აღმოაჩინე საფრთხე დროულად - McCann Tbilisi-ის პოსტერი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში კი პაციენტთა 95%-ს უხანგრძლივდება სიცოცხლე, უდიდესი ნაწილი კი სრულად ექვემდებარება განკურნებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-მა, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოთა ასოციაციის [ACAG] დახმარებით, აღნიშნული პრობლემის ცნობადობის გასაზრდელად კონკურსი ჩაატარა. საკომუნიკაციო სააგენტოებს უნდა შეექმნათ პოსტერი, რომელიც 18-იდან 30 წლამდე ასაკის ქალებს მოუწოდებდა ჩვევად აქციონ მამოლოგთან ვიზიტი და რეგულარული სკრინინგი. მნიშვნელოვანი იყო
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
იმის გათვალისწინებაც, რომ არ ყოფილიყო საუბარი ძუძუს კიბოს უარყოფით და მძიმე მხარეებზე, გარდაცვალებაზე და სხვ.
კონკურსში McCann Tbilisi-ს ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელშიც საინტერესოდ და იმავდროულად მარტივად არის ინტეგრირებული რადარის ვიზუალი. ჟიურის აზრით, სწორედ ეს პოსტერი გადმოსცემს სათქმელს ყველაზე უკეთ და ეფექტურად.
R