უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა განხორციელდა

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა მოუწოდა რუსეთს, „შეაჩეროს ეს ომი”. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
„არსებობს ერთი წამალი, რომლის მიწოდებაც ჯანმოს არ შეუძლია და რომელიც უკრაინას სხვაზე მეტად სჭირდება, ეს არის მშვიდობა.
ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ფედერაციისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს ეს ომი. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის არის ის, რომ ჯანმო თქვენ გვერდით დგას”, - განაცხადა გებრეიესუსმა.