/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გაციებამ ორგანიზმი არ დაასუსტოს

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გაციებამ ორგანიზმი არ დაასუსტოს
ცნობილი ფრაზა „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და არ გადაგედება“ უკვე წარსულს ჩაბარდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ გაციებას ვირუსი იწვევს.

სწორი კლასიფიკაციაა: გრიპი და გაციება, რომელსაც მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს.

დღეისათვის ცნობილია 200-მდე სახის ვირუსი, რომლებიც გაციების სიმპტომებს იწვევენ. ყველაზე ხშირად გაციებას რინოვირუსი იწვევს, თუმცა შემთხვევათა 30-50%-ში დაავადების გამომწვევის დადგენა ვერ ხერხდება.

გაციების სიმპტომები დაავადებიდან მე-2 ან მე-3 დღეს ვლინდება და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. დაავადება გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში და მედიკამენტებით გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება არ ხდება. თუმცა ამ დროს მაინც მნიშვნელოვანია მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ და თავს კარგად გაგრძნობინებთ. მთავარი საზრუნავი ვირუსის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნა კი არ უნდა იყოს, არამედ სიმპტომების შემსუბუქება და იმუნური სისტემის მოძლიერება.

დეტალურად განვიხილოთ, როგორ უნდა მოიქცეთ გაციების დროს:

  • მიიღეთ ბევრი სითხე

გარდა ლიმონიანი და ჟოლოს მურაბიანი ჩაისა, ძალიან ეფექტურია ქათმის ბულიონი. თუმცა არ დაგავიწყდეთ სუფთა წყალი. სითხის მიღება ორგანიზმიდან ვირუსების გამოდევნას უწყობს ხელს და ამავდროულად, ცხვირისა და ყელის ლორწოვანსაც იცავს გამოშრობისგან, ასევე ლორწოს მოშორებას აადვილებს. გაითვალისწინეთ, კოფეინი და ალკოჰოლი დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომაც ყავას, კოკა-კოლას, მაგარ ჩაის და ალკოჰოლურ სასმელებს ერიდეთ.

  • იკვებეთ ჯანსაღად
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ეფექტურია C ვიტამინის შემცველი საკვები. ძალიან კარგია თუთიის შემცველი საკვებიც, მაგალითად, ხორცი, ისპანახი, მაწონი, კაკაო, გოგრის თესლი და სხვა.

  • მიიღეთ შესაფერისი პრეპარატები

რაც შეეხება პრეპარატებს, სურდოსა და მაღალი სიცხის დროს აუცილებლად გამოიყენეთ გრიპის და გაციების სამკურნალო საშუალება ჩაის სახით. ეს შეიძლება იყოს „ნორმო ფლუ“ ლიმონის არომატით, რომელიც ეფექტურია გრიპის, გაციების, ციებ-ცხელების დროს. იგი შეგიმსუბუქებთ სიცხით მიმდინარე გრიპის სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი. აღნიშნული სიმპტომების გამოჩენისთანავე მიიღეთ „ნორმო-ფლუ“, რადგან, რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ჩივილი, მით უფრო სუსტად იგრძნობთ თავს. ვირუსი ორგანიზმიდან გავა, თქვენ კი სისუსტე დაგრჩებათ. აღნიშნულ მედიკამენტს ექიმის დანიშვნა არ სჭირდება და მისი შეძენა თავადაც შეგიძლიათ დანიშნულების გარეშე, ნებისმიერ აფთიაქში. მისი უპირატესობა ეფექტურობასთან ერთად სასიამოვნო არომატია. „ნორმო ფლუ“ მალევე დაგიბრუნებთ ხალისს ჩვეული ცხოვრებისთვის.

315084714-1336239953790731-8004700081343360506-n-1669628134.jpg

დამატებითი პრეპარატების მიღება ჩვენების შესაბამისად არის რეკომენდებული. მაგალითად, სიცხე თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ვირუსების განადგურებას უწყობს ხელს, ამიტომ სიცხის დამწევს 38.5°C-ს ტემპერატურამდე ნუ მიიღებთ. ბავშვებს კი 38° C ტემპერატურაზე დაალევინეთ დამწევი. მანამდე ნუ დალევთ, ვიდრე ტემპერატურა 38.5°C-ს (მცირეწლოვან ბავშვებში – 38° C-ს) არ გადააჭარბებს.

  • ნუ დაივიწყებთ მცენარეულ ნაყენს

ყელის ტკივილთან ბრძოლა სახლში მომზადებული სავლებითაც შეიძლება. მაგალითად, თბილი მარილიანი ან სოდიანი წყლით, გვირილისა და სხვა სამკურნალო მცენარეების ნაყენებით.

  • ხველა რეფლექსია, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს. ამიტომ პირველივე წამოხველებაზე ნუ ეცდებით მის დათრგუნვას. თუმცა თუ ის შემაწუხებელი ხდება, მშრალი ხველის დროს ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღეთ, გაციების დროს კი - ამოსახველებელი.
  • რაც შეეხება ანტიბიოტიკს, ის გაციების დროს სრულიად არაეფექტურია. ანტიბიოტიკები ბაქტერიებს სპობს და არა ვირუსებს, ამიტომაც ვერ შველის გაციებას და ვერც მის სიმპტომებს ასუსტებს.
კომენტარები (5)
ე.გ.
– 38° C ტემპერატურა ეს არის ნეგატიური ტემპერატურა ნულს ქვემოთ და ისიც ბავშვებში მიუღებელია
თარიღი : 07-12-2022
მანანს
კითხეთ ექიმს და დაწყებისთანავე ძალიან კარგი საშუალებაა ევროპიდან შემოვიდა საქართველოში viruprotect 7 - 10 დღის განმავლობაში გამოისუფთავებთ ორგანიზმს.
თარიღი : 06-12-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა მოსდის ბადურა გარსს
რა მოსდის ბადურა გარსს
ბადურა ძალზე სათუთი ორგანოა. მის პათოლოგიაში შეიძლება გადაიზარდოს არაერთი ზოგადი და სისტემური დაავადება.
სრულად
რატომ და როგორ ბერდება თვალი
რატომ და როგორ ბერდება თვალი
თვალი ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მხედველობის მუდმივი დაძაბვა, არახელსაყრელი ფაქტორები - სტრესი, დაბინძურებული გარემო, ვირუსული ინფექციები და სხვა - თვალის დაავადებებს იწვევს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გაციებამ ორგანიზმი არ დაასუსტოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები