/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

წერილი თოვლის ბაბუას

წერილი თოვლის ბაბუას
მყავს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი, 3, 7 და 10 წლის. ახალი წელი ახლოვდება და მინდა, ჩემი შვილებიც გავახარო საახალწლო საჩუქრებით -

ეს ხომ ჯადოსნური დღესასწაულია, ყველა ოცნების ასრულების დრო. მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, სხვადასხვა საჩუქარი შეეფერებათ. რაზე ავიღო ორიენტაცია?

ახალი წლის დადგომამდე მშობლები თავს იმტვრევენ, რით გაახარონ თავიანთი პატარები, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან ზღაპრულ ღამეს და თოვლის ბაბუის საჩუქრებს. მიუხედავად სკეპტიკური აზრისა: "თოვლის ბაბუა არ არსებობს" - ბევრი ბავშვი 12 წლამდეც კი ოცნებობს ნაძვის ხესთან საოცნებო საჩუქრის აღმოჩენაზე.

ვის როგორი საჩუქრის პოვნა სურს თოვლის ბაბუის ხურჯინში

4-8 წლამდე ასაკის გოგონებისთვის შეუცვლელ საჩუქრად ითვლება თოჯინა - ჩვილი თავისი ტანსაცმლის ნაკრებით. რაც უფრო მეტად ჰგავს თოჯინა რეალურ ჩვილს, მით უფრო დიდია პატარა ქალბატონის აღტაცება. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ თოჯინა - მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ თქვენს გოგონებს. და, რა თქმა უნდა, ყველა გოგონას აღაფრთოვანებს ულამაზეს კაბაში გამოწყობილი სათამაშო პრინცესა.

ბიჭუნების უმრავლესობა თაყვანს სცემს მექანიკურ ნაკეთობებს. თუ მანქანების მიმართ გულგრილნი არიან, შესაძლოა მოეწონოთ დაპროგრამებული რობოტი, კოსმოსური ხომალდი რადიომართვით, რკინიგზა. თუ თქვენი პატარა სიზმარში თავს ბეტმენად ან ადამიან-ობობად ხედავს, მიართვით საყვარელი გმირის კოსტიუმი.

2-3 წლის ბავშვს აღაფრთოვანებს ნათელი ფერის კუბები და დიდი რბილი სათამაშოები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

7 წლის ხელმარჯვე გოგონასთვის სიხარულის მომგვრელი იქნება საქარგავი ან საკერავი ნაკრები.

5 წელს გადაცილებული ცნობისმოყვარე ბავშვისთვის კარგი საჩუქარია მიკროსკოპი, ჭოგრიტი და ცდების ჩასატარებელი ნაკრები. როგორც ბიჭუნები, ისე გოგონები სიამოვნებით გაერთობიან კონსტრუქტორით. არჩევანი საკმაოდ დიდია: ელექტრონული, ხისა, ტრადიციული ლითონისა...

4 წელს გადაცილებულ ბავშვებს მოსწონთ სამაგიდო თამაშებიც. ახლა ისეთი სამაგიდო თამაშებიც არსებობს, რომ ოჯახის უფროს წევრებსაც გაიტაცებს.

5-10 წლის ბავშვებისთვის შესაფერისია დეტალების ნაკრები, რომელთაგანაც შეიძლება ციხესიმაგრეებისა და სახლების აშენება,

ხატვის მოყვარულებს კი შეგიძლიათ მოლბერტი და საღებავები აჩუქოთ. მოზარდები მზად არიან საათობით ისხდნენ კომპიუტერთან და სხვადასხვა სტრატეგიული თამაშით გაერთონ. მათ შეგიძლიათ აჩუქოთ განმავითარებელი თამაშები სასწავლო შინაარსით ან დისკზე ჩაწერილი ინტერაქტიული ენციკლოპედია.

4-5 წლის პატარები კმაყოფილები დარჩებიან, თუ საჩუქრად მიიღებენ სასწავლო თამაშებს საყვარელი პერსონაჟებით.

გორგოლაჭები, თხილამურები, ციგურები...

კარგი საჩუქარია ექსკურსია, მოგზაურობა, ზამთრის კურორტზე დასვენება. პატარებს დიდ სიხარულს მიანიჭებს საახალწლო წარმოდგენა. სპორტი ყველას უყვარს - ბიჭუნებსაც და გოგონებსაც. გორგოლაჭები გაახარებს პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს. აუცილებლად შეიძინეთ დამცავი კომპლექტი: ჩაფხუტი, ხელთათმანები, სამუხლეები და საწვივეები.

პატარებისთვის არსებობს მოდელები, რომელთა ზომის რეგულირება შესაძლებელია - ისინი რამდენიმე წელი გამოადგებათ. არანაკლებ კარგი საჩუქარი იქნება:

  • ველოსიპედი;
  • თოვლმავალი;
  • თხილამურები;
  • ციგურები;
  • სპორტული კომპლექსის აბონემენტი.

ჯადოსნური ისტორიები

ნაძვის ხის ქვეშ აუცილებლად მოიძებნება ადგილი წიგნებისთვის. სულ პატარებისთვის შესაფერისია სპეციალური საბავშვო გამოცემები მოძრავი სათამაშოებით. ძალიან მოხერხებულია პლასტიკისგან დამზადებული წიგნები - ასეთი წიგნებით პატარა სააბაზანოშიც გაერთობა.

ორი-სამი წლიდან პატარას უკვე შეუძლია დაათვალიეროს ნახატებიანი წიგნები და მოისმინოს საინტერესო ამბები. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება საბავშვო ენციკლოპედია.

ყველაზე საახალწლო წიგნი კი მაინც ზღაპრების წიგნია, სადაც უამრავი ჯადოსნური ისტორიაა თავმოყრილი.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა სურს ბავშვს, მისწერეთ წერილი თოვლის ბაბუას და დაკიდეთ ხის ტოტზე, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მოგვიანებით თვალთახედვის არიდან მისი გაქრობა...

კომენტარები (5)
???
რეკლამაა- იყიდეთ წყალი... მაგალითად, ჭყონიას ქარხნის წარმოებული, რომელსაც სახელად ჰქვია-მთის, და ჩამოსხმის ადგილია ნატახტარი...
თარიღი : 15-05-2023
ნათია ერისთავი
ვერ ვსვამ წყალლსსსსსსსსსსსსს
თარიღი : 12-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ინტერვიუ ექიმთან - რა შემთხვევაში უქმნის საფრთხეს წყალი ჩვენს ორგანიზმს და რა რეკომენდაციები არსებობს მის მოხმარებასთან დაკავშირებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერვიუ ექიმთან - რა შემთხვევაში უქმნის საფრთხეს წყალი ჩვენს ორგანიზმს და რა რეკომენდაციები არსებობს მის მოხმარებასთან დაკავშირებით?

nami-1683718500.png

სუფთა წყალი ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი და ექიმი თამარ მამაცაშვილი განმარტავს, რატომ არის წყალი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის: ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში წყლის პირველხარისხოვან როლს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იგი უამრავი ქიმიური ნაერთის უნივერსალური გამხსნელია და, ფაქტობრივად, ის გარემოა, რომელშიც ცხოველქმედების მთელი პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ატენიანებს ჰაერს,

უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას, ეხმარება ორგანიზმს საკვებისგან ენერგიის წარმოქმნაში, ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში, ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს და გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.

უფრო კონკრეტულად, რა რაოდენობით წყალი უნდა მოვიხმაროთ, რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ მედიკოსები ონკანის წყლის სასმელად მოხმარებასთან დაკავშირებით და რას იწვევს დაბინძურებული წლის მიღება, თამარ მამაცაშვილს ვესაუბრეთ:

- რა რაოდენობის წყალი სჭირდება ადამიანს ყოველდღიურად და რა ვითარებაა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში სუფთა სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით?

- ჯანმრთელ ადამიანს ნორმალურ გარემო პირობებში დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალი სჭირდება ნორმალური ცხოველქმედებისთვის. მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის დროს კი - კიდევ უფრო მეტი.

ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია, ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს. სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.

პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია, რადგან სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა დიდწილად არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და ცხოვრების დონესთან.

