ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს სიმღერები, რომლებიც სტრესის დროს 2-ჯერ ნაკლები საჭმლის მიღებაში გვეხმარება

კვლევაში მონაწილოებდა 120 ქალი. მათ მკვლევარებმა სთხოვეს იმ სიმღერის დასახელება, რომელსაც ისმენდნენ მოწყენილობის, სტრესის ან დეპრესიის დროს. შემდეგ ამ სიმღერებს მოხალისეებს ასმენინებდნენ ჭამის დროს.
აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, 2-ჯერ ნაკლებ ჩიპსებს, შოკოლადსა და ტკბილეულს მიირთმევდნენ. ამ სიმღერებს შორის იყო ემი უაინჰაუსის «Back To Black», ემინემის «Mockingbird» და ლინკინ პარკის «In The End».
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქალები 30%-ით ნაკლებს ჭამდნენ თუ უსმენდნენ მშვიდ მუსიკას: ქოლდფლეის «Fix You» ან სემ სმიტის «Lay Me Down».
მეცნიერების ვარაუდით, ასეთი ეფექტი შეიძლება დოფამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებით აიხსნება, რომელთა ნაკლოვანებაც შეიძლება სტრესის დროს აღინიშნოს. მათი მომატების მეორე გზა გემრიელი საკვებია. მუსიკის მოსმენა არანაკლებ ეფექტური და სწრაფი მეთოდია სტრესთან ბრძოლისა.