/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზები და პროფილაქტიკა

მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზები და პროფილაქტიკა
დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიზეზთა ცოდნას. ამჯერად გვსურს მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზები გაგაცნოთ. გვესაუბრება აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი?

- მიოკარდიუმის ინფარქტს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ზოგიერთი ხელშემწყობი ფაქტორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და საგრძნობლად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ასეთი ფაქტორებია მოწევა, სმა, ჭარბი წონა. რისკის ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის აღმოსაფხვრელად კი მეტი ძალისხმევა და ხშირად მედიკამენტური ჩარევაც კია საჭირო. ერთი რისკფაქტორის არსებობა 2-3-ჯერ ზრდის ინფარქტის განვითარების რისკს, ხოლო 2-3 რისკფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ალბათობა ათჯერ იზრდება.

- მოწევა რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მტერია, ყველამ ვიცით. რატომ ვნებს ნიკოტინი გულსა და სისხლძარღვებს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- დადგენილია, რომ მოწევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მათ შორის - ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილიანობას 50%-ით ზრდის. ლეტალური შედეგის ალბათობა ასაკსა და მოწეული სიგარეტის ოდენობასთან ერთად იზრდება. თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ამიაკი და სხვა ნივთიერებები ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს მათ ქოლესტერინით გაჯერებას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. გარდა ამისა, მწეველის სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა, რაც ასევე ამცირებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. თამბაქოს მხუთავი აირი სისხლში ჰემოგლობინს უკავშირდება და წარმოქმნის დაუშლელ ნაერთს - კარბოქსილჰემოგლობინს, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას საგრძნობლად აჩქარებს. მოწევა ამცირებს სისხლის შედედების დროს, ზრდის თრომბოციტების შეწებების უნარს, რის გამოც იმატებს თრომბების წარმოქმნის ალბათობა. ასევე დადგენილია, რომ სიგარეტის მოწევის დროს:

  • ხშირდება გულისცემა, იმატებს არტერიული წნევა;
  • იმატებს ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილება;
  • უარესდება ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლები;
  • იკლებს ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობა.

გულის დაავადებებსა და მოწევას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა - რაც უფრო მეტს მოსწევს ადამიანი, მით უფრო მეტია გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ვარ 44 წლის,მდედრობითი,ჰოლტერზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა 3000 და lbbb ტიპის კომპლექსი პერიოდულად.მაქვს ნევროზი,შფოთვა. და რკინა და ფერიტინი დაბალი.ექოთი და დოპლერით ორგანული პათოლოგია გამოირიცხა.ექიმმა დამინიშნა ფლეკარდია და კონკორი.თუ შეიძლება მიპასუხეთ აუცილებელია ამ პრეპარატების მიღება? რომ არ მივიღო? ვღებულობ კუნელის წვეთებს.მეტ ნაკლებად მშველის.თქვენი აზრი მაინტერესებს.მადლობა</p>

- რას გვეტყვით ინფარქტის განვითარებაში ქოლესტერინის როლზე?

- დავიწყებ იმით, რომ ქოლესტერინი და სხვა ლიპიდები დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ფუნქციობაში. ისინი ქმნიან უჯრედის კედლის საფუძველს, წარმოადგენენ უჯრედებისა და ქსოვილების ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის შეუცვლელ წყაროს; ქოლესტერინისგან წარმოიქმნება საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ნაღვლის მჟავები, ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელი სასქესო ჰორმონები, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები. მაგრამ სასარგებლოა ქოლესტერინის მხოლოდ ერთი ნაირსახეობა - მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი. არსებობს "ცუდი" - დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინიც, რომელიც ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის და სისხლძარღვებს აზიანებს, შემდგომ კი ინფარქტის განვითარებას განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, "კარგ" ქოლესტერინს არტერიის კედლებიდან გამოაქვს "ცუდი" ქოლესტერინი და გასანეიტრალებლად ღვიძლისკენ მიაქვს. ასე რომ, სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ანუ კარგი ქოლესტერინის დაბალი შემცველობა და ტრიგლიცერიდების ანუ ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის წინაპირობად ჩაითვალოს. არსებობს მონაცემები, რომ ქოლესტერინის ნორმალიზებისკენ მიმართული მკურნალობა ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. ამ კუთხით დიდ როლს ასრულებს ჰიპოქოლესტერინული დიეტა. ამ დიეტის მიხედვით იკრძალება ცხოველური წარმოშობის ცხიმი (მსუქანი ხორცი, ძეხვი, შებოლილი ხორცი, ხორცის პაშტეტი), მკაცრად იზღუდება რძე და მისი ნაწარმი (იოგურტი, არაჟანი და სხვა), მაიონეზი, ხიზილალა, კვერცხის გული, ღვიძლი, ტვინი, თირკმელი. რეკომენდებულია ყოველგვარი მცენარეული ცხიმი, თხილი, კაკალი, თევზი, ხილი და ბოსტნეული (ყოველდღიურად 400 გრამი და მეტი), პარკოსნები (ლობიო, მუხუდო, სოია და სხვა), წყლითა და მცენარეული ზეთით მომზადებული ფაფები, თაფლი, დაღერღილი ხორბლისა და ჭვავის პური.

ასევე დაგაინტერესებთ
15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის

- უწყობს თუ არა ხელს ინფარქტის განვითარებას არტერიული ჰიპერტენზია?

- რა თქმა უნდა, უწყობს. არტერიული ჰიპერტენზია განაპირობებს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, რაც გულის კუნთის ფუნქციობის დარღვევას იწვევს, აქედან კი გულის იშემიურ დაავადებამდე და ინფარქტამდე ერთი ნაბიჯია.

- რას გვეტყვით შაქრიანი დიაბეტისა და ინფარქტის ურთიერთკავშირზე?

- შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობა საშუალოდ ორჯერ იზრდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხოლო ინფარქტის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ითვლება, რომ ათი წლის განმავლობაში და მეტხანს მიმდინარე შაქრიან დიაბეტს თან სდევს მკვეთრი ათეროსკლეროზი. საშიშია არა მხოლოდ დიაბეტი, არამედ ჰიპერგლიკემიაც, ანუ სისხლში გლუკოზის ნორმაზე მაღალი შემცველობა. თუ გლუკოზა სისხლში ჭარბად არის, იგი სისხლძარღვთა კედლებზე ილექება და აზიანებს მათ, რაც სისხლძარღვების შევიწროებასა და ათეროსკლეროზის გაღრმავებას განაპირობებს. ამ პროცესს თან სდევს სისხლის შედედების გაძლიერება და მიკროთრომბების წარმოქმნა. ამიტომ საჭიროა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა სისხლში მუდმივად აკონტროლონ გლუკოზის დონე. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს აქვთ სხვა პრობლემებიც, მათ შორის - არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის მატება, რაც, თავისთავად ცხადია, ინფარქტის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

კომენტარები (1)
ნათია
მაიმუნის ყვავილი კი არა ბიოლოგიური იარაღია დროა საზოგადოებამ ცოდნა გაიღრმაოს და ვაი ვაქცინებით არ დაიჭყიპონ, სულ ცოტა დაფიქრდით ვის რად უღირს თქვენი გადარჩენა
თარიღი : 20-08-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა არის მაიმუნის ყვავილი და რა ინფორმაციაა ამჟამად ცნობილი მისი გავრცელების შესახებ. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მაიმუნის ყვავილი და რა ინფორმაციაა ამჟამად ცნობილი მისი გავრცელების შესახებ.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ზოონოზური დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის ცხოველებიდან ადამიანებზე ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ადამიანის ყვავილის ინფექციის მსგავსია, მაგრამ, როგორც წესი, ნაკლებად მძიმეა.

საიდან გაჩნდა სახელი?

სახელწოდება მაიმუნის ყვავილი მომდინარეობს იქიდან, რომ ვირუსი პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს დანიის ლაბორატორიაში 1958 წელს. თუმცა, ვირუსის მთავარი მატარებლები არიან მღრღნელები, როგორიცაა ვირთხები და ციყვი.

როგორ გადაეცემა?

მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით გადაედება.

გადაცემის გზა:

პირდაპირი კონტაქტი ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის გამონაყართან, დაზიანებულ კანთან ან ლორწოვან გარსებთან;

კონტაქტი დაბინძურებულ მასალებთან, როგორიცაა საწოლები, ტანსაცმელი ან სხვა ნივთები, რომლებიც შეხებაშია ინფიცირებულ ადამიანთან;

ჰაერ-წვეთოვანი გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს ხანგრძლივ მჭიდრო კონტაქტს ინფიცირებულ ადამიანთან.

სიმპტომები

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაინფიცირებიდან საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში და შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • გადიდებული ლიმფური კვანძები
  • კუნთების ტკივილი
  • გამონაყარი, რომელიც გადის რამდენიმე ეტაპს და შეიძლება დააზიანოს სახე, ხელისგულები და ტერფები.

გავრცელება

მაიმუნის ყვავილის ეპიდემიები ისტორიულად დაფიქსირდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. თუმცა, 2022 წელს დაფიქსირდა დაავადების ძირითადი აფეთქება, რომელიც გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ადრე არ იყო დაფიქსირებული.

პრევენცია და მკურნალობა

  • ვაქცინაცია:

აღმოჩნდა, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85 პროცენტით ეფექტიანია. ყვავილის ვირუსი დამარცხებულად 1980 წელს გამოცხადდა და შესაბამისად, ამ დროისათვის მისი თავდაპირველი (პირველი თაობის) ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი ვაქცინის ათასობით დოზის შეკვეთას გეგმავს, რათა ის მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენოს.

  • იზოლაცია:

ინფიცირებული ადამიანები უნდა იყვნენ იზოლირებული ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

  • პირადი ჰიგიენა:

ხელების ხშირი დაბანა საპნითა და წყლით არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

რა უნდა ვიცოდეთ:

დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში.

შემთხვევების უმრავლესობაში, კლინიკური ნიშნების ალაგდება 14 დან 21 დღემდე (სხეულზე არ უნდა იყოს არც ერთი კვანძოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი), შესაძლებელია გამწვავებებიც , ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. რაც შეეხება გართულებებს, მსგავსია გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გართულებების - ლიმფადენოპათია, პნევმონია და ა.შ.

რატომ აცხადებს ჯანმო ამ ვირუსთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ?

მაიმუნის ყვავილის ვირუსი დღემდე არ ქმნიდა დიდ ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას, რადგან არ გადაეცემოდა ადვილად ადამიანიდან ადამინს - გადცემისთვის მჭიდრო კონტაქტი იყო საჭირო. დღეს გავრცელებული შტამი ძალიან დავილად გადაეცემა და კონგოდან გავრცელდა სხვა აფრიკულ ქვეყნებში: კენია, ბურუნდი, რუანდა და უგანდა.

სწორედ ამიტომ გამოხატა შეშფოთება ჯანმომ და დასახა ღონისძიებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.