/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

ძვალსახსროვანი დაავადებები

ძვალსახსროვანი დაავადებები
უკანასკნელი ასწლეულები კაცობრიობამ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გაადვილებას მოანდომა. ცხადი პოზიტიური შედეგების გვერდით, შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ ამ ქმედებათა ნეგატიური მხარეებიც, რომელთა შორისაც, უპირველესად, შემცირებული ფიზიკური აქტივობა უნდა დასახელდეს.

კომპიუტერული ტექნიკის ერა, ინტერნეტი, ჩქაროსნული ტრანსპორტი და სხვა კეთილდღეობანი ადამიანს აიძულებს სულ უფრო ცოტა იმოძრაოს, ნაკლებად გაავარჯიშოს სხეული, რაც ძალზე უსიამოვნო კვალს ტოვებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და უამრავი დაავადების გავრცელებისა და განვითარების პირობას ქმნის. ყველაზე ხშირად უმოძრაობა სწორედ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციებს ზღუდავს და სისტემის სხვადასხვა განყოფილება მწყობრიდან გამოჰყავს.

21-ე საუკუნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სახსრების დაავადებებთან ბრძოლის ათწლეულით დაიწყო და ეს შემთხვევითი როდია. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანთა რიცხვი უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

  • დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი რომელიმე სახსრის პათოლოგიით აუცილებლად ავადობს;
  • ამ ტიპის დაავადებათა შორის, გავრცელების მიხედვით, ართროზი ლიდერობს, დაავადება, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად იზღუდება სახსრის ფუნქცია;
  • ოფიციალური მონაცემებით, ართროზით პლანეტის 15% ავადობს. ყველაზე ხშირად იგი 30 წელს გადაცილებულ პირებში ვითარდება, 60 წლის ასაკისთვის კი მოსახლეობის თითქმის 100%-ისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა;
  • ქალებში სახსროვანი დაავადებები ბევრად ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

პროფესია - რისკი

არსებობს რისკჯგუფები - პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც ყველაზე ხშირად ემუქრებათ სახსროვანი პათოლოგიები.

  • უხშირესად ეს პრობლემები პიანისტების ხვედრია;
  • რისკჯგუფს ეკუთვნიანი სპორტსმენები;
  • ადამიანები, რომელთა შრომითი საქმიანობა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება;
  • ის პირები, რომლებიც სამუშაო დღეს მჯდომარე ან ფეხზე მდგარნი ატარებენ.

გავრცელებული მიზეზები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ძალიან ხშირად მეკვანძება კუნთი. ხან კვირაში ერთხელ მაინც გუშინ და გუშინწინ ზედიზედ ორი ღამეა გადაბმულად ძილში მეკვანძება საშინელი ტკივილი აქვს და დილითაც დაჭიმული მაქვს ხოლმე. რისი გაკეთება შემიძლია სანამ გამოკვლევებზე მივალ მანამდე?</p>

ხშირად ერთმანეთს ვეკითხებით, თითქოს ყველაფერი რიგზე მაქვს, რატომ უნდა მტკიოდეს სახსრები?

თანამედროვე მედიცინა სახსროვანი პათოლოგიების რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს.

ჰიპოდინამია:

ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი ან არასწორი ფიზიკური დატვირთვები. მთელი დღე ოფისში ჯდომის ან დგომის შემდგომ, სხეულის გაჯანსაღების მიზნით, დღის ბოლოს ფიტნესკლუბში აქტიური ფიზიკური დატვირთვა, ასეთი მკვეთრი ცვლილება სახსრების გადატვირთვას იწვევს, რაც მომავალში შესაძლოა მათი ანთებითი დაზიანების პირობად იქცეს.

ჭარბი წონა და გაცხიმოვნება:

ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების მქონე პირთა სახსრები მუდმივად განიცდიან გადატვირთვას, რაც იწვევს მათი ფუნქციების მოშლას.

ხერხემლის არასწორი მდებარეობა:

ხერხემლის მუდმივად არასწორი პოზა, სკოლიოზი, ასევე იწვევს სახსრების ტკივილსა და მათ დაზიანებას.

ინფექციური დაავადებანი:

ზოგიერთი ინფექციური დაავადებისას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზიანდება სახსრებიც, მაგალითად, ტუბერკულოზის, სიფილისის, გონორეის, ბრუცელოზის, ანგინისა და გრიპისას გართულების სახით ზიანდება სახსრები, ასევე ინფექციას შეუძლია პირდაპირ შეიჭრას სახსარში ტრავმირებული ან დაზიანებული კანიდან.

აუტოიმუნური რეაქციები:

აუტოიმუნური რეაქციები, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე ალერგია, ასევე აზიანებს სახსრებს. იმუნურ უჯრედებს ამ შემთხვევაში იერიში მიაქვთ საკუთარ უჯრედებზე, მათი სამიზნე ამ დროს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილია. ასეთი მექანიზმით განვითარებული ყველაზე გავრცელებული პათოლოგია რევმატოიდული ართრიტია.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა:

ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი რგოლის მწყობრიდან გამოსვლის შემდგომ სახსრებში გამოლექვას და ჩალაგებას იწყებს სხვადასხვა ტიპის მარილები. ფიზიკური მოძრაობისას სახსრები სწრაფად ცვდება, ხრტილოვანი ქსოვილი ტრავმულად ზიანდება და ანთებითი პროცესი ვითარდება.

სახსრების მექანიკური ტრავმატიზაცია

ეს ყველაზე ხშირად პროფესიონალ სპორტსმენებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს ემართებათ, რომელთა საქმიანობაც სახსრების ქრონიკულ და ხანგრძლივ გადატვირთვას უკავშირდება, მაგალითად, მტვირთავებს, მძღოლებს, მკერავებს, ვიბრაციის შემცველ პროფესიათა წარმომადგენლებს.

მემკვიდრული წინასწარგანწყობა

დადგენილია, რომ რევმატოიდული ართრიტი და რევმატიზმი აშკარად გამოხატული მემკვიდრული ბუნებისაა, ეს პათოლოგიები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისთვისაც ეს პრობლემები კარგად ნაცნობი იყო.

სხვა ფაქტორები

უკვე ჩამოთვლილ მიზეზთა შორის არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც ასევე შეუძლიათ სახსროვანი პრობლემების პროვოცირება:

  • არასწორი და დაუბალანსებელი კვება;
  • არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო;
  • არახელსაყრელი კლიმატი;
  • ქრონიკული სტრესი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და შაქრიანი დიაბეტი
ბავშვი და შაქრიანი დიაბეტი
ბავშვებსა და მოზარდებს შორის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი გაცილებით მეტად არის გავრცელებული, მეორე ტიპი კი უმთავრესად ზრდასრულთა დაავადებად მიიჩნევა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ძვალსახსროვანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები