მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი С ვიტამინი სჭირდება ჭარბი წონის ადამიანს

აღნიშნული ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, კერძოდ იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად ამისა, აქამდე არ არსებობდა მკაფიო რეკომენდაციები С ვიტამინის დამატებით მოცულობაზე, რომელიც უნდა მიიღოს ჭარბი წონის მქონე ადამიანმა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ამ პრობლემის გასარკვევად მეცნიერებმა გააანალიზეს ორი კვლევის შედეგები, რომლებიც ეძღვნებოდა წონას,
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
С ვიტამინის დღიურ დოზასა და სისხლში მის კონაცნეტრაციას შორის კავშირს.
როგორც აჩვენა კვლევამ, წონის ყოველი ზედმეტი 10 კგ მოითხოვს დღეში დამატებით, 10 მგ С ვიტამინს.
60 კგ წონის ადამიანს ესაჭიროება დღეში 110 მგ С ვიტამინი, რაც მარტივად შეიძლება დაკმაყოფილდეს დაბალანსებული კვებით. 90 კგ წონის ადამიანს, იმუნური სისტემის მუშაობის შესანარჩუნებლად დამატებით ესაჭიროება დღეში 30 მგ С ვიტამინი.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 10მგ С ვიტამინს შეიცავს საშუალო ზომის ვაშლი, ამიტომ 70-80 კგ წონის შემთხვევაში მარტივადაა შესაძლებელი ვიტამინის დეფიციტის შევსება დღეში 1-2 ვაშლის მიღებით. თუ წონა ამაზე მეტია, მაშინ უნდა მივიღოთ ფორთოხალი, რომელიც შეიცავს 70მგ С ვიტამინს, ან კივი, სადაც С ვიტამინის კონცენტრაცია 100მგ-ია.