როგორია 20 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 20 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.