/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ქრონიკული სტრესის ზეგავლენა ექიმებზე

ქრონიკული სტრესის ზეგავლენა ექიმებზე
ექიმები პროფესიის გამო ყოველდღიურ საქმიანობაში ძლიერი სტრესის ზემოქმედებას განიცდიან და შესაბამისად, მეტად უვითარდებათ ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა.

თუ რა გავლენას ახდენს მათ ორგანიზმზე ეს ფაქტორი, ამ საკითხზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ წამყვანი კარდიოლოგი, ქეთევან ჩაგუნავა.

რუტინულ სტრესულ ფაქტორებს ექიმები გარკვეულად უმკლავდებიან, მაგრამ ხშირად გადაჭარბებული და ქრონიკული სტრესული ფაქტორების ხანგრძლივ ზემოქმედებაზე აღმოცენდება პათოლოგიური რეაქციები, რომელთა ერთ-ერთი შედეგია ე.წ. „გადაწვა“.

„გადაწვის” ფენომენი (Burnout) პოპულარული გახდა ჯ.ფელტონის მიერ და შედგება ტრიადისგან: ემოციური გადაღლა, დეპერსონალიზაცია და დაბალი პროდუქტიულობა/მიღწევები. „გადაწვა“ ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის მდგომარეობაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც თავად ექიმებზე, ისე პაციენტებსა და ჯანდაცვის სისტემაზე. „გადაწვის“ ფონზე გაცილებით დიდია არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამედიცინო შეცდომის დაშვების რისკი, პაციენტების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოვლენა, ასევე გართულებული ურთიერთობები თანამშრომლებთან და ოჯახში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

„გადაწვა“ ზრდის ექიმების დაავადების რისკს – დეპრესია, შფოთვა, ძილის დარღვევა, დაღლილობა, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება; ოჯახური ურთიერთობების დარღვევა, პენსიაზე ნაადრევი გასვლა და ალბათ, ყველაზე სერიოზული – თვითმკვლელობა. ექიმების ამ კატეგორიაში დეპრესიის უფრო დიდი გავრცელება ფიქსირდება, ვიდრე, საზოგადოდ, მოსახლეობასა და მრავალ სხვა პროფესიულ ჯგუფში. საინტერესოა, რომ მათზე არ ვრცელდება საზოგადოდ დეპრესიასთან დაკავშირებული მრავალი რისკფაქტორი, როგორებიცაა – დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და განათლება, უმუშევრობა და მდედრობითი სქესი.

– რა შეიძლება გახდეს სტრესის წყარო?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

– სტრესის წყარო სამედიცინო პრაქტიკაში შეიძლება განსხვავდებოდეს – დაწყებული ექიმი-პაციენტის ურთიერთობით და დასრულებული ექიმი-პაციენტის ურთიერთობის მიღმა პრობლემებით (ექიმების სამუშაო გარემო და ა.შ).

პაციენტის მკურნალობისას წარმოქმნილი პრობლემები – მათ შორის უამრავი ემოცია – პაციენტის გადარჩენის აუცილებლობა; დაავადების პროგრესირებისას წარუმატებლობისა და იმედგაცრუების განცდა; პაციენტის დაავადებასა და მასთან ასოცირებულ დანაკარგებთან დაკავშირებული უძლურების განცდა; მწუხარება, ავადმყოფობის ან სიკვდილის შიში – ეს ემოციები საკმაოდ ძლიერია და ექიმი-პაციენტის ურთიერთობისას ამ ემოციების განმეორებად ზემოქმედებას შეუძლია ძლიერი სტრესის გამოწვევა.

ექიმები სტრესს განიცდიან იმ ემოციებისა და სიტუაციების გამოც, რომლებიც წარმოიქმნება ექიმი-პაციენტის ურთიერთობის მიღმა – როდესაც მათ უწევთ საქმიანობა მზარდ სამართლებრივ და უკომპრომისო გარემოში. დაწესებული ბიუროკრატიული მოთხოვნები მზარდია და მუდმივად ცვალებადი. სამედიცინო ცოდნა სწრაფად ვითარდება და ექიმებს მუდმივად უწევთ სიახლეების ათვისება. ეს ცვლილებები ხშირად იმდენად სწრაფია, რომ ერთ ცვლილებასთან ადაპტირებულ ექიმებს სხვა ახალ ცვლილებასთან უწევთ სწრაფად შეგუება. ჯანდაცვის რესურსები უმეტეს ქვეყნებში შეზღუდულია და გარემოც მკაცრია შეცდომების მიმართ.

ექიმებს ხშირად, მნიშვნელოვანი კლინიკური ვალდებულებების გარდა, უწევთ ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა საკადრო და ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად მოგვარება და სხვ. შეუჩვეველი ამოცანების შესრულება და მუდმივად ცვალებადი სამუშაო გარემო მათ სტრესის მაღალ დონეს უქმნის.

– როგორ ფასდება „გადაწვის“ ხარისხი?

– „გადაწვის“ რისკისა და ხარისხის შესაფასებლად ყველაზე ხშირად გამოიყენება Mასლაცჰ Bურნოუტ Iნვენტორყ (MBI) ტესტი, რომელიც იკვლევს სამ კომპონენტს: გადაღლა, დეპერსონალიზაცია და პირადი მიღწევა.

ექიმებს შორის „გადაწვის“ ხარისხის შეფასება ხშირად მაღალ მაჩვენებლებს იძლევა და განსხვავდება ქვეყნებს შორის, სპეციალობების ან დასაქმების სექტორის (საჯარო/კერძო, სოფლის/ქალაქის) მიხედვით. ეს განსხვავება გასაგები და მოსალოდნელია, რადგან „გადაწვა“ დაკავშირებულია სტრესორებთან, რომლებიც აღმოცენდება სამუშაო გარემოდან.

„გადაწვის“ ფენომენი მედიცინის მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ბოლო წლების ევროპის კარდიოლოგთა კონგრესებზე (ESC) კარდიოლოგთა შორის ამ საკითხის მიმართ ყურადღება ასევე სულ უფრო მზარდია. იგი 2018 წლის ESC დღის წესრიგის მთავარი თემა იყო და სპეციალურად ამ საკითხს მიეძღვნა სესია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ექიმი ე. დემარია კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მან აღნიშნა, რომ „გადამწვარი ექიმი“ არის „გაბრაზებული, გაღიზიანებული, არატოლერანტული, ხშირად სამსახურის გამცდენი, დაქვეითებული პროდუქტიულობითა და მკურნალობის დაბალი ხარისხით“.

აშშ-ში ჩატარებული 29 სპეციალობის 15000 ექიმის გამოკითხვისას დაახლოებით 42%-ს გამოუვლინდა „გადაწვის“ ნიშნები. შედეგები სპეციალობების მიხედვით ასე განაწილდა: კარდიოლოგები – 43%, ყველაზე ხშირი – კრიტიკული მედიცინა და ნევროლოგია (48%), ყველაზე ნაკლებად – პლასტიკური ქირურგია (23%). ექიმთა ასაკობრივი ჯგუფი „გადაწვის“ ყველაზე დიდი სიხშირით (ექიმების 50%) იყო 45-54 წლის ასაკის.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ისინი სულ უფრო მეტ დროს უთმობენ კომპიუტერებსა და დოკუმენტებთან ურთიერთობას და ნაკლებ დროს ატარებენ პაციენტებთან ურთიერთობასა და სამედიცინო პრაქტიკაში. ასევე „გადაწვის“ ხელშემწყობი ფაქტორებიდან ექიმების 56%-მა დაასახელა ჭარბი ბიუროკრატია, ხანგრძლივი სამუშაო საათები (39%), კოლეგების პატივისცემის ნაკლებობა (26%), პრაქტიკის გაზრდილი კომპიუტერიზაცია (24%), არასაკმარისი ანაზღაურება (24%) და კონტროლის/ავტონომიურობის ნაკლებობა (21%). კარდიოლოგებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება ასევე მნიშვნელოვანია მედიკამენტების ან პროცედურების შერჩევის თვალსაზრისით.

აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „გადაწვის“ გარდა კარდიოლოგების 13%-ს აღენიშნებოდა დეპრესია. მათმა მესამედმა აღნიშნა, რომ მათ ადვილად აღიზიანებდნენ პაციენტები (33%) ან ისინი ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული პაციენტებთან ურთიერთობით (32%). კიდევ ერთი არასასურველი ტენდენცია ფიქსირდება – ექიმები ტოვებენ კლინიკურ საქმიანობას და გადადიან ფარმაცევტულ ან სადაზღვევო კომპანიებში, რაც ექიმების დეფიციტს გამოიწვევს.

– როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ „გადაწვას“?

– „გადაწვის“ დასაძლევად ზოგიერთი ექიმი მიმართავს ვარჯიშს, ოჯახთან ურთიერთობას და ძილს, ზოგი კი საკვებს და ალკოჰოლს, თამბაქოს მოწევას ან რეცეპტული მედიკამენტების მიღებას. ექიმები ხშირად მიმართავენ მდგომარეობის დაძლევის პოტენციურ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა დესტრუქციული იყოს, და ყველაზე ნაკლებად მიმართავენ პროფესიონალის დახმარებას.

ექიმებში ყველაზე ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევები – თითქმის ორჯერ, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებში – აშშ-ში წელიწადში 400 შემთხვევაა.

ESC-ის 2020 კონგრესზე წარმოდგენილი კვლევის შედეგებით, არგენტინაში რეზიდენტების 24%-ს გამოუვლინდა „გადაწვა“. აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიის რეზიდენტებში აღინიშნა უფრო მაღალი სიხშირით (28%), ვიდრე სხვა სპეციალობის რეზიდენტებს შორის (17%).

2021 წლის მონაცემებით, აღინიშნა მატების ტენდენცია და „გადაწვა“ 29 სპეციალობის 13 000 ექიმის გამოკითხვისას დაახლოებით 47%-ს გამოუვლინდა: კარდიოლოგია – 42%, ყველაზე ხშირი – კრიტიკული მედიცინა – 60%, ინტენსიური თერაპია – 53%, მეანობა-გინეკოლოგია – 53%, ინფექციონისტები და საოჯახო მედიცინა – 51%, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – 50%, ენდოკრინოლოგია – 50% და ნევროლოგია – 46%, ყველაზე ნაკლებად – პლასტიკური ქირურგია (40%), დერმატოლოგია (33%). გამოვლინდა განსხვავება სქესის მიხედვით – 56% ქალები და 41% მამაკაცები.

– როგორ იმოქმედა კოვიდ-19-ის პანდემიამ ამ პრობლემაზე?

– კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ პრობლემის ზრდას, განსაკუთრებით – ინტენსიური და საოჯახო მედიცინის სფეროში. 2022 წელს აშშ-ში 5-დან და 3 ექიმი ასახელებს „გადაწვის“, სულ მცირე, ერთ გამოვლინებას და საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 63%.

– რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

– ექიმის „გადაწვა“ მეტწილად დაკავშირებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების არასათანადო ფუნქციონირებასა და ექიმების არასაკმარის მხარდაჭერასთან, რაც, პირველ რიგში, ხელს უწყობს ექიმების კარიერისგან ჩამოცილებას და კადრების გადინებას, და ასევე აუარესებს პაციენტთა მოვლის ხარისხს. ჯანდაცვის ორგანიზაციებმა მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დახარჯონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების განხორციელებაში, რათა შემცირდეს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების „გადაწვა“, განსაკუთ­რებით გადაუდებელ მედიცინაში, ახალგაზრდა ექიმებსა და რეზიდენტებში. მიზეზობრიობის და­სადგენად აუცილებელია კვლევების ჩატარება და ნაკლებად სტრესული სამუშაო გარემოს შექმნა ექიმებს შორის „გადაწვის“ თავიდან ასაცილებლად.

ესაუბრა ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

იმედი L-ის დაზღვეულებისთვის სიახლეა. პირველად სადაზღვევო ინდუსტრიაში, იმედი L-მა შექმნა ინოვაციური პროდუქტი - AI ასისტენტი რომელიც დაზღვეულებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და კომფორტულად მიიღონ მათთვის საჭირო, დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება.
სრულად
რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?

სექსუალური ჰარასმენტი არის მამაკაცის მიერ სამსახურეობრივი ან სტატუსური უპირატესობის გამოყენებით ქალისთვის სექსის იძულება.
სრულად
რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად

Nature Chemistry: ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება შეამცირონ წამლების ეფექტურობა.
სრულად
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება

ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქრონიკული სტრესის ზეგავლენა ექიმებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები