/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისიდან დაიწყება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექტი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა, მათ მისაღებად რეგისტრაცია კი 23 ივნისს დაიწყება. მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად, რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე - https://bit.ly/3zTtybk

CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან (15 იანვრიდან) გახდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და 5 სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომლექტით და მოახდინონ შემდეგ ჯერზე სენსორის დამოუკიდებლად დამაგრება.

ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება, ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლებათ (სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ჯანდაცვის სამინისტრომ და მომწოდებელმა კომპანიამ, ქვეყნის მასშტაბით, 30 ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ექთანი უკვე გადაამზადა და სენსორებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სურვილის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები, სხვა დაინტერესებულ მხარესთანაც გაიმართება.

აღნიშნული სიახლე ბავშვს და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე, მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი. CGM სისტემა, ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების ანალიზს და ვიზუალიზაციას. გააჩნია განგაშის სიგნალები, გლუკოზის დონის საყურადღებო ცვლილებების შემთხვევაში ყურადღების მისაპყრობად. მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელი ჰიპო და ჰიპერგლიკემიის ეპიზოდს სისტემა აფიქსირებს წინასწარ და საყურადღებო ეპიზოდის დადგომამდე გასცემს შესაბამის სიგნალს.

აღსანიშნავია, რომ სისტემის უმაღლესი ხარისხისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად მომწოდებელი კომპანიისგან მოთხოვნილი იყო საერთაშორისო აღიარებები. კერძოდ, პროდუქციას უნდა ჰქონოდა ამერიკული საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ნებართვა და დაშვება შესაბამის სამედიცინო ხელსაწყოების ბაზაში, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნის ერთი ან მეტი მკაცრი მარეგულირებლის ნებართვა.

შესყიდვის პროცესში, გამოვლინდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მწარმოებელს, კომპანია “მედტრონიკს” (Medtronic Diabetes) ჰქონდა პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები ფართოდ გამოიყენება, მათ შორის ბავშვებში, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ხელსაწყოს მიღებული აქვს ავტორიზაცია ამერიკული FDA-სგან და ასევე, დაშვება არაერთი მკაცრი მარეგულირებლისგან განვითარებულ ქვეყნებში. “მედტრონიკი” CGM სისტემებს ყველა ასაკის პაციენტისთვის აწარმოებს. აღნიშნული სისტემა მომენტალურად ასახავს და უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახავს გლუკოზის დონის მონაცემებს. მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გამოყენებით, გლუკოზის დაბალი და მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია, მიეწოდება პაციენტზე მზრუნველ 5 ადამიანს.

"მედტორნიკი"-ს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა "გარდიან ქონექთი" (Guardian Connect) სმარტფონებთან შეთავსებით მომუშავე ხელსაწყოა, რომელსაც ე.წ. მიმღების გარეშე, ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით, შეუძლია მონიტორინგის მონაცემების შეკრება და ვიზუალიზაცია. მობილურ აპლიკაციას განსაკუთრებით გამარტივებული ვიზუალური ელემენტები აქვს და ადვილია გამოსაყენებლად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?

სექსუალური ჰარასმენტი არის მამაკაცის მიერ სამსახურეობრივი ან სტატუსური უპირატესობის გამოყენებით ქალისთვის სექსის იძულება.
სრულად
რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად

Nature Chemistry: ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება შეამცირონ წამლების ეფექტურობა.
სრულად
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება

ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის

გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისიდან დაიწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები