/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კურორტოლოგია

მკურნალი ზღვის წყალი

მკურნალი ზღვის წყალი
ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ძველი დროის მკურნალები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა

აღდგენას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაეღწიათ თავი გაციებისა და სურდოსთვის. ზღვის წყალიც პირველად სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს: პაციენტებს ურჩევდნენ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ჩაეწვეთებინათ ცხვირში, გამოევლოთ ყელში და ცხვირის ღრუ გამოერეცხათ.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ყაბზობისა და ანემიისგან განსაკურნებლად ავადმყოფებს ზღვიდან ამოღებულ წყალს ასმევდნენ. ჰალენუსი დაავადებული ფილტვების პატრონებს ზღვის ჰაერით დღეში 6-8 საათის განმავლობაში სუნთქვას უნიშნავდა. ზღვის მარილიან წყალს ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ. თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკუ-რნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას (თალასსა ბერძნულად ზღვის წყალს ნიშნავს). თალასოთერაპიისას თანაბრად გამოიყენება ზღვის წყალი, კლიმატი, სამკურნალო ტალახი, წყალმცენარეები და ქვიშა.

  • ზღვის კლიმატი

ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმის შეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები. ზღვის ჰაერში გახსნილი უარყოფითი იონები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს. იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ორგანიზმს ცხიმისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ოზონი ორგანიზმზე ნატურალური ანტიბიოტიკივით მოქმედებს. ზღვის კლიმატით მკურნალობა რეკომენდებულია: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებების, სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზის, ქრონიკული ლარინგიტის, ფარინგიტის, მეორეული ანემიის დროს.

  • ზღვის წყალი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზღვაში ბანაობისას ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს წყლის ტემპერატურული, მექანიკური და ქიმიური ფაქტორები. მექანიკური ფაქტორი ზღვაში განსაკუთრებთ ძლიერია. ცურვისას, გარდა წყლის წნევისა, ორგანიზმზე მოქმედებს მისი დინება და ტალღები. მინერალური მარილებისა და მიკრო-ელემენტების მაღალი კონცენტრაცია ზღვის წყალს ძლიერმოქმედ სამკურნალო საშუალებად აქცევს: მათი წყალობით მაღლდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების ტონუსი, ჩქარდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, ნივთიერებათა ცვლა, იმატებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები, კაჟდება სხეული.

წყლის ტემპერატურა ყოველთვის გაცილებით დაბალია, ვიდრე სხეულისა, ამიტომ წყალში შესვლისას ზედაპირული სისხლძარღვები ვიწროვდება, სუნთქვა მყისიერად ღრმავდება და ხშირდება, გული გაძლიერებულად იწყებს მუშაობას, იწყება მსუბუქი კანკალი. ეს ბანაობის პირველი ფაზაა, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება. შემდეგ იწყება მეორეული რეაქცია - ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლძარღვები კვლავ ფართოვდება, სისხლი ინტენსიურად ცირკულირებს, უკეთესად მუშაობენ კაპილარები, უმჯობესდება ორგანოთა და ქსოვილთა კვება და მთელ სხეულში სითბო იღვრება.

თუ წყალში ზომაზე მეტხანს დარჩით, იწყება მესამე ფაზა - კანის სისხლძარღვები გაფართოებული რჩება, მაგრამ მათში სისხლის დინება ნელდება, სისხლის შეგუბების გამო კანი ლურჯდება, იწყება კანკალი და კანი ხორკლით იფარება. ეს იმის მაუწყებელია, რომ ორგანიზმმა ბევრი სითბო დაკარგა და ბანაობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ. უნდა გამოხვიდეთ ნაპირზე, შეასრულოთ რამდენიმე აქტიური მოძრაობა და გათბეთ. ზღვის წყალს მაქსიმალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, როდესაც ზღვაში ბანაობისას ინტენსიურად ცურავთ. ზღვაში ცურვა შესანიშნავი ვარჯიშია სისხლძა-რღვებისთვის და არა მარტო მათთვის; წყალში კუნთები დუნდება, ტალღები მათ მსუბუქ მასაჟს უკეთებს, ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება, უმჯობესდება სუნთქვა, ნივთიერებათა ცვლა, მშვიდდება ნერვული სისტემა, იმატებს ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობანი. დაბოლოს, ცურვა წონის დაკლების შესანიშნავი გზაა.