მსოფლიოში ყოვეწლიურად თითქმის მილიონამდე ადამიანი კვდება დაბინძურებული წყლითა და ცუდი სანიტარიული პირობებით გამოწვეული დიარეით, მაშინ როდესაც ფაღარათის პრევენცია სავსებით შესაძლებელია. დიარეა დაბინძურებულ წყალთან ასოცირებული ყველაზე ცნობილი დაავადებაა, მაგრამ ის ერთადერთი არ გახლავთ. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 240 მილიონამდე ადამიანი შისტოსომოსით – მწვავე ან ქრონიკული პარაზიტული დააავადებით – ხდება ავად. მწერები, რომლებიც წყალში ცოცხლობენ და მრავლდებიან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დენგეს ცხელების გადამტანებად გვევლინებიან.

- საინტერესოა, რა ნიშნებით ვლინდება წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადება?

- წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით. იმის მიხედვით, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელი ნაწილი ზიანდება უპირატესად, დაავადებაც შესაბამისი ორგანოს ფუნქციის მოშლით გამოიხატება.

ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რომლის დროსაც ირღვევა საჭმლის გადამუშავება და სითხის შეწოვა. ინფექციის ფონზე ზოგჯერ სითხე ორგანიზმიდან ნაწლავის სანათურში ჭარბად გამოდის, ამის შედეგად კი ვითარდება ნაწლავების მოქმედების გახშირება თხიერი, მოუნელებელი განავლით. ამას დიარეა ანუ ფაღარათი ეწოდება. დიარეას ახასიათებს ნაწლავების გახშირებული მოქმედება მოუნელებელი საკვებით, რაც ახასიათებს უპირატესად ეშერიხიოზს, ლამბლიოზს, სტრონგილოიდოზს. მძიმე დიარეას წყლისებური განავლით ხშირად იწვევს ქოლერა, ეშერიხიოზი.

მსხვილი ნაწლავის დაზიანება უპირატესად ე. წ. დიზენტერიის სინდრომით ვლინდება. ამ დროს ინფექციის გამომწვევი აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და შესაძლოა, ნაწლავის უფრო ღრმად მდებარე შრეებშიც შეაღწიოს. ამიტომ ვითარდება მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადების - კოლიტის სურათით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნაწლავის დაზიანების ნიშნებია: ნაწლავების მოქმედების გახშირებული მოთხოვნა - ზოგჯერ მცირე რაოდენობის სისხლიან-ლორწოიანი განავლით; მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი; ცხელება. ახასიათებს შიგელოზს, ამებიაზს, ზოგჯერ ეშერიხიოზს და სტრონგილოიდოზსაც.

კუჭის დაზიანებას - მისი ლორწოვანი გარსის ანთებას, ანუ გასტრიტს იწვევს როგორც ქიმიურად, ისე ბაქტერიოლოგიურად დაბინძურებული წყალი. წყლით გამოწვეულ ინფექციურ გასტრიტს თითქმის ყოველთვის თან ახლავს წვრილი ნაწლავის დაზიანების ნიშნებიც (ამას გასტროენტერიტი ეწოდება).

კუჭის დაზიანების ნიშნებია: ტკივილი კუჭის არეში და ღებინება. აღნიშნულ გართულებას ძირითადად ქოლერა, ზოგჯერ ეშერიხიოზი და ლამბლიოზიც იწვევს. ღვიძლის დაზიანებას იწვევს A ვირუსული ჰეპატიტი, სტრონგილოიდოზი, ამება. ამებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის არა მხოლოდ ანთებითი დაავადება, არამედ მასში ჩირქგროვის (აბსცესის) ჩამოყალიბებაც კი.

ღვიძლის დაზიანების ნიშნებია: სიყვითლე, უმადობა, გულისრევა, ცხელება და მზარდი საერთო სისუსტე.

სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანი და მისი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს. ქიმიკატებით გამოწვეული მოწამვლა წყლის დაბინძურების კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო და სავალალო შედეგია.

- როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა?

- შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება.

ზოგადად, ხელოვნური წყალმომარაგების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს წყლის იდეალურ სისუფთავეს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ბევრ რეგიონში აღნიშნული სისტემები მოძველებულია, ხშირად ზიანდება და რეაბილიტაციას საჭიროებს. ყოველი ხარვეზის დროს კი წყლის დაბინძურების რისკი მატულობს.

წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით.