდ ფართოა:

  • ფსიქოსომატური რეაქციები, ორგანიზმის ხანმოკლე ცვლილებები სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში: არტერიული წნევის მატება, გულისცემის მომატება, წამოწითლება, ფერის დაკარგვა და სხვა;
  • ორგანოთა ფუნქციური ნევროზები – არსებობს დისკომფორტი და ტკივილი, ორგანოთა დაზიანების ობიექტური ნიშნების გარეშე;
  • მყარი, ხანგრძლივი ფსიქოსომატური რეაქციები, უპირატესად შეუქცევადი ცვლილებანი ორგანიზმში.

სტრესს შეუძლია იყოს პირველადი და გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები. ხდება პირიქითაც – ფსიქიკური დარღვევების პროვოცირება შეუძლიათ სომატურ პრობლემებს, მაგალითად ოპერაციული ჩარევის, ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ონკოლოგიურ პაციენტებში.

პათოლოგიური მდგომარეობანი შეიცავს როგორც სომატურ, ისე ფსიქიკურ ნიშნებს, ამიტომ ისინი ერთიანდებიან ერთ დიდ – ფსიქოსომატური დარღვევების ჯგუფში.

ფსიქოსომატურ დარღვევათა ტიპები

იმ მრავლობით კლინიკურ გამოვლენათა გათვალისწინებით, რომლებიც დამახასიათებელია ფსიქოსომატური დარღვევებისთვის, არსებობს მათი კლასიფიკაცია რამდენიმე ნიშნის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია მათ სამ ძირითად ჯგუფად განიხილავს:

  • სომატოფორმული დარღვევები;
  • ნოზოგენიები;
  • სომატოგენიები.

სომატოფორმული დარღვევები

პაციენტი ასახელებს საკმაოდ ბევრ სიმპტომს და სერიოზულ ჩივილს გამოთქვამს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მუშაობის თაობაზე.

ამასთან, არ ვლინდება არანაირი ობიექტური პათოლოგიური ცვლილებანი, ყოველივე დასტურდება მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, რომელთაც თავად პაციენტები ითხოვენ ან დამოუკიდებლად იტარებენ.

ორგანული პათოლოგია არ დიაგნოსტირდება და ზოგჯერ ფუნქციური ცვლილებების გამო დანიშნული თერაპია არაეფექტიანია, ამიტომ პაციენტები უჩივიან ექიმის არაპროფესიონალიზმს და სხვა სპეციალისტთან მიდიან. ეს პაციენტთა „განსაკუთრებული კატეგორიაა“, რომლებიც აუცილებლად ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას საჭიროებენ.

ნოზოგენიები

პათოლოგიური ფსიქოლოგიური რეაქციაა სომ­ატური დაავადების განვითარების საპასუხოდ ნევროზის, ასთენიის სახით.

ყველაზე ხშირად ნოზოგენია ვითარდება გულ-­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია), ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების აღმოჩენისას, ოპერაციული მკურნალობის მოლოდინში, ტრავმების ან დამწვრობის გამო ხანგრძლივი იმობილიზაციის ან ქიმიოთერაპიის შემდგომ.

სომატოგენია

სომატოგენია ნერვულ-ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ვითარდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უმაღლეს ნერვულ ფუნქციებზე სხვადასხვა ფაქტორთა პირდაპირი პათოლოგიური მოქმედების შედეგად – ინფექციის, ინტოქსიკაციის, თავის ტვინის ტრავმის, სხივური ზემოქმედების, სიმსივნეების დროს.

სომატოგენიები ასევე შესაძლოა, განვითარდეს ჰემოდიალიზის, ზოგიერთი ოპერაციული ჩარევის შემდგომ, მძიმე ფსიქიკური დაავადებების გადატანის ან გამწვავებათა შორის პერიოდში.

სასიგნალო ნიშნები

თქვენი მდგომარეობა ფსიქოსომატურია, თუ გახასიათებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ნიშანი:

  • დაავადება გამოწვეულია სტრესით, ემოციური შოკით, გადაძაბვით, ფსიქიკური ტრავმით;
  • დაავადება გამოვლინდა რაიმე კონკრეტული მოვლენის შემდგომ ან მწვავდება განსაზღვრულ სიტუაციებში;
  • დაავადება ქრონიკული ხასიათისაა ან პერიოდულად მეორდება;
  • დაავადებისას არ ვლინდება რაიმე ორგანოს პათოლოგია, მაგრამ ორგანიზმის რომელიმე ფუნქცია ქვეითდება და ირღვევა;
  • ვლინდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საყრდენ-­მამოძრავებელი აპარატის, სასუნთქი სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების ფუნქციათა დარღვევა;
  • ამას თან სდევს შინაგანი შფოთვა, დეპრესიული გამოვლინებანი, შიშის სიმპტომები, ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და ფსიქიკური გადალა;
  • დაავადებანი, რომელთა მიზეზებსაც მედიცინა ვერ ხსნის ან სიმპტომები, რომლებიც სამედიცინო კვლევებით არ დასტურდება: ისტერიული გადაღლა, ფსიქოგენური სიბრმავე და სიყრუე, ფსიქოგენული ღებინება და სხვა;
  • დაავადებანი, რომლებიც არც გენეტიკურია და არც გადამდები, მაგრამ დამახასიათებელია ოჯახის რამდენიმე წევრისთვის ან მათი სხვადასხვა თაობისთვის.