ზღვის წყლით მკურნალობა რეკომენდებულია: ფუნქციური ნერვული დაავადებების, ნევრასთენიის, ისტერიის, სუნთქვის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პათოლოგიის, კარდიოსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, რაქიტის დროს, ასევე - ანემიის, გადაღლის, გაცხიმოვნების, გაციებისკენ მიდრეკილების შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ
თევზი, ზღვის პროდუქტები, როგორც ჯანსაღი საკვები
როგორ გავაკეთოთ ზღვის მარილის დეტოქსი?

ზღვაში ბანაობა იკრძალება: გულისა და სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის, ბრონქული ასთმის, ეპილეფსიის, თირკმლის პათოლოგიის, რადიკულიტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

  • ზღვის ტალახი და წყალმცენარეები

ბოლო ხანს გახშირდა ზღვის ტალახისა და წყალმცენარეების გამოყენება დერმატოლოგიური და კოსმეტიკური მიზნით. ზოგიერთი ზღვის ტალახი წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ანთებითი დაავადებებისა და უშვილობის სამკურნალოდ. დღითიდღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, სადაც ძირითად თუ დამხმარე საშუალებად ზღვის ტალახსა და ფიტოპლანქტონს იყენებენ. დანიშნულების ადგილას ისინი სპეციალური კონტეინერებით მიაქვთ, რათა ტრანსპორტირებისას სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

  • ზღვის ქვიშა

სანაპიროზე, უბრალოდ, ფეხშიშველა სიარულიც კი მარგებელია: ქვიშაAდა წვრილი ქვები ტერფის რეფლექტორულ წერტილებს უკეთ მუშაობას აიძულებენ. ვისაც ქვიშაში ერთხელ მაინც უვლია ფეხშიშველს, მშვენივრად იცის, რომ ეს არც ისე ადვილია: როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება, ნაბიჯის გადასადგმელად იძულებული ხდები, ორგანიზმი დამატებით დატვირთო. სანაპიროზე 15-წუთიანი ინტენსიური სიარული ტრენაჟორზე ნახევარსაათიანი ვარჯიშის ტოლფას ენერგიას ითხოვს.

ზღვის ქვიშაში სიარული განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ძვალსახსროვანი სისტემის ფორმირებაში ეხმარება და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი პათოლოგიით დაავადებული ასაკოვანი ადამიანებისთვის.

  • სპეციალისტთა მოსაზრებანი

რევმატოლოგები ხშირად ურჩევენ ზღვაში ბანაობას ართროზით დაავადებულებს. პულმონოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ფილტვის დაავადებებს ზღვაში ბანაობით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა - ზღვის წყალი და ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ტუბერკულოზის მიკობაქტერიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. დერმატოლოგების მოსაზრება არაერთგვაროვანია.

ერთნი მიიჩნევენ, რომ ზღვის წყალი უშუალოდ მოქმედებს კანზე, ამდიდრებს მას მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. კანის გავლით ზღვის წყალი სისხლში ხვდება და ამ გზით ახდენს ორგანიზმზე (განსაკუთრებით - ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე) დადებით ეფექტს. კანის ზედა შრეში იჭრება ელექტროლიტები, რომლებიც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კანის უჯრედთა მდგომარეობას. მათი წყალობით კანი თავისუფლდება დაგროვილი წიდისგან, გაცილებით ჯანმრთელი და ელასტიკური ხდება.

მეორენიზღვაში ბანაობას სახიფათოდ მიიჩნევენ, ვინაიდან კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი უფრო მგრძნობიარე ხდება, ადვილად ზიანდება და იწვება.

იმუნოლოგები ადამიანის ორგანიზმზე ზღვის ზემოქმედებას დადებითად აფასებენ, რადგან მაგნიუმის იონები, რომლებითაც ასე მდიდარია ზღვის წყალი, ასტიმულებს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილისა და იმუნური უჯრედების განვითარებას უკავშირდება, ეს კი, საბოლოო ჯამში, იმუნიტეტის გაძლიერების საწინდარია.

ენდოკრინოლოგებისთვისმეტად მნიშვნელოვანია, რომ ზღვის წყალსა და ჰაერში დიდი ოდენობით არის იოდი - ერთ-ერთი აუცილებელი მინერალი, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება, გააძლიეროს ნერვული და იმუნური სისტემები, გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, დააქვეითოს სისხლში ქოლესტერინის დონე, გაააქტიუროს თავის ტვინის მუშაობა და გააუმჯობესოს მეხსიერება.

რინოლოგები ხშირად უნიშნავენ ცხვირისა და პირის ღრუში ზღვის წყლის გამოვლებას, ინჰალაციებს, გამორეცხვებს, არცთუ იშვიათად - დალევასაც კი.

  • მათთვის, ვინც შვებულების გატარებას ზღვაზე აპირებს

  1. პირველ დღეს მხოლოდ ერთხელ ბანაობაა რეკომენდებული. მომდევნო დღეებში შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 3-4 საათისა. ბანაობისთვის საუკეთესო დრო ადრიანი დილა და გვიანი საღამოა.
  2. ყველას 20-27 გრადუს ტემპერატურაზე ბანაობა სჯობს.
  3. უზმოზე ბანაობა, ისევე როგორც ტრაპეზის დამთავრებისთანავე წყალში შესვლა, რეკომენდებული არ არის. ბანაობამდე მსუბუქად უნდა წაიხემსოთ, ჭამის შემდეგ კი წყალში შესვლამდე 2 საათი მაინც უნდა გავიდეს.
  4. არ არის აუცილებელი, პლაჟზე ფეხის დადგმისთანავე წყალში შეხვიდეთ. უმჯობესია, ჯერ 5-10-წუთიანი მზის აბაზანა მიიღოთ.
  5. წყლიდან მანამდე ამოდით, ვიდრე კანი ხორკლით დაგეფარებათ - ეს ორგანიზმის გადაცივების ნიშანია. ასე შესაძლოა ცხელ ამინდშიც კი გაცივდეთ. არც სახსრების, ბრონქებისა და თირკმელის ქრონიკულ დაავადებათა გამწვავებაა გამორიცხული.
  6. აგაკანკალებთ თუ არა, წყლიდან ამოდით და ტანი პირსახოცით შეიმშრალეთ.
  7. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყალს ანტისეპტიკური თვისებები აქვს და მუდმივად განიცდის თვითგაწმენდას, ზაფხულში პლაჟების ზონაში იგი ისე სწრაფად ბინძურდება, რომ თვითგაწმენდას ვერ ასწრებს, მასში ადვილად მრავლდებიან დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები. ასე რომ, თუ ზღვის წყლის დალევას აპირებთ, ის ნაპირიდან 600-800 მეტრით მოშორებით, 3-5 მეტრის სიღრმიდან უნდა აიღოთ, თუმცა გაწმენდა და გაფილტვრა მასაც დასჭირდება.
  8. წყალი აუცილებლად სპეციალისტის მიერ დადგენილი რეჟიმით უნდა მიიღოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე

ალბათ, ყველა დაგვეთანხმება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მათზე დამოკიდებული გახადა. ეკრანზე დამოკიდებულება თავისთავად დიდი პრობლემაა, თუმცა დიდი ხნის მონიტორისა თუ ეკრანის ყურება სხვა დაავადებებსაც იწვევს. მის მავნე ზემოქმედებას, სხვა ორგანოებთან ერთად, თვალიც განიცდის.

დეტალურად განვიხილოთ, თუ რა ტიპის ზემოქმედება აქვს კომპიუტერს მხედველობაზე.

1998 წელს ამერიკელმა მედიკოსებმა შემოიღეს ახალი ტერმინი - კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი, იგივე კომპიუტერული ასთენოპია. ის მხედველობის სპეციფიკური დარღვევაა და ემართება მას, ვინც ბევრდროს ატარებს მონიტორთან. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40%.

სპეციალისტებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის ეკრანი მავნე თვალისთვის. ესენია:

  • მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა - საქმე ის არის, რომ მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.
  • მონიტორიდან არეკლილი სინათლე - კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა - ეს ტვინის დაღლაა.
  • მცირე კონტრასტულობა - მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც თვალს ძაბავს და სწრაფად ღლის. მხედველობაზე უარყოფითად აისახება აგრეთვე კადრების ნათების მონაცვლეობა.
  • ნათება - მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ნათება. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.

გარდა აღნიშნული ძირითადი მიზეზებისა, მხედველობას ვნებს მონიტორსა და თვალებს შორის არასწორად შერჩეული დისტანცია და ფერები.

338922850-537990865188086-4877247298447555417-n-1680860722.jpg

კომპიუტერული დაღლილობის სინდრომის ყველა სიმპტომი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფში შედის ე.წ. მხედველობითი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის გაუარესებასთან, მეორეში - „თვალისა“, რომლებიც თვალებში არასასიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

მხედველობითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
  • აკომოდაციის დარღვევა _ შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;
  • მხედველობის გაორება;
  • კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა;
  • მაკკალაჰის მხედველობითი ეფექტი _ თუ ეკრანიდან მზერას შავ ან თეთრ საგანზე გადავიტანთ, ის იმ ფერისა მოგვეჩვენება, რომელიც დომინირებდა ეკრანზე.

თვალის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • თვალებში წვის შეგრძნება;
  • თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
  • ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება;
  • ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;
  • ტკივილი თვალის მოძრაობის დროს;
  • თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე

კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილი პრაქტიკულად ყველას აქვს.

შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი _ მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა

ექიმების უმრავლესობა პაციენტებს ურჩევს, შეზღუდონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა, სწორად შეარჩიონ მონიტორის მდებარეობა და დროდადრო შეისვენონ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის სწორად შერჩევას.

338829910-557405283196592-5961404694432359862-n-1680860829.jpg

პრობლემის პრევენციისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • შედარებით უსაფრთხო მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი _ 17 ინჩი; გარჩევადობა _ 1280X1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე _ 100 ჰც.
  • აქვე უნდა ითქვას, რომ დამცავი სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის.
  • მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული მონიტორიდან არეკვლის დონე.
  • სასურველია, ეკრანისა და კლავიატურის ფერის ფონი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
  • თვალებიდან მონიტორამდე მანძილი უნდა იყოს, სულ მცირე, 50-60 სმ.
  • თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
  • მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. მონიტორის მდებარეობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ სინათლე ან ადგილობრივი განათება ხვდებოდეს ეკრანზე.
  • დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების დროს ან მაგიდის ნათურის ფონზე.
  • მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და სხვ.).
  • მონიტორთან მუშაობისას 20-30 წუთში ერთხელ აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მოკლე ხნით მხედველობის კონცენტრირება შორეულ საგნებზე და თვალების გავარჯიშება. მაგალითად, ასე: მოვაცილოთ მზერა მონიტორს და თვალის კაკლები აქეთ-იქით ვამოძრაოთ.
  • მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ უნდა იყოს წამოწეული; სკამი, სასურველია, ბრუნავდეს; კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე უნდა იყოს, ტერფები კი აუცილებლად ეხებოდეს იატაკს.
  • თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ, ხშირად უნდა გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ სამუშაო ოთახი. თუ გსურთ, მშვიდად ჩაგეძინოთ, გვიანობამდე ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, 8 საათი მაინც იძინოთ სრულყოფილად, რადგან კომპიუტერთან მუშაობისას დომინირებს ტვინის აღგზნების მექანიზმი.
  • კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლენისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ, მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებთან მუშაობის ნება დაერთოს.

უფრო ვრცლად მხედველობის პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სამედიცინო სერიის „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“ მეხუთე ტომში, რომელიც ეძღვნება ოტორინოლარინგოლოგიას, ოფთალმოლოგიასა და ალერგოლოგიას. წიგნში დეტალურად გაეცნობით სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციას, სიმპტომატიკასა და პრევენციაზე.

მეხუთე ნაწილის შეძენა შეგიძლიათ 10 აპრილიდან „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

screenshot-2023-04-07-at-1354-1680861360.47.png