15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის
ხშირ შემთხვევაში (დაახლოებით 98%-ში) ინფარქტის გამომწვევი მიზეზი არტერიების ათეროსკლეროზია, რომელიც გულს სისხლით ამარაგებს. მის განვითარებას კი იწვევს სისხლძარღვის შიდა კედლის მთლიანობის დარღვევა. დროთა განმავლობაში სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილას ხდება ცხიმების ჩალაგება და დაგროვება, ამის შედეგად წარმოიქმნება ე. წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს. ეს ორგანოში სისხლის ნაკადის შემცირებას განაპირობებს. დატვირთვის დროს, როცა ორგანოში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ძლიერდება და შესაბამისად, მეტ ჟანგბადს მოიხმარს, შევიწროებული სისხლძარღვი ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ სისხლმომარაგებას, ორგანო ვეღარ იღებს მუშაობისთვის საჭირო ჟანგბადს და ვითარდება იშემია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟანგბადოვანი შიმშილი.
მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა
იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ იშემიის განვითარებას და შესაბამისად, გულის კუნთის ინფარქტსაც, საჭიროა რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს არტერიების გასუფთავებას.
ორაგული
ორაგული და ცივ წყლებში მობინადრე თევზის სხვა სახეობები (თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი) უნდა მიიღოთ რეგულარულად. ასეთი თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა-3-ს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას. არის ასევე ცილების წყარო, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ამასთან, ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.
ფორთოხლის წვენი
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამ გემრიელ წვენს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა. მხოლოდ 2 ჭიქა დღეში საკმარისია, რათა С ვიტამინის დღიური ნორმა მიიღოს ორგანიზმმა.
თხილეული
ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. რაც შეეხება კაკალს – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ქოლესტერინის დონის აწევას, უზრუნველყოფს გულის საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და სისხლძარღვების გამაგრებას.
ხურმა
აღნიშნული ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვების გასაწმენდად. შემადგენლობა მდიდარია С ვიტამინით, ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის), კაროტინით, მთრიმლავი და პექტინოვანი ნივთიერებებით, ცილებით, სპილენძით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და მინერალური მარილებით.
კურკუმა
დაუმატეთ ეს სანელებელი პირველ და მეორე თავის კერძებს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის რისკი. კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან, რომლებიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორებიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ წვნიანებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის ფლავში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.
საზამთრო
საზამთრო ეფექტურად აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას. მასში არსებული С ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას, ამიტომ იგი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ნიკრისის ქარისა და ართრიტის დროს.
მწვანე ჩაი
თავისი ანტიოქსიდური უნარით ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი ულუფის ეკვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც ებრძვის სიმსივნურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა).
გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვული სისტემის ტონიზებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. საზოგადოდ, მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.
გრეიპფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდი ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარობასა და ელასტიკურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მიიღეთ კვირაში 2 ცალი პროფილაქტიკისთვის.
ზღვის კომბოსტო
წყალმცენარე ლამინარია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით... მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აფართოებს სისხლძარღვებს, რაც მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისთვის. ადამიანებს, რომლებიც ხშირად ჭამენ ზღვის კომბოსტოს, შეუძლიათ 15%-ით შეამცირონ სისხლში ქოლესტერინის დონე.
ბროწეული
ლიდერად აღიარებული სასარგებლო პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. უნდა ჭამოთ უმი. ბროწეულის წვენი ათხელებს სისხლს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ანემიასთან გასამკლავებლად. კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ისპანახი
მდიდარია კალიუმით და ფოლიუმის მჟავათი, რომელიც ხელს უწყობს კუნთის ქსოვილის სიმკვრივეს და ამცირებს გულის შეტევის რისკს. ამასთან, ისპანახში აკუმულირებულია ბევრი მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. შეიცავს ბევრ ცილას, კაროტინს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს. პროდუქტში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი იოდი.
ავოკადო
ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზისა და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა, სამწუხაროდ, არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას, გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.
ნიორი
ყველასთვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომლებსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულოზის ჩხირებს.
კენკრა
ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ, რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბალი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო. შავი მოცხარი 15-ჯერ მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. სწორედ შავი მოცხარი უნდა მიიღოს გულის პრობლემების დროს ადამიანმა, რადგან მას მატონიზებელი გავლენა აქვს.
შტოში
კალიუმის საბადო. დღეში 2 ს.კ. შტოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 40%-ით ამცირებს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალებაა. წმენდს შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს სახიფათო ბაქტერიებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შტოში ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს თრომბებისგან. მხოლოდ დიეტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის დაცვა საკმარისი არ არის. ფიზიკური აქტივობა, სტრესთან გამკლავება, ინფექციებსა და მავნე ჩვევებთან ბრძოლა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება – ყოველივე ეს კომბინირებულად ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების წინაპირობაა.